საქართველოში მსესხებლების 81.6%-ს ბანკების ვალი აქვთ – რამდენი ადამიანია ე.წ. „შავ სიაში“

2024 წლის სექტემბრის 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 185 242 მსესხებელს უფიქსირდებოდა, კონტრაქტების რაოდენობამ კი 359 302-ს შეადგინა. ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით შემცირდა და 2 163 010 159 ლარი შეადგინა. „კრედიტინფოს“ სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 934 365 ადამიანს აქვს, ჯამში 48 411 994 266 ლარის მოცულობის. მსესხებლების 81.6% საბანკო სექტორზე მოდის. […]
შავ ხიზილალაზე მოთხოვნა 30%-ით გაიზარდა – „ქართული ხიზილალა“

კომპანია „ქართული ხიზილალას“ დამფუძნებლის ალექსანდრე დადიანიძის განცხადებით, შავ ხიზილალაზე მოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა. ამასთან, როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, კომპანიის ჯამური გაყიდვები დაახლოებით, 40%-ით არის მომატებული. მისივე ინფორმაციით, კომპანიის მომხმარებლების 70% ქართველები არიან, ხოლო 30% უცხოელები. “ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. გვაქვს საფირმო მარკეტი და რესტორანი – “თევზის სახლი”, სადაც წელიწადში […]
ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები უკრაინის ენერგო კრიზისზე და რუსულ გათხევადებულ გაზზე მსჯელობენ

ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ენერგეტიკის მინისტრები სამშაბათს ლუქსემბურგში შეიკრიბნენ, რათა ზამთრის წინ ბლოკის მიერ რუსული გათხევადებული ბუნებრივის გაზის მზარდი იმპორტის, უკრაინის ენერგო დეფიციტის და წევრ ქვეყნებში ენერგიაზე ფასების დაბალანსების საკითხებზე იმსჯელონ. ივნისში ევროკავშირი სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდა, რომელიც მომავალი წლის მარტისთვის რუსული გაზის გატარებას აკრძალავს, მაგრამ ყოვლისმომცველი აკრძალვისგან თავი შეიკავა. მას შემდეგ, ბელგიამ და […]
შალვა პაპუაშვილი – უსამშობლო ოპოზიციისგან განსხვავებით, ვმოქმედებთ თქვენი ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების საამებლად, ეს ქვეყანა ამოვაგდეთ მუდმივი ომების დაწყევლილი წრიდან და აღარ ვაქციეთ სხვათა გეოპოლიტიკური თამაშების იარაღად

უსამშობლო ოპოზიციისგან განსხვავებით, ვმოქმედებთ თქვენი ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების საამებლად, ეს ქვეყანა ამოვაგდეთ მუდმივი ომების დაწყევლილი წრიდან და აღარ ვაქციეთ სხვათა გეოპოლიტიკური თამაშების იარაღად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი განცხადებით, მმართველმა გუნდმა სახელმწიფოში სხვადასხვა მიმართულებით წარმატების მიღწევა მოახერხა, ვინაიდან, […]
შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის ევროპული გზა მოკლეზე გადაჭრილი გზაა, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების გარეშე – „ქართული ოცნების“ ევროპული გზა კი მხოლოდ ერთიანი საქართველოს ევროპული გზაა

ოპოზიციის ევროპული გზა მოკლეზე გადაჭრილი გზაა, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების გარეშე – „ქართული ოცნების“ ევროპული გზა კი მხოლოდ ერთიანი საქართველოს ევროპული გზაა , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. როგორც მან განმარტა, „ქართული ოცნების“ ევროპული გზა გულისხმობს ღირსებით წინსვლას […]
კახა კალაძე – გაძლევთ პირობას, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში, მხოლოდ და მხოლოდ წინ, გამარჯვებებით, მშვიდობით ვიცხოვრებთ დემოკრატიულ, განვითარებულ, თავისუფალ საქართველოში

დღეს ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, როდესაც უნდა გადავრჩეთ და უნდა გადავრჩეთ, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერად, იმ ღირებულებებით, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და გავაგრძელოთ მშვიდობიანი განვითარება ,- განაცხადა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ზუგდიდში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას. კახა კალაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდი შეახსენა და ქვეყნის […]
შალვა პაპუაშვილმა ზუგდიდში შეკრებილებს – მოგესალმებით ისტორიული კოლხეთის უძველეს მიწაზე, საიდანაც დაიწყო ჩვენი უნიკალური ცივილიზაცია, რომლის განადგურება დღემდე ვერავინ შეძლო და ვერც ვერავინ შეძლებს

მოგესალმებით ისტორიული კოლხეთის უძველეს მიწაზე, ჭეშმარიტ საქართველოში, საიდანაც დაიწყო ჩვენი ისტორია, კულტურა, ჩვენი უნიკალური ცივილიზაცია, რომლის გაწყვეტა და განადგურება დღემდე ვერავინ შეძლო და ვერც ვერავინ შეძლებს, სანამ ქართული სული იარსებებს, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ზუგდიდში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას. როგორც მან აღნიშნა, 23 […]
შალვა პაპუაშვილი – დღეს ხალხისგან ხმას ითხოვს ოპოზიცია, რომლისგანაც პოლიტიკურად და ეკონომიკურად დანგრეული საქართველო ჩავიბარეთ

ყველა, ვისაც თვალნი აქვს და დანახვა შეუძლია, კარგად ხედავს იმ წარმატებებს, რომლებსაც ქვეყანამ ბოლო 12 წელიწადში მიაღწია. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკურად ძლიერი საქართველოს საძირკველი ჩაყრილია და კედლებიც ამოყვანილია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, ზუგდიდში განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, დღეს მოსახლეობისგან ხმას ითხოვს […]
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული თერთმეტი პოლიკლინიკის რეორგანიზაცია იგეგმება

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული თერთმეტი პოლიკლინიკის რეორგანიზაცია იგეგმება , – ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა რუხში, პრემიერთან ერთად, რესპუბლიკური საავადმყოფოს დათვალიერებისას განაცხადა. მისივე თქმით, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან სიახლოვის გამო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. „აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო შემოვიდა წინადადებით, რომ ჩაატარონ მათ დაქვემდებარებაში არსებული თერთმეტივე პოლიკლინიკის რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაცია, რათა კიდევ უფრო მოძლიერდეს ეს […]
სავაჭრო პალატა ქალი მეწარმეებისთვის ახალ პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გაციფრულების გზით“ იწყებს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, კანადის ფონდის ადგილობრივი ინიციატივების CFLI-ისთან თანამშრომლობით იწყებს ახალ პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გაციფრულების გზით“. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტი მიზანია მეწარმეებისთვის ციფრული უნარ-ჩვევების განვითარებას. “აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეირჩევიან მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი ქალი მეწარმეები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ქალი მეწარმეები გამოცდილი ტრენერების დახმარებით შეძლებენ […]