ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ებრაჰიმ რაისს შეხვდება

ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი ხუთშაბათს მოსკოვში გაემგზავრება, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ირანული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტები რუსეთ-ირანის თანამშრომლობის სავაჭრო, ეკონომიკურ, პოლიტიკურ ასპექტებზე ისაუბრებენ და ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას განიხილავენ. გავრცელებული ინფორმაციით, ებრაჰიმ რაისი უხელმძღვანელებს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ირანის ხელისუფლებისა და სავაჭრო და ეკონომიკური წრეების წარმომადგენლები.

“მოვტრიალდი, შევხედე და თვალებში სრული სიბნელე დავინახე“ – რას ჰყვება რატი დურგლიშვილი ერთადერთი სიყვარულის შესახებ – Marao

“მოვტრიალდი, შევხედე და თვალებში სრული სიბნელე დავინახე“ – რას ჰყვება რატი დურგლიშვილი ერთადერთი სიყვარულის შესახებ – Marao რატი დურგლიშვილი ბევრისთვის საყვარელი მომღერალია. ის მაკა ზამბახიძესთან ერთად დუეტ “ჯორჯიის“ სახელით არაერთ მუსიკალურ კონკურსში იღებდა მონაწილეობას. წარმატებული მუსიკალური კარიერის პარალელურად, ყურადღების ცეტრში არაერთხელ მოექცა რატის პირადი ცხოვრებაც, რის შესახებაც მან ლელა წურწუმიას გადაცემაში ისაუბრა. რატი იხსენებს დაახლოებით […]

დასახელდა ყირიმზე დრონებით შეტევის სავარაუდო სამიზნეები

ანექსირებულ ყირიმზე დრონებით დღევანდელი შეტევის სავარაუდო სამიზნეებს შორის იყო ქალაქ ფეოდოსიაში მდებარე „საზღვაო ნავთობტერმინალი“ და ქერჩის გემთმშენებელი ქარხანა „ზალივი“. ამის შესახებ წერენ რუსული ტელეგრამ-არხები “ბაზა“ და „კრიმსკი ვეტერ“. მათი წყაროების თანახმად, რუსმა სამხედროებმა ნავთობტერმინალთან ჩამოაგდეს 2 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო ცნობა ქარხანა „ზალივზე“ შეტევის შესახებ ჯერ კიდევ გადასამოწმებელია. 2023 წლის 4 ნოემბერს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა […]

ირაკლი კობახიძე უნგრეთში ოთხდღიანი ვიზიტით გაემგზავრა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს, 5 დეკემბერს, ოთხდღიან ვიზიტს იწყებს. შეხვედრები დაგეგმილია უნგრეთის ვიცე-პრემიერ ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე იანოშ ლატორკაისთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუდიტ ვარგასთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრ იანოშ ბოკასთან. დელეგაციაში, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, შედიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის […]

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფის წევრმა Proparco-მ თიბისისთან რეგიონში ყველაზე მსხვილი სასესხო ხელშეკრულება გააფორმა

თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ჯგუფის წევრი საფინანსო ინსტიტუტის, Proparco-ს რეგიონულმა დირექტორმა თურქეთში, კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, სტეფან ფრუასარდმა 100 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიალს ასევე ესწრებოდა, საქართველოში საფრანგეთის ელჩი, ქალბატონი შერაზ გასრი. ეს არის ყველაზე მსხვილი სასესხო შეთანხმება, რომელიც Proparco-ს არა მხოლოდ […]

ჭიათურაში მაღაროელები მე-5 დღეა გაფიცულები არიან

ჭიათურაში მაღაროელები მე-5 დღეა გაფიცულები არიან. 1700-მდე მაღაროელი სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობის 12-საათიან გრაფიკზე გადასვლას და შესაბამის ანაზღაურებას მოითხოვენ. სამი დღის წინ პირველი შეხვედრა “ჯორჯიან მანგანეზის ” ადმინისტრაციასთან უშედეგოდ დასრულდა. შემდეგი შეხვედრა დღეს არის დაგეგმილი. იმ შემთხვევაში თუ კომპანია მოთხოვნებს არ შეასრულებს მაღაროელები უფრო მასშტაბურ აქციებს გამართავენ. […]

ნესტი, დაზიანებული კედლები და ჭერი… | SJC მერიას მოუწოდებს ორხევის სოციალური საცხოვრისის ბინადრები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანოს

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (SJC) აცხადებს, რომ უსახლკარო პირები ორხევის სოციალური საცხოვრისიდან გაყვანას საჭიროებენ. როგორც SJC წერს, რამდენიმე დღის წინ, მათთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია ორხევის სოციალური საცხოვრისის შენობის საინჟინრო-საპროექტო კვლევის შესახებ, რომლის მიხედვითაც, საცხოვრისის ფუნქციონირება სპეციალური გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების გარეშე დაუშვებელია. ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ ორხევის სოციალური საცხოვრისის მაცხოვრებლებს, მათ შორის, ბავშვებსა და შშმ პირებს, წლებია […]

სამხედრო დახმარების შესახებ კენჭისყრის წინ, ზელენსკი ამერიკელ სენატორებს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი დახურულ ბრიფინგზე ამერიკელ სენატორებს უსაფრთხო ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიმართავს. ინფორმაციას The Hill ავრცელებს, სენატის უმრავლესობის ლიდერზე, დემოკრატი ჩაკ შუმერზე დაყრდნობით. ბრიფინგში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი და ეროვნული დაზვერვის დირექტორი ავრილ ჰეინსი. ისინი სენატორებს უკრაინაში არსებულ ვითარებას გააცნობენ. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი სენატორებს გააცნობს უკრაინაში ომის მიმდინარეობას და ქვეყნისთვის […]

“ჩვენ შიგნიდან გვეხმარებიან” | რუსები საქართველოს ბინადრობასა და მოქალაქეობას $5 500-ად ყიდულობენ – “მთავარი არხის” ექსპერიმენტი

როგორ იყიდება საქართველოს ბინადრობა რუსებზე? “მთავარი არხის” ჟურნალისტური ექსპერიმენტი ადასტურებს, რომ ამ უფლებას რუსეთიდან ჩამოსულ პირები ფულის სანაცვლოდ ყიდულობენ და სავარაუდოდ სქემა არალეგალურად, იუსტიციის სახლის კონკრეტული თანამშრომლების ხელშეწყობით ფუნქციონირებს. ჩვენ დავუკავშირდით ერთ-ერთ შუამავალ კომპანიას, რომელიც რუს მიგრანტებს საქართველოს ბინადრობის ნებართვას და შემდგომ უკვე მოქალაქეობის მიღებას სთავაზობს. საბოლო ჯამში რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მიღება სულ […]

“ბარსელონა” ლევანდოვსკის გაყიდვაზე დაფიქრდა

“ბარსელონამ” შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რობერტ ლევანდოვსკი გაყიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას El Chiringuito ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ბლაუგრანას” მთავარ მწვრთნელს, ხავი ერნანდესს, მომდევნო სეზონისთვის გუნდის გაახალგაზრდავება სურს და 35 წლის პოლონელი მის გეგმებში არ შედის. შეგახსენებთ, ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში “ბარსას” მაისურით 13 მატჩი გამართა, თავი კი 7 გატანილი გოლით გამოიჩინა. ამ ბარსელონას ხელმძღვანელობამ სულ გააფრინა, ან […]