დღეს დავოსში 54-ე ეკონომიკური ფორუმი იხსნება

ღაზის სექტორთან ერთად, უკრაინა იქნება მთავარი განსახილველი თემა დავოსის წლევანდელ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დღეს იხსნება. ასზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები ევროპის ცენტრში უკვე იკრიბებიან. ფორუმზე ელოდებიან ვოლოდიმირ ზელენსკისაც, რომელიც დავოსში უკრაინის ათპუნქტიანი “სამშვიდობო ფორმულის” განხილვის მიზნით ჩადის. ფორუმის გახსნამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავოსში განაცხადა, რომ […]
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არასოდეს დათანხმდება რუსეთთან ომის გაყინვას – ანდრეი ერმაკი

“უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არასოდეს დათანხმდება რუსეთთან ომის გაყინვას,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დავოსში განაცხადა. “ეს პრეზიდენტი და მისი გუნდი არასოდეს დათანხმდებიან და არ მიიღებენ კონფლიქტის გაყინვას. ეს მიუღებელია უკრაინული საზოგადოებისთვის. უკრაინას არ სჭირდება გაყინული კონფლიქტები, უკრაინას სჭირდება სამართლიანი მსოფლიო და უკრაინას სურს აღკვეთოს ნებისმიერი პოტენციური აგრესია მომავალში და იყენებს […]
რეგულაციები და ცვლილებები, რომლებიც წელს ამოქმედდა

2024 წლიდან საქართველოში არაერთი ცვლილება შედის ძალაში. მათი ნაწილი პირველი იანვრიდან ამოქმედდა, ნაწილი კი – წლის განმავლობაში. „კომერსანტი“ იმ მთავარ რეგულაციებს გაგაცნობთ, რომელიც მიმდინარე წლიდან შედის ძალაში: ბიზნესს გაზის და წყლის ტარიფი უძვირდება 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, თბილისსა და რეგიონებში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი გაიზარდა და ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი 1.24 ლარის ნაცვლად […]
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების – „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა

კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების – „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ ახალი პარტია შემოვიდეს,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გარდაცვალების შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო იმ პაციენტებში, რომლებმაც დროზე […]
თენგიზ ცერცვაძე – კორონავირუსის ახალ შტამს, JN.1-ს ყნოსვის და გემოს გაქრობა არ ახასიათებს – ამით განსხვავდება წინამორბედებისგან

კორონავირუსის ახალ შტამს, კერძოდ, JN.1-ს ყნოსვის და გემოს გაქრობა არ ახასიათებს. ამით განსხვავდება წინამორბედებისგან, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან კორონავირუსის ახალ შტამზე, კერძოდ, JN.1-ზე საუბრისას აღნიშნა, წინამორბედებისგან განსხვავებით მას დაავადების მეტად მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს. „რაც შეეხება JN.1 ვარიანტს. ეს არის „ომიკრონის“ ერთ-ერთი […]
“ლილო მოლის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გარდაიცვალა

სავაჭრო ცენტრ “ლილო მოლის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, თენგიზ გავაშელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო ცენტრი ავრცელებს. “სავაჭრო ცენტრი “ლილო მოლი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ბატონ თენგიზ გავაშელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ბატონი თენგიზი გამორჩეული ადამიანი და პროფესიონალი იყო. მისი ღვაწლი კომპანიის განვითარებაში განუზომელია”,_ აღნიშნულია სავაჭრო ცენტრ “ლილო მოლის” გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კახა კალაძემ ნიკურაძეების ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა

ძველით ახალი წელი კახა კალაძემ მშობლიურ სამტრედიას ტრადიციულად საზეიმო კონცერტით მიულოცა. განსაკუთრებული საჩუქარი, საცხოვრებელი სახლი სამტრედიაში, კახა კალაძისგან წელს ნიკურაძეების შვიდსულიან ოჯახს გადაეცა. სახლის გასაღები ნიკურაძეების ოჯახს კახა კალაძის უფროსმა ვაჟიშვილმა, ლევან კალაძემ გადასცა. დღეიდან, ლაშა ნიკურაძის ოჯახს, თხუთმეტწლიანი მოლოდინის შემდეგ, საკუთარი ჭერი და საკარმიდამო ნაკვეთი აქვს. „უბედნიერესი 2024 წელი დაიწყო ჩემთვის, რისთვისაც მინდა დიდი […]
დღეს დავოსში 54-ე ეკონომიკური ფორუმი გაიხსნება

დავოსში დღეს 54-ე ეკონომიკური ფორუმი გაიხსნება. შვეიცარიის საკურორტო ქალაქი მსოფლიოს გავლენიანი ქვეყნების ლიდერებსა და წამყვანი ბიზნეს კომპანიების ხელმძღვანელებს უმასპინძლებს. შეხვედრების ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართება ღაზის სექტორსა და უკრაინაში ომის დასრულების შესახებ. ცნობილია, რომ ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოვა. რუსეთის დელეგაცია კი, შარშანდლის მსგავსად, ფორუმზე არ იქნება წარმოდგენილი. დავოსის ეკონომიკური ფორუმი 19 იანვარს დასრულდება. […]
სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრის ბრინჯაოს მედლის მფლობელია

მსოფლიოს N1 მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრის ბრინჯაოს მედლის მფლობელია. სპორტსმენმა დაძაბული ნახევარფინალური შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ ფარეს ფერჯანისთან ანგარიშით 14:15 დათმო. 2023 წელს ტუნისის გრან-პრი ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა. სანდრო ბაზაძე 2022-2023 წლების საუკეთესო კაცი ხმლით მოფარიკავის საპატიო პრიზის მფლობელია. სანდრო პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 იანვარს ქუთაისში +8 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექოდ ჩაივლის დღე ზუგდიდშიც, სადაც […]