თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ გამოცხადდება არაკონსტიტუციურად, ისე პოლარიზაციის პრობლემა საქართველოში არასდროს არ მოგვარდება, რაც შეეხება ამომრჩეველს, ჩემთვის წარმოუდგენელია მათი გასამართლება

თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ გამოცხადდება არაკონსტიტუციურად, ისე პოლარიზაციის პრობლემა საქართველოში არასდროს არ მოგვარდება, რაც შეეხება ამომრჩეველს, ჩემთვის წარმოუდგენელია მათი გასამართლება პარტიების გასამართლება არის აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველოში დასრულდეს ეს ჩაკეტილი წრე, რასაც ჰქვია ე.წ. პოლარიზაცია, რადიკალიზმი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. პრემიერის თქმით, თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ გამოცხადდება არაკონსტიტუციურად, რისთვისაც შესაბამისი […]

ნეთანიაჰუს გაფრთხილების შემდეგ ისრაელმა ახალი იერიში მიიტანა ლიბანზე

ისრაელის ჯარებმა ახალი იერიში მიიტანეს 15 ოქტომბერს ლიბანის აღმოსავლეთში, ჰეზბოლაზე მას მერე, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ არ დაინდობს ჰეზბოლას, რომელსაც ირანი უჭერს მხარს. ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, ისრაელმა დარტყმა განახორციელა ლიბანის ბეკაას ველზე, რის შედეგადაც მწყობრიდან გამოვიდა საავადმყოფო ქალაქ ბაალბეკში. ისრაელის არმიამ თავდასხმა განახორციელა მას მერე, რაც ნეთანიაჰუმ დაიპირა, რომ […]

სკრიპალი: „ნოვიჩოკით“ თავდასხმის ბრძანება პუტინმა გასცა

სერგეი სკრიპალი, რუსი ყოფილი ორმაგი აგენტი აცხადებს, რომ მისი ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“ მოწამვლის ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გასცა. სკრიპალმა ამის შესახებ ბრიტანეთში მიმდინარე გამოძიების საქმეზე გამოკითხვისას განაცხადა. სამართალდამცავები, ნურვული აგენტით ქალის მკვლელობის საქმეს იძიებენ. სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 2018 წლის მარტში, საჯარო სივრცეში განთავსებულ ძელსკამზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მათი სახლის კარის სახელურზე, […]

ვაშინგტონში პანდები ბრუნდებიან

ამერიკის დედაქალაქის, ვაშინგტონის ზოოპარკის სამარკო ნიშნად ქცეული პანდები 11 თვის წინ ჩინეთში დააბრუნეს. მეი სიანგი, თიან თიანი და მათი ბელი სიაო ქი ჯი, ვაშინგტონში აღარ დაბრუნდებიან, თუმცა ქალაქის “სმითსონის ზოოპარკში” პანდების ახალი წყვილი დაიდებს ბინას. 3 წლის გიგანტური პანდების წყვილი ბაო ლი და ცინგ ბაო ჩინეთიდან უკვე გამოემგზავრნენ და უკვე ვაშინგტონში არიან. „მოგზაურობისთვის მომზადებული იყო […]

ეგვიპტე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ბარსელონაზე ორჯერ დიდი ქალაქის აშენებას გეგმავს

ეგვიპტემ ახალი ქალაქის აშენების გეგმების შესახებ გამოაცხადა – ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გაშლილი „მეგაპროექტი“ ბარსელონას ორჯერ დიდი უნდა იყოს. ახალი ქალაქი რას ელ-ჰეკმა კაიროს ჩრდილო-დასავლეთით 350 კილომეტრში განთავსდება. 170 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე იქნება გოლფის მოედნები, Accor-ისა და Ennismore-ის კურორტები და საერთაშორისო ნავმისადგომი იახტებისთვის. მრავალმილიონდოლარიანი პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო პარასკევს (4 ოქტომბერი) დაიწყო. independent

უნგრეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრის განცხადებით, 17 ოქტომბერს ევროპული საბჭოს შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ვითარებას “განსაკუთრებული ყურადღება” დაეთმობა

უნგრეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი იანოს ბოკა აცხადებს, რომ ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე გერმანიამ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების საკითხი დააყენა. „გერმანიამ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების საკითხი წამოაყენა, და კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება რეგიონის სტაბილურობასა და დემოკრატიული მისწრაფებებისადმი”, – განაცხადა ბოკამ. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, რომელიც 17 ოქტომბერს გაიმართება, ევროკავშირის […]

ოკუპირებულ ზემო არცევთან უკანონოდ დაკავებული ფრიდონ ფაკაური თავისუფალია – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ფრიდონ ფაკაური თავისუფალია. მათივე ცნობით, ფაკაური უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა სუს-ი ირწმუნება, რომ ფრიდონ ფაკაურის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. […]

„მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით, პიარმა გაასხა, სტრატეგიამაც“ – ლადო სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი: „ორ კვირაშია არჩევნები! – “ოცნებას” არც ეროვნული მანტიის მოსხმა გამოუვიდა, არც მართლმადიდებლურის (საპატრიარქო არ ჩაყვა პროვოკაციაში) და ვერც ვერაფერი ჰქნეს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად – რუსეთმაც კი არ გაუგორა კოჭი… მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით პიარმა გაასხა, სტრატეგიამაც… ერთადერთი სპორტსმენების და ხელოვანების იმედიღა დარჩათ… – ეჰჰჰ არა და რა “გოგოვ” იყავ?!“

ბელარუსში დაკავებულ აქტივისტზე წელიწადნახევარია, არაფერი იციან

18 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც დაპატიმრებული ბელარუსი ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა ახლობლებმა ან თანამებრძოლებმა ბოლოს ნახეს. სასჯელაღსრულების კოლონიაში მისმა თანამოაზრეებმა განაცხადეს, რომ ბოლოს მარიას საკნიდან გაიგონეს პატიმრის თხოვნა, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის თაობაზე. მარიას მამა, ოლექსანდრე კოლესნიკოვი ამბობს, რომ მისი შვილი თვეებია ავად არის და ახლა მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ ის ცოცხალია. მამამ არაერთხელ […]

კიმმა სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი სახმელეთო გზები ააფეთქა

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის სახმელეთო და სარკინიგზო ხაზები აფეთქებულია, გადაწყვეტილება კიმ ჩენ ინმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მიიღო. მისი ბრძანებით საავტომობილო გზები და სარკინიგზო ხაზები, სამხრეთ კორეასთან საზღვრის მახლობლად ააფეთქეს, რასაც სამხრეთ კორეელი მესაზღვრეების მხრიდან გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა. ჩრდილოეთ კორეის სამხედროების ამ ქმედებას გასულ კვირას წინ უძღოდა კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილება გაამაგროს საზღვრები მეზობელ ქვეყანასთან. […]