შსს-ში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა

14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორიგინალი დროშა გამოიფინა. აღნიშნული დროშა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საბერძნეთში მცხოვრები, წარმოშობით ვენეციელი დიდებულების შთამომავლის, ევგენი დალეჯიოს ოჯახში იქნა მიკვლეული და ოფიციალურად გადმოეცა […]

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გორში ძაღლი იარაღით მოკლეს | დაწყებულია გამოძიება

გორში ძაღლი აწამეს და იარაღით მოკლეს – შემთხვევა წმინდა წყლის დასახლებაში მოხდა. პოლიცია დამნაშავეს ეძებს. როგორც ცხოველის პატრონი ამბობს, ძაღლს ტყვია ზურგში ჰქონდა მოხვედრილი. ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც “მთავარ არხს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

გასულ 24 საათში, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქი 146-ჯერ დაბომბეს

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იური მალაშკო აცხადებს, რომ გასულ 24 საათში რუსებმა რეგიონის 20 დასახლება, 146-ჯერ დაბომბეს. მისივე ინფორმაციით, რუსების სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. თუმცა, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. “გასულ დღეს რუსმა სამხედროებმა 146 დარტყმა მიაყენეს 20 დასახლებულ პუნქტს (მსხვერპლის გარეშე)… მიღებულია 23 ცნობა საცხოვრებელი კორპუსების და ინფრასტრუქტურული ობიექტების განადგურების შესახებ”, […]

დიდ ბრიტანეთს, ჰუსიტებზე დარტყმის გარდა, არჩევანი არ ჰქონდა – კემერონი

დიდ ბრიტანეთს, ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განხორციელების გარდა, “სხვა არჩევანი არ ჰქონდა”, – ამბობს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანი დევიდ კემერონი და ბრიტანეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯების მიზეზად წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმებს ასახელებს. კემერონის თქმითვე, ვიდრე ბრიტანეთი შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით წარმოებულ ოპერაციას შეუერთდებოდა, ჰუსიტთა დაჯგუფება გააფრთხილა, თუმცა მან ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინა. საერთაშორისო საზოგადოება ჰუსიტებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ […]

სენაკში, სოფელ კოტიანეთში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა | დაშავდა 3

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში, გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. დაშავებულები სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. ავტორი: ემა გოგოხია

რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა გაზპრომბანკის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის

რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა გაზპრომბანკის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, იგორ ვოლობუევი, რომელიც ამჟამად უკრაინის არმიის მხარეს იბრძვის. ვოლობუევი 16 წლის განმავლობაში მუშაობდა გაზპრომის პრესმდივნად. მან რუსეთი 2022 წლის დასაწყისში დატოვა, კიევში გადავიდა და მოხალისედ წავიდა უკრაინის არმიაში. ის ამბობდა, რომ უკრაინაში დაბრუნებით და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლით, რუსული წარსულის ჩამორეცხვა სურდა. ვოლობუევი ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ლეგიონში […]

აშშ-ს საელჩო – ვულოცავთ ქართველ პარტნიორებს და მეგობრებს საქართველოს ეროვნული დროშის დღეს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს დროშის დღეს ულოცავს. “ვულოცავთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს და მეგობრებს საქართველოს ეროვნული დროშის დღეს!”, – წერია განცხადებაში. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.

კონტეს იტალიური გრანდების რიგი დაუდგა – წავა კვარაცხელიასთან თუ ანტონიოს ზლატანი დაითანხმებს?

La Repubblica წერს, რომ “მილანის” მიზანი გუნდის მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტეს დანიშვნა იქნება. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდია აქტიურად იწერება, რომ “როსონერის” მიმდინარე სეზონის ბოლოს სტეფანო პიოლი დატოვებს, ვისაც არადამაკმაყოფილებელი შედეგები აქვს. 54 წლის დამრიგებლის გუნდში მოყვანისა და ამ გეგმის ინიციატორი შესაძლოა, ზლატან იბრაჰიმოვიჩიც იყოს, ვისაც პირდაპირი გზით ევალება ხელმძღვანელობას რჩევები მისცეს. შესაძლოა, ანტონიოსთან მოლაპარაკებები თავად შვედმაც […]

ირანის პრეზიდენტი – პალესტინამ გაიმარჯვა და სიონისტური რეჟიმი და მისი მხარდამჭერები დამარცხდნენ

ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის განცხადებით, ისრაელი და მისი მხარდამჭერები დამარცხდნენ. მისი მტკიცებით, პალესტინის საკითხი ისლამურ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლამ შედეგი გამოიღო. „ისრაელის წინააღმდეგ დაპირისპირებამ 2-დღიან, 22-დღიან, 33-დღიან და 100-დღიან ომებში იმოქმედა, პალესტინამ გაიმარჯვა და სიონისტური რეჟიმი და მისი მხარდამჭერები დამარცხდნენ”, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.