სქოულზი: “მანჩესტერ იუნაიტედს” ძალიან ბევრი ზარმაცი ფეხბურთელი ჰყავს

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა მშობლიური გუნდის “მანჩესტერ იუნაიტედის” შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, “მანკუნიანელთა” რიგებში ამჟამად უამრავი ზარმაცი ფეხბურთელი თამაშობს და სიტუაცია აუცილებლად უნდა შეიცვალოს. “გუნდმა “ნიუკასლის” წინააღმდეგ საშინლად ითამაშა. “მანჩესტერ იუნაიტედში” უამრავი ზარმაცი ფეხბურთელი თამაშობს, სამწუხაროდ ამას ვერ გავექცევით, ვფიქრობ, ძირეული ცვლილებებია საჭირო”, – განაცხადა სქოულზმა. შეგახსენებთ, “მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 24 ქულით […]

ისრაელი ღაზაში ჰამასის გვირაბების ქსელის დატბორვის გეგმას განიხილავს – WSJ

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისრაელმა წყლის სატუმბი სისტემები გამართა, რაც შესაძლოა ღაზის სექტორში ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის გვირაბების ქსელის ზღვის წყლით დასატბორად გამოიყენოს. ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ამგვარი სტრატეგია, ერთი მხრივ, ჰამასის ტერორისტებს მიწისქვეშა თავშესაფრიდან გამოსვლას აიძულებს, თუმცა, მეორე მხრივ, ამ ქმედებამ შესაძლოა ღაზაში წყლის მიწოდებას საფრთხე შეუქმნას. ისრაელის თავდაცვის ძალებმა წყლის ტუმბოები ალ-შათის […]

პუტინი, ბარბი, ტეილორ სვიფტი – TIME-ის წლის ადამიანის ფინალისტები ცნობილია

გავლენიანმა გამოცემა Time-მა წლის ადამიანის ფინალისტების სია გამოაქვეყნა. · ჰოლივუდის გაფიცული სცენარისტები · ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი · ტეილორ სვიფტი · OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი, სემ ალტმანი · დონალდ ტრამპის საქმის პროკურორები · ბარბი · რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი · მეფე ჩარლზ III · აშშ-ის ცენტრალური ბანკის თავჯდომარე, ჯერომ ფაუელი 1927 წლიდან მოყოლებული, ამერიკული გამოცემა წლის […]

ვიქტორ ორბანი ევროკომისიას მოუწოდებს, ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის გაწევრიანების საკითხი ამოიღონ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხები ამოიღონ, რადგან ისინი მაინც ჩავარდება. „პატივისცემით მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო დეკემბერში, ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან კონსენსუსის აშკარა არ არსებობა აუცილებლად გამოიწვევს მარცხს“, […]

„საქართველოში კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკის აღსრულება ძლიერდება“ – ირაკლი ლექვინაძე

5 დეკემბერს, მსოფლიო კონკურენციის დღე სხვადასხვა აქტივობებით, 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, რომელსაც საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში, უკვე მესამე წელია უერთდება. საქართველოში კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკის აღსრულება ძლიერდება, რასაც გაზრდილი მომართვიანობა და სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები ადასტურებს. 2014 წლიდან დღემდე, კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი რეფორმები განხორციელდა. კერძოდ, კონკურენციის შესახებ საქართველოს […]

მიკროსაფინანსო სექტორის სესხების ნახევარი სალომბარდე კრედიტებია

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს წმინდა მოგება 2023 წლის 9 თვეში 90.3 მლნ ლარამდე გაიზარდა, ზრდა წლიურად 9.1 მლნ ლარი, ანუ 11%-ია. მიკროსაფინანსო სექტორის ჯამური საკრედიტო პორტფელი 1.645 მლრდ ლარია, საიდანაც უდიდესი წილი ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე (1.645 მლრდ ლარი) მოდის, იურიდიულ პირებზე კი სულ 25.10 მლნ ლარის სესხებია გაცემული. ფიზიკური პირების დაკრედიტების 50% კი სალომბარდო სესხებია და 653 […]

საქართველოში რეგისტრირებული 965 509 კომპანიიდან აქტიური მხოლოდ 26%-ია

2023 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 965 509 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 26%-ა. „საქსტატის“ მონაცემებით, რეგისტრირებული კომპანიებიდან 717 339 არააქტიურია, ხოლო აქტიურია მხოლოდ 248 170 სუბიექტი. რაც შეეხება რეგიონების მიხედვით კომპანიების გადანაწილებას, ყველაზე მეტი აქტიური კომპანია თბილისშია (43,4%), შემდეგია იმერეთი (11,7%) და აჭარა (11,1%). აქტიურ კომპანიათა გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით ასეთია: · თბილისი – 107 […]

“ნაცმოძრაობაში” დაპირისპირება მწვავდება – მელიას გუნდი ელის, რომ ბათუმში დაწყებული პროცესი გაგრძელდება და პარტიას სხვა რეგიონებშიც დატოვებენ

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება – ბათუმში, პარტიიდან 9 წევრის წასვლის შემდეგ, ნიკა მელიას გუნდი ელის, რომ პროცესი სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება. ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეები არ გამორიცხავენ, რომ პარტიიდან წასულმა და ხაბეიშვილთან დაპირისპირებულმა ფრთამ ახალი პარტია ან პლატფორმა შექმნას. „ერთადერთი გზაა, რომ იმ ადამიანებს გაეცალო, ვისთანაც მუშაობა არ გამოდის. დღევანდელმა მენეჯმენტმა ყველას საჯაროდ ანახა, […]

“ნაცმოძრაობის” პროცესების შემხედვარეს, მგონია, მძაფრსიუჟეტიან ფილმს ვუყურებ – არ იქნებოდა ურიგო, გადაღებულიყო ტრაგიკომედია სათაურით “ერთხელ “ნაცმოძრაობაში”, მაგრამ იმაზეც ვერ შეთანხმდებიან, ვის მთავარი როლი ექნება, ვის – მეორეხარისხოვანი – მაჭარაშვილი

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე დაპირისპირებას მმართველი გუნდი ეხმაურება – მათი შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” დაშლა შეუქცევადი პროცესია. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ის, რაც ახლა პარტიაში ხდება, კანონზომიერია. “ნაცმოძრაობის“ პროცესების შემხედვარეს, მგონია, რომ მძაფრსიუჟეტიან ფილმს ვუყურებ. ისე, არ იქნებოდა ურიგო, გადაღებულიყო ტრაგიკომედია სათაურით “ერთხელ „ნაცმოძრაობაში”. შეიძლება, როლებზეც ვერ შეთანხმდნენ – იმაზეც ვერ შეთანხმდებიან, მთავარი როლი ვის ექნება და […]

სალომე სამადაშვილი – სირცხვილია, რომ შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეა – ბატონ მაჭარაშვილს კი ვურჩევ, ცოტა მეტი იკითხოს, ევროპულ პრესას მაინც გაეცნოს, რომელიც მის მშობლიურ, რუსულ ენაზე ითარგმნება

ბატონ მაჭარაშვილს ვურჩევ, ცოტა მეტი იკითხოს. კითხვა რომ არ უყვარს, ვიცი. ერთხელ წიგნი ვაჩუქე პარლამენტში მათ ფრაქციას და მოისროლა, უკან მესროლა, – ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა „ხალხის ძალის“ წევრს, გურამ მაჭარაშვილს, რომელიც ოპოზიციას ურჩევს, „ნაკურთხი წყალი დალიოს, რომ საშინელებათა ფილმები, ვითომ ორბანი ეჩხუბება ევროკავშირს, აღარ ნახოს სიზმარში“. სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გურამ […]