კოლუმბიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა – დაღუპულთა უმეტესობა ბავშვია

კოლუმბიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. 10 ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხოლო 20 დაშავებულია. კოლუმბიის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანსია მარკესმა განაცხადა, რომ დაღუპულთა უმეტესობა ბავშვია. ცნობისთვის, ტერიტორიაზე მეწყერი 13 იანვარს ჩამოწვა. ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ რამდენიმე ადამიანი მიწის მასის ქვეშაა მოყოლილი, თუმცა ძლიერი წვიმა სამუშაოებს აფერხებს.

გრიგოლ გეგელია – რასაც ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით ვხედავთ, არის რევანში პოლიტიკურ დასავლეთზე – ეს არის ამერიკის და ევროპული კავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები

რასაც ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით ვხედავთ, არის უპირველეს ყოვლისა რევანში პოლიტიკურ დასავლეთზე. ეს არის ამერიკის და ევროპული კავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” დელეგაციის ჩინეთში ვიზიტი შეაფასა. მისივე თქმით, ჩინეთს აქვს მთელი რიგი ისეთი ინტერესები, რომელიც არ არის და ვერ იქნება დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული […]

სომხური ეკლესია იოანე წინამორბედის შობას დღესასწაულობს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს იოანე წინამორბედის შობას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „დღეს სომხური მართლმადიდებელი ეკლესია იოანე წინამორბედის შობას დღესასწაულობს. სახარება იოანე ნათლისმცემელს იესო ქრისტეს წინამორბედად მიიჩნევს, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა და მაცხოვარი მდინარე იორდანეში მონათლა. იოანე უდაბნოში ცხოვრობდა, ადამიანთა ბიწიერებას ამხელდა და მათ სინანულისკენ მოუწოდებდა. […]

საქართველო გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024 სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას

29-31 იანვარს, ესპანეთში, მადრიდში, საქართველო მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024 იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებაზე საქართველო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს. „საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნონ. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებული იქნება […]

კვარაცხელიას დიდოსტატობა შედეგიანად არ დასრულდა – ხვიჩა ზუსტად 1 წლის წინ და ახლა…

13 იანვარს ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიმ” “სალერნიტანას” მძიმე ბრძოლაში (2:1) აჯობა. ქართველ გარემარბს გატანა ორჯერ შეეძლო – ერთხელ საგოლე შანსი დიდოსტატური თამაშის შემდეგ შეექმნა, პაუზაც დროული იყო, თუმცა… ნეაპოლელები ახლა ქვეყნის სუპერთასისთვის იბრძოლებენ, სადაც ერთ შეხვედრას ჩაატარებენ თუ ორს, მალე გაირკვევა. ამის შემდეგ “ლაციოსთან” დაპირისპირებაა, რომელსაც “კვარა” დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს… ზუსტად ერთი წლის წინ, 2023 წლის […]

ერმაკი: უკრაინას არ სჭირდება გაყინული კონფლიქტები, არამედ სამართლიანი მსოფლიო

ქალაქ დავოსში, შაბათ-კვირას გაიმართა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ “არასდროს დათანხმდება და არ მიიღებს კონფლიქტის რაიმე გაყინვას”. “ეს მიუღებელია უკრაინული საზოგადოებისთვის… უკრაინას არ სჭირდება გაყინული კონფლიქტები. უკრაინას სჭირდება სამართლიანი მსიფლიო” , – ციტირებს ერმაკს “რადიო თავისუფლების” უკრაინული სამსახური. დავოსში და მანამდე […]

ცერცვაძე: რესპირაციული ინფექციების შემთხვევების რიცხვი გაიზარდა, მაგრამ საპანიკო არაფერია

ბოლო პერიოდში, რესპირაციული ინფექციებით შემთხვევების ზრდა აღინიშნება, გაზრდილია კლინიკების დატვირთვაც. ეს სინამდვილეა, მაგრამ არ არის სწორი, როდესაც ცალკეული ექსპერტები, თუ მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში “დრამატული ვითარებაა“, “კლინიკებში ადგილები აღარ არის“, “მშობლები ბავშვებით კლინიკის რიგში დგანან“. ობიექტური შეფასებით, ქვეყანაში რესპირაციული ინფექციებით პაციენტების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ აბსოლუტურად არ არის საჭირო ამის დრამატიზება, საპანიკო არაფერია. ეს ზრდა მოსალოდნელი […]

თენგიზ ცერცვაძე – აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა გვაქვს მამაკაცებში, ვისაც მამაკაცებთან აქვთ ურთიერთობა – მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, ვისაც სქესობრივი კონტაქტი აქვს, გამოიყენოს დამცავი საშუალება ან ჩაერთონ სპეციალურ პროგრამაში

საქართველოში, სავარაუდოდ, ამჟამად არის 8500 აივ ინფიცირებული პირი – ახლა, აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა გვაქვს მამაკაცებში, ვისაც მამაკაცებთან აქვთ სექსი. გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ამ კატეგორიაშია,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აივ ინფიცირების მაჩვენებელზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, აივ/შიდსი რჩება განუკურნებელ დაავადებად, მაგრამ სწორი მკურნალობით შესაძლებელია ვირუსის […]

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კიევმა კურსკის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კურსკის ოლქის თავზე უკრაინული „ტოჩკა-უ“-ს ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის სამი რაკეტა გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე „ტოჩკა-უ“-ს სარაკეტო სისტემის რაკეტების გამოყენებით“, – აცხადებენ უწყებაში. კურსკის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის განმარტებით, რაკეტები ფატეჟის რაიონში ჩამოაგდეს.

“ბარსელონა” აუცილებლად დაბრუნდება” – რა განაცხადა ხავიმ სუპერთასის ფინალში მარცხის შემდეგ

ესპანეთის სუპერფინალში “ბარსელონას” 1:4 მარცხის შემდეგ, “ბლაუგრანას” მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და “ბარსას” გულშემატკივრებს მოუბოდიშა. “საშინლად ვითამაშეთ, მეტოქემ კონტრშეტევებზე თამაშისას პრობლემები შეგვიქმნა. ვერაფერი გავაკეთეთ, მომავალში კი ბევრი რამ უნდა გამოვასწოროთ, რადგან ასეთი თამაშით ტიტულს ვერ მოიგებ, გულშემატკივარს კი ბოდიშს ვუხდი, “ბარსელონა” აუცილებლად დაბრუნდება”, – განაცხადა ხავიმ. შეგახსენებთ, მადრიდის “რეალმა” აღნიშნული ტიტული ისტორიაში მეცამეტედ […]