ირაკლი კობახიძე დღეიდან უნგრეთში ვიზიტს იწყებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დღეიდან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერ ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე იანოშ ლატორკაისთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუდიტ ვარგასთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრ იანოშ ბოკასთან. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, შედიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი […]
პაატა მანჯგალაძე – თუ ხმის მიცემა ლამინირებული მოწმობით მოხდება, ელექტრონული რეგისტრაცია ვერ განხორციელდება

მონაცემები არ აქვთ დატანილი და რა ეშმაკი უნდა ჩატვირთოს „ქართულმა ოცნებამ“ იმ ჩიპში?! – თუ ვინმე ასე ფიქრობს, უჩიპო ID ბარათები დავბეჭდოთ და ცელოფნიანი პირადობები დავასრულოთ ქვეყანაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, თუ ხმის მიცემა ლამინირებული მოწმობით მოხდება, ელექტრონული რეგისტრაცია ვერ განხორციელდება. „ტექნოლოგიის გამოყენებით არჩევნები გულისხმობს ელექტრონულ რეგისტრაციას, […]
მედია – თურქეთი ისრაელს აფრთხილებს, რომ თურქეთის ტერიტორიაზე „ჰამასის“ წევრებზე თავდასხმას სერიოზული შედეგები მოჰყვება

თურქეთის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებმა ისრაელელი კოლეგები გააფრთხილეს, რომ თუ ისინი შეეცდებიან თურქეთის ტერიტორიაზე „ჰამასის“ წევრებს თავს დაესხან, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. სააგენტო ციტირებს ოფიციალურ პირებს, რომლებიც აცხადებენ, რომ თურქეთმა საკუთარ ტერიტორიაზე უცხოური ორგანიზაციების წევრების უკანონო საქმიანობა აღკვეთა და რომ არცერთ უცხოურ სადაზვერვო სააგენტოს არ აქვს უფლება, თურქეთის ტერიტორიაზე ოპერაციები განახორციელოს. […]
ისრაელის ეკონომიკის მინისტრი – ნეთანიაჰუს მხარს აღარ დავუჭერ

ნეთანიაჰუს მხარს აღარ დავუჭერ, – ამის შესახებ ისრაელის ეკონომიკის მინისტრმა, ნირ ბარკატიმ განაცხადა. „მე ნეთანიაჰუს მხარს აღარ დავუჭერ. ომის შემდეგ ხალხს თავიდან უნდა მივმართოთ და მათი ნდობა მოვიპოვოთ. „ლიკუდის“ პარტიას ცვლილებები სჭირდება“, – განაცხადა ბარკატიმ. ბარკატიმ აღნიშნა, რომ საომარი ხარჯებისთვის დამტკიცებული ბიუჯეტი ქვეყანას ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანს. „არ ვაპირებ ისეთ მაღალჩინოსნებთან ვითანამშრომლო, რომლებსაც ფარული მიზნები აქვთ. […]
მიწის ფონდის და ნიადაგის ნაყოფიერების მდგომარეობის შესწავლის მიზნით 200 000 ჰა ფართობია გამოკვლეული

მიწის ფონდის და ნიადაგის ნაყოფიერების მდგომარეობის შესწავლის მიზნით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 200 000 ჰა ფართობია გამოკვლეული. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიამ, სივრცით-სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით, ნიადაგის თემატური რუკები შეადგინა. პროექტს „საქართველოს ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა“ ლაბორატორია 2016 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანი საქართველოს […]
ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსია კონსულტანტი და გაყიდვების მენეჯერია – როგორი ტენდენციებია დასაქმების ბაზარზე

„Jobs.ge-ზე ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსია კონსულტანტი და გაყიდვების მენეჯერია“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში PMC კვლევითი ცენტრის უმცროსმა მკვლევარმა შოთა მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველაზე მოთხოვნად ვაკანსიებზე შედარებით დაბალი ხელფასია, ვიდრე ზოგადად საშუალო ხელფასია“. დასაქმების თრეკერი PMC კვლევითმა ცენტრმა მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით დასაქმების ბაზარზე არსებული ტენდენციები გამოაქვეყნა. PMC კვლევითი ცენტრის […]
საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფის წევრმა Proparco-მ თიბისისთან რეგიონში ყველაზე მსხვილი სასესხო ხელშეკრულება გააფორმა

თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ჯგუფის წევრი საფინანსო ინსტიტუტის, Proparco-ს რეგიონულმა დირექტორმა თურქეთში, კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, სტეფან ფრუასარდმა 100 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიალს ასევე ესწრებოდა, საქართველოში საფრანგეთის ელჩი, ქალბატონი შერაზ გასრი. ეს არის ყველაზე მსხვილი სასესხო შეთანხმება, რომელიც Proparco-ს არა მხოლოდ […]
აშშ-ს ყოფილ ელჩს ბოლივიაში აშშ-ს წინააღმდეგ კუბისთვის ჯაშუშობა ედება ბრალად

აშშ-ს ყოფილ ელჩს ბოლივიაში ვიქტორ მანუელ როშას კუბისთვის ჯაშუშობაში ბრალს სდებენ. როშა აშშ-ს ელჩის თანამდებობას ბოლივიაში 2000-2002 წლებში იკავებდა. ბრალდების მიხედვით, ვიქტორ მანუელ როშა აშშ-ს მცდარ ინფორმაციას აწვდიდა, რათა შეენარჩუნებინა მისი საიდუმლო მისია. ასევე ის ხვდებოდა კუბის დაზვერვის წარმომადგენლებს და მათ სახელმწიფო გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს აწვდიდა. ვიქტორ მანუელ როშა ახლა 73 წლისაა და მაიამიში საკუთარ სახლში […]
WSJ: ისრაელი ღაზაში ჰამასის გვირაბების ქსელის დატბორვის გეგმას განიხილავს

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისრაელმა წყლის სატუმბი სისტემები გამართა, რაც შესაძლოა ღაზის სექტორში ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის გვირაბების ქსელის ზღვის წყლით დასატბორად გამოიყენოს. ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ამგვარი სტრატეგია, ერთი მხრივ, ჰამასის ტერორისტებს მიწისქვეშა თავშესაფრიდან გამოსვლას აიძულებს, თუმცა, მეორე მხრივ, ამ ქმედებამ შესაძლოა ღაზაში წყლის მიწოდებას საფრთხე შეუქმნას. ისრაელის თავდაცვის ძალებმა წყლის ტუმბოები ალ-შათის […]
თბილისის ზოგიერთ ქუჩას რამდენიმე საათით წყალმომარაგება შეუწყდა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცნობით, 5 დეკემბერს თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდა. ვაკის რაიონი: 00:30-დან 13:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა ჩერქეზიშვილის, არდაზიანის, იმედაშვილის, სახოკიას, მგალობლიშვილის, ზემო ვეძისის ქუჩებს. 02:00-დან 12:00-საათამდე კი წყალმომარაგება შეუწყდა ბარნოვის, პეტრიაშვილის 18-26(ლუწები), შანიძის, ჯანაშიასა და თარხნიშვილის ქუჩებს. ჩუღურეთის რაიონი: 02:40-დან 15:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა ჯაბაურის ქუჩასა და შესახვევს. 03:40-დან 15:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა ზაზიშვილის ქუჩის […]