ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ „ევროკავშირის ბიულეტენს“

ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ „ევროკავშირის ბიულეტენს“. თქვენ გაეცნობით ევროკავშირის შესახებ და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების თაობაზე ზუსტ და ფაქტობრივ ინფორმაციას. № 10, დეკემბერი 2023 ევროკავშირის რეგულაცია 2021/1529 ადგენს გაწევრიანებამდე დახმარების ინსტრუმენტს (IPA III). რეგულაციის თანახმად დადგენილია ქვეყნის პროგრესის შეფასების შემდეგი ინდიკატორები: 1. პოლიტიკური კრიტერიუმები (ევროკომისია). 2. მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი, რომელსაც პოზიტიური დამოკიდებულება აქვს […]

სოფელი გუდანი-სოფელი ხახმატის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ63-კმ67 (სოფ.გუდანი-სოფ.ხახმატი) მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამასთან, თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ67-კმ106 (სოფ. ხახმატი-შატილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის კმ53-კმ67 (სოფ. კორშა-სოფ. ხახმატი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა […]

ვიქტორ ორბანი ევროკომისიას მოუწოდებს, ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის გაწევრიანების საკითხი ამოიღონ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხები ამოიღონ, რადგან ისინი მაინც ჩავარდება. „პატივისცემით მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო დეკემბერში, ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან კონსენსუსის აშკარა არ არსებობა აუცილებლად გამოიწვევს მარცხს“, […]

ბრაზილიის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვია

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, 2024 წელს „დიდი ოცეულის“ სამიტზე, რომელიც ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინი მიწვევას გეგმავს. ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ბერლინში გერმანია-ბრაზილიის მთავრობათაშორისი კონსულტაციების დროს განაცხადა. ამასთან, სილვას პუტინისთვის გარანტია არ მიუცია, რომ მას ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის დროს არ დააკავებენ. პრეზიდენტის თქმით, პუტინის დაკავების საკითხი მის კომპეტენციაში არ […]

გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი – ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განახლებით შეშფოთებული ვარ

ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განახლებით შეშფოთებული ვარ, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, დენის ფრანცისმა განაცხადა. „ღრმად შეშფოთებული და დამწუხრებული ვარ ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განახლებით. ვიმეორებ ჩემს მოწოდებას ხანგრძლივი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის, ყველა დარჩენილი მძევლის უპირობო გათავისუფლების და პალესტინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის შესახებ“, – წერს დენის ფრანცისი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“). შეგახსენებთ, რომ […]

თუშეთის გზაზე, სოფელ ლეჩურის ტყეში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი თუშეთის გზაზე სოფელ ლეჩურის ტყეშია გავრცელებული. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე ღია კერა არსებობს, თუმცა, ხანძრის ზონა სოფლიდან ათამდე კილომეტრის დაშორებითაა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. რთული რელიეფის გამო მძიმე ტექნიკით გადადგილება ვერ ხერხდება და მეხანძრე -მაშველებს სხვა სამსახურებთან ერთად ფეხით უწევთ გადაადგილება, რაც ცეცხლის ქრობის სამუშაოებს აფერხებს. კვამლი გუშინ […]

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფის წევრმა Proparco-მ „თიბისისთან“ რეგიონში ყველაზე მსხვილი სასესხო ხელშეკრულება გააფორმა

„თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ჯგუფის წევრი საფინანსო ინსტიტუტის, Proparco-ს რეგიონულმა დირექტორმა თურქეთში, კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, სტეფან ფრუასარდმა 100 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ხელმოწერის ცერემონიალს ასევე ესწრებოდა, საქართველოში საფრანგეთის ელჩი, ქალბატონი შერაზ გასრი. „თიბისის“ განმარტებით, ეს […]

ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ Rizz წლის სიტყვად დაასახელა

ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ (OUP) Rizz წლის სიტყვად დაასახელა. Rizz არის თინეიჯერული ჟარგონია, რომელიც სიტყვა „ქარიზმის“ შემოკლებული ფორმაა და Gen Z ამ სიტყვას სტილის, ხიბლის ან მიმზიდველის აღსანიშნავად იყენებს OUP-ის თქმით, სავარაუდოა, რომ სოციალური მედიიდან და ინტერნეტიდან მიღებული მეტი სიტყვა დამკვიდრდეს ყოველდღიურ ენაში დროთა განმავლობაში გამოყენებული იქნება ყოველდღიურ ენაში. „Rizz-ის გამოყენების მონაცემების მატება იმაზე მეტყველებს, რომ […]

ორნელა მუტისთვის რუსეთში ყველაზე სასურველი მამაკაცი ფილიპ კირკოროვია – რა თქვა 68 წლის იტალიელმა ლამაზმანმა ინტერვიუში – Marao

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ორნელა მუტი მოსკოვში ჩასვას აპირებდა. იტალიელი კინოს ვარსკვლავი თეატრალური და მუსიკალური წარმოების „ბეთჰოვენი – გენიოსის გმირული ცხოვრება“ მთავარი როლით რუსი მაყურებლის წინაშე წარსდგა. როგორც ცნობილია, სპექტაკლის პრემიერა 27 ნოემბერს მოსკოვის ახალგაზრდობის სასახლეში შედგა. 68 წლის მსახიობი მოსკოვში პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გაემგზავრა. ორნელა მუტის ბებია და ბაბუა სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდნენ. […]

WSJ: ისრაელი განიხილავს „ჰამასის“ გვირაბების წალეკვის შესაძლებლობას

ისრაელის არმიაში განიხილება ღაზის სექტორში არსებული გვირაბების ზღვის წყლით ჩაძირვის გეგმა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. საუბარია გვირაბებზე, რომლებსაც პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“ იყენებს. გამოცემის წყაროთა თანახმად, ისრაელის არმიის სამხედროებმა ნოემბრის შუა რიცხვებში, ღაზის სექტორში, აშ-შატის დევნილთა ბანაკიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით ნახევარ კილომეტრში დაამონტაჟეს სულ მცირე 5 ტუმბო. […]