„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის გამარჯვებული თედო ბექაური გახდა

მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონი მსახიობმა თედო ბექაურმა მოიგო. გრანდიოზული ფინალი მაყურებელმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იხილა. მეთორმეტე სეზონზე ერთმანეთს კონკურენციას 9 წყვილი უწევდა. გამარჯვებულს მთავარი პრიზი – ბინა ბაკურიანში ერგო.

დღეიდან სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი განახლდება

სკოლებსა და ბაღებში არდადეგები დასრულდა, დღეიდან სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდება. საჯარო სკოლებში სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღები მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული და სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან 15 ივნისის ჩათვლით გრძელდება. მოსწავლეებს საგაზაფხულო არდადეგებიც ელით, რომელიც 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.რაც შეეხება ბაგა-ბაღებს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქს ახალი, რეაბილიტირებული […]

ბრალეულობა არ მტკიცდება, არ შეიძლება, რომ ლაზარე გამტყუნდეს, მაგრამ გამართლებასაც არ ველოდებით | გრიგორიადისის დედა

“რუსული კანონის” წინააღმდეგ, 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ამბობს, რომ მისი შვილის ბრალეულობა არ მტკიცდება. თუმცა, მას ლაზარეს გამართლების მოლოდინი არ აქვს. ოჯახი აპირებს, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართოს. “ლაზარეს ბრალეულობა არ მტკიცდება, მოლოტოვის კოქტეილის სროლა ლაზარეს არ უმტკიცდება, ამის არანაირი ვიდეოჩანაწერი არ არსებობს, მხოლოდ არსებობს მათი ფეიკ ვიდეოები. […]

რუსეთში, კურსკის ოლქში აფეთქებები იყო

რუსეთის კურსკის ოლქში აფეთქებები იყო. რუსეთის თავდაცვის მტკიცებით, ჩამოაგდეს სამი რაკეტა “Точка-У”. უწყება ამბობს, რომ აღკვეთეს “კიევის რეჟიმის მცდელობა”, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე “ტერორისტული თავდასხმა” განეხორციელებინათ. კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი ამბობს, რომ რაკეტები ფატეჟის რაიონში ჩამოაგდეს. მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი განახლდა

სკოლებსა და ბაღებში არდადეგები დასრულდა, დღეიდან სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდა. საჯარო სკოლებში სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღები მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული და სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან 15 ივნისის ჩათვლით გრძელდება. მოსწავლეებს საგაზაფხულო არდადეგებიც ელით, რომელიც 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. რაც შეეხება ბაგა-ბაღებს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქს ახალი, […]

თურქულმა დაზვერვამ სირიაში ქურთი მებრძოლების 23 სამიზნეს დაარტყა

თურქულმა დაზვერვამ სირიაში ქურთი მებრძოლების 23 სამიზნეს დაარტყა. თურქეთმა იერიში ერაყში “ქურთისტანის მუშათა პარტიის” წევრებთან შეტაკებისას დაღუპული 9 თურქი ჯარისკაცის საპასუხოდ განახორციელა. სამიზნედ საგუშაგოები, სამხედრო ბაზები და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.

რუსეთის კურსკის ოლქში აფეთქებები იყო

გასულ ღამით აფეთქებები იყო რუსეთის კურსკის ოლქში. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ. დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ღამით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა კურსკის ოლქის თავზე გაანადგურეს სამი რაკეტა(Точка-У) და „კიევის რეჟიმის“ მხრიდან „ტერაქტის მცდელობა აღიკვეთა“. კურსკის ოლქის გუბერნატორ რომან სტაროვოიტის თანახმად, სამი „უკრაინული რაკეტა“ ფატეჟის რაიონში ჩამოაგდეს. შედეგების შესახებ არაფერს იუწყებიან. უკრაინას კურსკის […]

ჰუთებმა ისევ სცადეს ამერიკულ სამხედრო გემზე თავდასხმა

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ წითელ ზღვაში, ამერიკულ სამხედრო გემზე სარაკეტო დარტყმის მცდელობა აღკვეთეს. სარდლობის ინფორმაციით, 14 იანვარს, იემენის რაიონიდან, რომელსაც მეამბოხე ჰუთები აკონტროლებენ, გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა ისროლეს წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში მყოფი ამერიკული სამხედრო გემის, Laboon-ის მიმართულებით. ცენტრალური სარდლობის ცნობითვე, ამერიკულმა ავიაგამანადგურებელმა რაკეტა ჩამოაგდო იემენის ქალაქ ჰუდეიდის სანაპიროსთან. ირანის მიერ […]

თენგიზ ცერცვაძე – ხშირად ხდება „ტამიფლუს“ გადაჭარბებული მოხმარება, თუ ადამიანს გრიპი დაუდგინდა, გარბის და მაშინვე ყიდულობს – არ შეიძლება!

ხშირად ხდება „ტამიფლუს“ გადაჭარბებული მოხმარება. თუ ადამიანს გრიპი დაუდგინდება, გარბის და მაშინვე ყიდულობს. ეს არ შეიძლება! არ არის სწორი, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გრიპის სამკურნალო ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუზე“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ტამიფლუ“ ეფექტური მედიკამენტია, მაგრამ გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ სათანადო ჩვენებების შემთხვევაში. „ხშირად ხდება […]

თენგიზ ცერცვაძე – ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა გაიზარდა, მაგრამ არავითარ გადატვირთვას არ აქვს ადგილი – სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ტყუილია, თითქოს კლინიკებში ადგილები არ არის

ბოლო პერიოდში, რესპირაციული ინფექციებით შემთხვევების ზრდა აღინიშნება, მომატებულია კლინიკების დატვირთვაც, მაგრამ ამის დრამატიზება აბსოლუტურად არ არის საჭირო, საპანიკო არაფერია – ტყუილია, თითქოს, კლინიკებში ადგილები არ არის, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრენიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, 2024 წელს გრიპით გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. „ბოლო პერიოდში, რესპირაციული ინფექციებით შემთხვევების ზრდა აღინიშნება, გაზრდილია […]