პრემიერი – ზუგდიდში, 1700 დევნილი ოჯახისთვის შვიდი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 1700 ბინის მშენებლობა დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან და კომპანია „ანაგის” გენერალურ დირექტორთან, ირაკლი გოგოლიშვილთან ერთად, მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უკვე ათასობით დევნილმა ოჯახმა მიიღო ბინები სხვადასხვა ლოკაციაზე და პროექტი […]

„ესენი ისეთივე დემოკრატები და ევროპელები არიან, როგორც ნიანგი ვეგეტარიანელი და ისეთივე მადლიერი როგორც მორიელი“ – გიორგი გუგავა

ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა: „ყველა ე.წ.ოპოზიციური ტელევიზიის გვერდით ვიდექით როდესაც ავიწროვებდნენ, სოლიდარული ვიყავით, როდესაც მათ მეპატრონე-დამფინანსებლებს დევნიდნენ, მაგრამ ჩვენს თავს ახდა ბიბლიური ჭეშმარიტება: “ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტებს”, წინასაარჩევნოდ ყველა მათგანმა აკრძალა ჩვენი გაშუქება. ესენი ისეთივე დემოკრატები და ევროპელები არიან, როგორც ნიანგი ვეგეტარიანელი და ისეთივე მადლიერი როგორც მორიელი.“

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ფრიდონ ფაკაური თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ფრიდონ ფაკაური თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყება აღნიშნავს, რომ ფრიდონ ფაკაურის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ […]

მედიაკოალიცია: რუსული კანონის მიღების შემდეგ „ოცნებამ“ მედიაზე ზეწოლა გააძლიერა

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ აცხადებს, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელ მედიებზე ზეწოლა გააძლიერა და ამისთვის იყენებს კომუნიკაციების კომისიასა და სასამართლოზე თავის გავლენას. „ქართული ოცნების“ მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების ტენდენციის გამოხატულებად მიიჩნევს მედიაკოალიცია კომუნიკაციის კომისიის ქმედებებს და ოპოზიციური ტელევიზიებისთვის სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას. საუბარია უკრაინაში მიმდინარე ომის ამსახველი მძიმე კადრების გამოყენებაზე მმართველი პარტიის საარჩევნო რეკლამებში […]

“გაასხვისებს “ლიონი” მიქაუტაძეს? – მწვრთნელი წინააღმდეგია” – ფრანგული მედია

Ferveur Lyonnaise-ს მტკიცებით, „ლიონის“ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს შეიძლება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდის დატოვება მოუწიოს. გამოცემა წერს, რომ მიქაუტაძე შორსაა იდეალური ფორმისგან, ვითარებას ლიგა 1-ის კლუბები აკვირდებიან, რომელთა შორის „რენია“ და თუ ამინ გუირის და არნო კალიმუენდოს გაყიდიან (მათზე დიდი მოთხოვნაა), ქართველის დამატებას შეეცდებიან. ფრანგული foot01 წერს, რომ მიქაუტაძე ზაფხულში „მონაკოში“ გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო […]

გლობალური სახელმწიფო ვალი 2024 წელს 100 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს – IMF

სახელმწიფო ვალის გლობალური მოცულობა 2024 წელს შეიძლება აღემატებოდეს 100 ტრილიონ დოლარს (გლობალური მშპ-ს 93%) – ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ Fiscal Monitor-ის ანგარიშში. მოსალოდნელია, რომ გლობალური ვალი გააგრძელებს ზრდას საშუალოვადიან პერსპექტივაში და შეიძლება გაიზარდოს მშპ-ს 100%-მდე 2030 წლისთვის. მეტიც, ყველაზე არაკეთილსაიმედი სცენარის მიხედვით, გლობალური ვალი შეიძლება იყოს თითქმის 20 პროცენტული პუნქტით მეტი, […]

ზუგდიდში, 1 700 დევნილი ოჯახისთვის 7 საცხოვრებელი კორპუსი აშენდება – ირაკლი კობახიძე

ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 1700 ბინის მშენებლობა დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან და კომპანია „ანაგის“ გენერალურ დირექტორთან, ირაკლი გოგოლიშვილთან ერთად, მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უკვე ათასობით დევნილმა ოჯახმა მიიღო ბინები სხვადასხვა ლოკაციაზე და ეს პროექტიც აღნიშნული პროცესის გაგრძელებაა. […]

ვალერი ჩეჩელაშვილი – ევროკავშირისა და ამერიკის ოფიციალური პირები გადავიდნენ მკაფიო და პირდაპირ ენაზე – თუ კობახიძეს ჰგონია, რომ კაია კალასი ბორელის ადგილას უფრო კეთილგანწყობილი იქნება მის მიმართ, ძალიან ცდება

ვინაიდან ევროკავშირისა და ამერიკის ოფიციალური პირები მიხვდნენ იმას, რომ დიპლომატიურად შეფუთული გზავნილები – საკმაოდ მკაცრი, მაგრამ დიპლომატიურ ენაზე ნათქვამი – არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ “ქართულმა ოცნებამ” გაიგოს, რა სიღრმისა და ხარისხის პრობლემებთან აქვთ საქმე, გადავიდნენ ძალიან მკაფიო და პირდაპირ ენაზე, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა, რითაც შეაფასა საგარეო საქმეთა […]

საქართველო კვალიფიკაციების ჩარჩოს ექსპერტთა თემატური სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს

ბოლონიის პროცესის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) გადაწყვეტილებით, საქართველო ბოლონიის პროცესის კვალიფიკაციების ექსპერტთა თემატური სამუშაო ჯგუფის (TPG A on QF) თანათავმჯდომარედ, ლატვიასთან და საფრანგეთთან ერთად, მეორე ვადით აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. “2024 წლის სექტემბერში უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში გამართულ სხდომაზე ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფმა ( BFUG) მიიღო ბოლონიის პროცესის განახლებული სამუშაო სტრუქტურა, რომელიც […]

დავით მორგოშია ქუთაისში, აფხაზეთის №5 და ფოთში, აფხაზეთის №21 საჯარო სკოლებში იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია ქუთაისში, აფხაზეთის №5 და ფოთში, აფხაზეთის №21 საჯარო სკოლებში იმყოფებოდა და სკოლების საჭიროებებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. “დაიგეგმა სამომავლოდ განსახორციელებელი სამუშაოები, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში ლაბორატორიების განვითარების, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს ითვალისწინებს. დავით მორგოშიამ პედაგოგებს არსებული მიღწევებისთვის მადლობა […]