22-წლამდელთა ჩემპიონატში ოვერტაიმი, სპორტუნი და ქუთაისი ისევ დაუმარცხებლები არიან

3-4 დეკემბერს რუსთავში, თბილისსა და ქუთაისში 22-წლამდელთა ჩემპიონატის 5 მატჩი გაიმართა. ტურნირში 15 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც A და B ჯგუფებში არიან განაწილებულნი და რეგულარული ჩემპიონატი ნელ-ნელა ძალას იკრებს. 22-წლამდელთა ჩემპიონატის სამმა დაუმარცხებელმა გუნდმა თავისი თამაშები მოიგო და წარმატებული სერია გააგრძელა. A ჯგუფში 2 დაუმარცხებელი გუნდია – ქუთაისი და ოვერტაიმი. ამ უკანასკნელმა დღეს თბილისი არენაზე ჰიუნდაის […]
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – უკრაინაში ბრძოლის ველზე რთული სიტუაციაა, მაგრამ უკრაინელები პროგრესს აღწევენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია რთულია, მაგრამ უკრაინელი სამხედროები პროგრესს აღწევენ და ეს პროგრესი არ წყდება. „უკრაინაში, რა თქმა უნდა, ბრძოლის ველთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა. უკრაინული ძალები ებრძვიან კარგად გამაგრებულ რუს სამხედროებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი პროგრესს აღწევენ. პროგრესი რთულია, მაგრამ ვხედავთ, რომ გრძელდება. როდესაც გასულ კვირას ვიყავით ბრიუსელში, ამ […]
ბაზისბანკთან პარტნიორობით ყვარელში შატო დავითიანი გაიხსნა

ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, განაგრძობს ქვეყნის მასშტაბით ახალი პროექტის მხარდაჭერას. ბაზისბანკთან პარტნიორობით, ყვარლის რაიონში, გუნაშაურის ველებზე ახალი კომპლექსი შატო დავითიანი გაიხსნა. მეწარმე დავით ჩაბალოშვილმა, 38 ჰა ფართობზე, 2016 წლიდან დაიწყო ვენახის გაშენება, სადაც სამი ჯიშის ვაზი აქვს – რქაწითელი, საფერავი და კახური მწვანე. სეზონზე აღებული ყურძნით ქვევრის ღვინოს აწარმოებს. 2018 წლიდან კი, გაფართოების […]
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ – ორხევის სოციალური საცხოვრისის შენობა უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორის, სალომე შუბლაძის განცხადებით, ორხევის სოციალური საცხოვრისის შენობა უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და საჭიროა, რომ თბილისის მერიამ ამ შენობასთან და იქ მცხოვრებთა უსაფრთხოებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, თავად მერიამ შენობის საექსპერტო კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, შენობის ფუნქციონირება გარკვეული გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების გარეშე უსაფრთხო არ არის. „ახლა […]
ირაკლი კობახიძე უნგრეთში გაემგზავრა

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეიდან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს. ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერ ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე იანოშ ლატორკაისთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუდიტ ვარგასთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრ იანოშ ბოკასთან. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა […]
გუდანი-ხახმატის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ63 – კმ67 (გუდანი-ხახმატი) მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამასთან, თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ67 – კმ106 (ხახმატი-შატილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის კმ53 – კმ67 კორშა-ხახმატი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი […]
GTA VI-ის პირველი ტრეილერი გამოვიდა – [VIDEO]

Rockstar-მა GTA VI-ის პირველ ტრეილერი გაავრცელა. პოპულარული თამაშის, Grand Theft Auto-ს მეექვსე ნაწილი 2025 წელს გამოვა. ტრეილერი გავრცელებიდან 7 საათში Youtube-ზე უკვე 43 000 000-მა ადამიანმა ნახა. Grand Theft Auto (GTA) V 2013 წელს გამოვიდა. ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი თამაშია. დღემდე, GTA V-ის 190 000 000 ასლი გაიყიდა.
თუშეთთან ტყეში ხანძარს ისევ ებრძვიან

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების, ფშავლის და ლეჩურის მთებში მეორე დღეა, ხანძარს ებრძვიან. ადგილობრივები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ თავდაპირველად ცეცხლის ერთ კერას ხედავდნენ, ახლა კი კვამლი მინიმუმ სამი ადგილიდან ამოდის. „ცეცხლი საკმაოდ მასშტაბურია და ეს განსაკუთრებით ღამით გამოჩნდა. პირველად მცირე კვამლი შევნიშნეთ და 112-ში დავრეკეთ. როგორც გვითხრეს, მეხანძრეები ადგილზე არიან და მუშაობენ. დასახლებიდან შორია, მაგრამ ცეცხლი თუ […]
ისრაელ-ჰამასის ომის შედეგად, სულ მცირე, 63 ჟურნალისტი დაიღუპა – CPJ

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ცნობით, 4 დეკემბრის მონაცემებით ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 63 ჟურნალისტი დაიღუპა. CPJ-ის მიხედვით, ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო 7 ოქტომბერს – 6 დაღუპული ჟურნალისტი და 18 ნოემბერს – 5 დაღუპული ჟურნალისტი. 27 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა Reuters-ისა და Agence France Press-ის საინფორმაციო სააგენტოებს განუცხადეს, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფდნენ ღაზას სექტორში […]
კახეთში მეორე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან

კახეთში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი თუშეთის გზაზე მდებარე ტყეში, სოფელ ლეჩურის სიახლოვეს გაჩნდა. კვამლი გუშინ ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრშია, ამიტომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა შორიდანაც კარგად ჩანს , რომ ეპიცენტრში ცეცხლის რამდენიმე კერაა. სტიქიის ზონაში ქრობით სამუშაოებში უკვე ჩაერთო ცოცხალი ძალა. ათობით მეხანძრე- მაშველი სალიკვიდაციო […]