ვაშინგტონში პანდები ბრუნდებიან

ამერიკის დედაქალაქის, ვაშინგტონის ზოოპარკის სამარკო ნიშნად ქცეული პანდები 11 თვის წინ ჩინეთში დააბრუნეს. მეი სიანგი, თიან თიანი და მათი ბელი სიაო ქი ჯი, ვაშინგტონში აღარ დაბრუნდებიან, თუმცა ქალაქის “სმითსონის ზოოპარკში” პანდების ახალი წყვილი დაიდებს ბინას.
3 წლის გიგანტური პანდების წყვილი ბაო ლი და ცინგ ბაო ჩინეთიდან უკვე გამოემგზავრნენ და უკვე ვაშინგტონში არიან.
„მოგზაურობისთვის მომზადებული იყო საკვები, სიმინდის პური, ბამბუკი და სტაფილოები, ასევე წყალი და წამლები“, – განაცხადა ჩინეთის ველური ბუნების დაცვის ასოციაციამ მათ ამერიკაში გამგზავრებამდე. განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ პარტნიორობა ჩინეთსა და ამერიკას შორის „ახალ წვლილს შეიტანს გლობალური ბიომრავალფეროვნების დაცვაში და გააძლიერებს ორი ქვეყნის ხალხის მეგობრობას”.
უცნობია კონკრეტულად როდის იხილავს პანდებს მოსახლეობა, მაგრამ სავარაუდოდ გახანგრძლივებული საკარანტინო და აკლიმატაციის პერიოდის გავლის შემდეგ, ისინი მზად იქნებიან ხალხთან შესახვედრად.
ბაო ლი და ცინგ ბაო, ვაშინგტონში ახალი, 10-წლიანი გაცვლითი ხელშეკრულების საფუძველზე იცხოვრებენ. ხელშეკრულება ამერიკამ ჩინეთის ხელისუფლებასთან გააფორმა. წინა შეთანხმებას ვადა გასულ წელს გაუვიდა, რამაც გარკვეული შეშფოთება გამოიწვია პანდების ამერიკელ მოყვარულთა შორის, რომ პეკინი თანდათანობით ყველა პანდას უკან, ჩინეთში დააბრუნებდა. თუმცა მხარეებმა ახალ შეთანხმებას მიაღწიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი