ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩადის

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩოე სონ ჰუი 15-17 იანვარს რუსეთს ეწვევა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიწვევით განხორციელდება. ცნობისთვის, ოქტომბერში ლავროვი ფხენიანს ეწვია. ვიზიტი რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 75 წლის იუბილის აღსანიშნავად შედგა. ლავროვი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მიიღო.
ჩაქვში, ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა | დაიღუპა ერთი პირი

“ბათუმელების” ინფორმაციით, ჩაქვში, ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალზე დღეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ავტომანქანის მძღოლი დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
პედრი ელ კლასიკოს წინ: ყოველთვის რონალდოსთან ერთად თამაში მსურდა

“ბარსელონას” 21 წლის ნახევარმცველმა პედრიმ ესპანეთის სუპერ თასის ფინალის წინ, სადაც მისი მისი “რეალს” დაუპირისპირდება, განაცხადა, რომ ყოველთვის კრიშტიანო რონალდოსთან ერთად თამაში სურდა. “ყოველთვის მინდოდა, რომ კრიშტიანო რონალდოს თანაგუნდელი ვყოფილიყავი. მესის დიდ პატივს ვცემ, მაგრამ რონალდოსთან ერთად თამაში ჩემს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება”, – ციტირებს პედრის HMV Sports. 21 წლის პედრი “ბარსელონას” აღზრდილია. მას […]
ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთით ვულკანი ამოიფრქვა. ამის შესახებ ინფორმაციას ისლანდიური მედია ავრცელებს. ამოფრქვევა ქალაქ გრინდავიკის ჩრდილოეთით, ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ვულკანის ლავა ჩრდილოეთით მდებარე სახლებიდან დაახლოებით 450 მეტრშია. ვულკანის ამოფრქვევას წინ მიწისძვრების სერია უძღოდა. ისლანდიის მეტეოროლოგიური ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვირას, ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე, გრინდავიკის მახლობლად, სულ მცირე 200 მიწისძვრა მოხდა.
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 220-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 220 – მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1 000-ს აჭარბებს. ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ. არსებული ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 20 ადამიანი. შეგახსენებთ, რომ პირველ იანვარს ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.
სანდუს თქმით, დაგეგმილი არჩევნების წინ, რუსეთი მოლდოვის დესტაბილიზაციას ეცდება

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ აცხადებს, რომ რუსეთი მოლდოვაში დაგეგმილი არჩევნების წინ ქვეყნის დესტაბილიზაციას ეცდება. მისი თქმით, მოლდოვის ხელისუფლება ამ საფრთხეებს აცნობიერებს და მათ პრევენციას ცდილობს. “ვიცით, რომ ამ გაზაფხულზე რუსეთი განაახლებს ქმედებებს სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით…ჩვენ ვაცნობეთ მოქალაქეებს ამ საფრთხეების შესახებ ისე, როგორც ეს შარშანაც გავაკეთეთ, როდესაც რუსეთი აპირებდა მოლდოვის მთავრობის ჩამოგდებას. მოქალაქეებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან […]
იტალიაში მანქანის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ცენტრალურ იტალიაში, ლივორნოში, ავტომობილის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე – 40 წლის კაცი დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, კაცი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ავტომობილი, მანქანების სარემონტო ობიექტიდან, რამდენიმე დღის წინ იყო მოპარული. ავტომობილი მფლობელს უკვე დაუბრუნეს.
იტალიაში მანქანის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ლივორნოში მანქანის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს და წერს, რომ 40 წლის ქართველმა ავტომობილი ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტიდან მოიპარა. ირკვევა ისიც, რომ მამაკაცი მოპარულ მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, რის გამოც ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა. სწორედ მაშინ გაარკვია პოლიციამ, რომ სატრანსპორტო საშუალება მოპარული იყო.
“შეიძლება” – გრიგორიადისი არ გამორიცხავს, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართოს

დაკავებული აქტივისტი, ლაზარე გრიგორიადისი ფორმულასთან აღნიშნავს, რომ არ გამორიცხავს, გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართოს. “არ ვიცი, არ მიფიქრია ეგეთ რაღაცებზე, შეიძლება”, – განაცხადა მან ფორმულასთან სატელეფონო საუბრის დროს. ხვალ ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება. 31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს […]
მაია სანდუ – ვიცით, რომ გაზაფხულზე რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით ქმედებებს განაახლებს

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდა კიშინიოვში წესრიგისა და ძალაუფლების დესტაბილიზაციას, ცდილობდა გამოეყენებინა რეჟიმი დნესტრისპირეთის რეგიონში, მაგრამ ქვეყანამ მიიღო ყველა ზომა ამ მცდელობების დასაძლევად. „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთი ცდილობდა კიშინიოვში წესრიგისა და ძალაუფლების დესტაბილიზაციას, ყოველ ჯერზე ცდილობდა გამოეყენებინა რეჟიმი დნესტრისპირეთის რეგიონში. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ რისკებს და ვიღებთ […]