ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ებრაჰიმ რაისს შეხვდება

ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი ხუთშაბათს მოსკოვში გაემგზავრება, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
ირანული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტები რუსეთ-ირანის თანამშრომლობის სავაჭრო, ეკონომიკურ, პოლიტიკურ ასპექტებზე ისაუბრებენ და ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას განიხილავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ებრაჰიმ რაისი უხელმძღვანელებს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ირანის ხელისუფლებისა და სავაჭრო და ეკონომიკური წრეების წარმომადგენლები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.