ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საზოგადოებას საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საზოგადოებას საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ავრცელებს. მათივე ცნობით, წლევანდელი თარიღი ღირსშესანიშნავი ასევე იმიტომ არის, რომ ისტორიული დროშის აღდგენიდან 20 წელი შესრულდა. „საქართველოს სახელმწიფო დროშა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სიმბოლოა. თეთრ ველზე გამოსახული ხუთი მეწამული ჯვარი საუკუნეების განმავლობაში იყო აღმართული თბილისის და ცხუმის (სებასტოპოლისის) თავზე და აღნიშნავდა ევროპული, […]
დიდთოვლობის გამო კახეთში მოძრაობა შეზღუდულია

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს ცენტრალური ქუჩების გაწმენდა. „რეგიონში ყველაზე უხვი ნალექი თელავში მოვიდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეჩერებულია, თუმცა გზების გაწმენდის შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება“, – განაცხადა კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, პლატონ კალმახელიძემ. მთელი ღამე ინტენსიურად […]
ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

ისლანდიის ეროვნული მაუწყებლის ცნობით, ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთით ვულკანი ამოიფრქვა. ამოფრქვევა მეთევზეთა ქალაქ გრინდავიკის ჩრდილოეთით, ადგილობირივი დროით დილის 8 საათზე დაიწყო. სიტუაციის შესაფასებლად და ამოფრქვევის ზუსტი ადგილის დასადგენად სანაპირო დაცვის ვერტმფრენი გაგზავნეს. მათი თქმით, ლავა ჩრდილოეთით მდებარე სახლებიდან დაახლოებით 450 მეტრშია. ვულკანის ამოფრქვევას წინ მიწისძვრების სერია უძღოდა. ისლანდიის მეტეოროლოგიური ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვირას, ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე, […]
სოლსკიაერი სამწვრთნელო საქმიანობის დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა

90Min-ის ინფორმაციით, დიდია შანსი იმისა, რომ შვედეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავკაცი ოლე გუნარ სოლსკიაერი გახდეს. მოგეხსენებათ, შვედები ბოლო 28 წელში პირველად ვერ გავიდნენ ევროპირველობაზე და ამის გამო ყოფილი დამრიგებელი იან ანდერსონი გადააყენეს. სოლსკიაერთან ერთად შვედები მოლაპარაკებებს “ბლექბერნის” ამჟამინდელ თავკაც იონ დალ ტომასონთანაც აწარმოებენ და არჩევანს ამ ორ მენეჯერს შორის გააკეთებენ.
ევროპაში გაზის ფასი, აგვისტოს შემდეგ, ყველაზე დაბალია – FT

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი აგვისტოს შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ტრეიდერები ფსონს დებენ, რომ კონტინენტის გაზის მარაგი დაეხმარება ევროპას ზამთრის გადატანაში მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ძლიერი ყინვებია. The Financial Times წერს, რომ გაზის საორიენტაციო ფასმა იანვრის დასაწყისში ამსტერდამში 5-თვიან მინიმუმს მიაღწია. ფასი Intercontinental Exchange-ზე, წინა კვირის დახურვის მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის 10%-ით დაეცა. ოთხშაბათს ოდნავ, 31,19 ევრომდე […]
ორი დაღუპული და სამი დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკის მუნიციპალიტეტში

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავარია წუხელ მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. როგორც “რუსთავი2-ს” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმების […]
ეკვადორში პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ციხის ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს

ეკვადორის ციხეებში პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ციხის ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ ქვეყნის პენიტენციურ სამსახურს, პოლიციას და შეიარაღებულ ძალებს ციხის თანამშრომლების წარმატებით გათავისუფლება მიულოცა. ეკვადორის პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ჩატარდება გამოძიება მძევლების აყვანაზე პასუხისმგებელი პირების დასადგენად. ცნობისათვის, გასული კვირის ორშაბათიდან, ეკვადორის სულ მცირე 7 ციხეში, პატიმრებს ციხის […]
უკრაინის საელჩო – გულწრფელად გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს – ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ

საქართველოში უკრაინის საელჩო საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. „ძვირფასო ქართველო ძმებო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს! ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ!“, – წერია უკრაინის საელჩოს განცხადებაში.
დრონები, არტილერია, ანტისაჰაერო თავდაცვა – ზელენსკი საფრანგეთს მადლობას უხდის

უკრაინა და საფრანგეთი სხვადასხვა სახის შეიარაღების ერთობლივად წარმოების პერსპექტივებს განიხილავენ – ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა, საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის, სტეფან სეჟურნეს კიევში ვიზიტის ფარგლებში. ფრანგი მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს 13 იანვარს, საღამოს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიმბოლური უწოდა ფაქტს, რომ საზღვარგარეთ თავისი პირველი ვიზიტისთვის სტეფან სეჟურნემ სწორედ უკრაინა შეარჩია. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, […]
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიული დროშა გამოიფინა

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორიგინალი დროშა გამოიფინა. “აღნიშნული დროშა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საბერძნეთში მცხოვრები, წარმოშობით ვენეციელი დიდებულების შთამომავლის, ევგენი დალეჯიოს ოჯახში იქნა მიკვლეული და ოფიციალურად გადმოეცა ქართულ მხარეს. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს გადმოეცა ევგენი დალეჯიოს ისტორიული არქივიც. ისტორიული წყაროების თანახმად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილი მთავრობის […]