დადგება თუ არა განაჩენი, მაშინვე მივმართავთ ქალბატონ პრეზიდენტს შეწყალებაზე | ლაზარე გრიგორიადისის დედა

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი 26 თებერვალს გაგრძელდება. დაცვის მხარემ დასაკითხ პირთა სიიდან მოწმეები მოხსნა. ადვოკატის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ბრალდებულთა კონსულტაციის საფუძველზე, დროის მოგების მიზნით იქნა მიღებული. “დროში რომ მოვიგოთ, რადგან დაცვის მხარის მოწმეები არავითარ მნიშვნელოვან ინფორმაციას არ ფლობენ ამ საქმესთან დაკავშირებით, დაცვის მხარემ გადაწყვიტა, რომ მოწმეები არ დაეკითხა” ამბობს ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა. დედის განცხადებით კი სასამართლოსგან […]
ლაზარე გრიგორიადისი პროცესზე არ დაიკითხება და არც საბოლოო სიტყვით არ ისარგებლებს | ადვოკატი

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდა სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. უფლებადამცველი დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე არ საუბრობს, რატომ მიიღო გრიგორიადისმა ეს გადაწყვეტილება. “ლაზარე გრიგორიადისი პროცესზე არ დაიკითხება, დაცვის მხარესთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, არც საბოლოო სიტყვით არ ისარგებლებს. დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”,- განაცხადა თათია მანიჟაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, […]
საქართველოში საარსებო შემწეობას 647 535 ადამიანი იღებს

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 3,4%-ით შემცირდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობას 647 535 ადამიანი იღებდა, აქედან 207 542 ის ადამიანია, რომელთაც საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის პაკეტი გარანტირებულად უნარჩუნდებათ. რაც შეეხება 2022 წლის დეკემბერს, ერთ წლის წინ საარსებო შემწეობას სულ 670 […]
გაერო უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის მიმდინარე წელს 4,2 მილიარდ დოლარს ითხოვს

გაერო დონორებს მიმდინარე წელს 4,2 მილიარდ დოლარს სთხოვს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად, საკუთრივ ომით დაზარალებულ ქვეყანაში და იმ უკრაინელებისთვისაც, რომლებიც ომს სხვა ქვეყნებში გაექცნენ. მიმდინარე წელს უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება 14,6 მილიონ ადამიანზე მეტს, ანუ მთელი მოსახლეობის 40-მდე პროცენტს – განაცხადა გაეროს ჰუმანიტარული საქმეების კოორდინაციის ოფისმა (OCHA) ჟენევაში 15 იანვარს. ამასთან, ომმა 6,3 მილიონი უკრაინელი […]
მომდევნო დღეებში დათბება – როგორი ამინდია მოსალოდნელი

დღეიდან ოთხი დღის განმავლობაში საქართველოში დათბება. 15-18 იანვარს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. “15-16 და 18 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ყინვა ღამის საათებში შესუსტდება, დღის ტემპერატურაც მოიმატებს. 17 იანვარს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი”, – აცხადებენ სააგენტოში. მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი: · თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 9-11 გრადუსამდე მოიმატებს; […]
აფხაზი “დიპლომატები” არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოდიან

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზი „დიპლომატების“ კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა “ეხო კავკაზა” წერს. მანამდე, „საელჩოების“ დაფინანსების ხარჯებთან დაკავშირებით მედიაში პუბლიკაციების გამოქვეყნების შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „აფხაზეთში კოლექტიური დასავლეთის ფულით შექმნილია ე.წ. დამოუკიდებელი მედიის მთელი ქსელი“. ახლა კი განცხადებები გამოაქვეყნეს სირიაში „აფხაზეთის საელჩოს“ […]
კახეთში 24 წლის ახალგაზრდა დაჭრეს

კახეთში, გურჯაანში, 24 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო და შემდეგ ქუჩაში, ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა. ხელჩართული ჩხუბის დროს, 40 წლამდე მამაკაცმა, ცივი იარაღით, 24 წლის ახალგაზრდას ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსში” გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა სტაბილურია. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაუწო. სავარაუდო დამნაშავე უკვე […]
“ზაგლებიემ” თორნიკე გაფრინდაშვილი გაანათხოვრა

პოლონურმა “ზაგლებიემ” 26 წლის ქართველი ნახევარმცველი თორნიკე გაფრინდაშვილი 6-თვიანი იჯარით “არკაში” გაუშვა. ჩვენებურს მიმდინარე სეზონში თამაში თითქმის არ უწევდა და მოედანზე მხოლოდ 3 შეხვედრაში გამოჩნდა, ზოგჯერ კი “ზაგლებიეს” მე-2 გუნდშიც ასპარეზობდა. რაც შეეხება “არკას”, ქალაქ გდინიის კლუბი პოლონეთის პირველ ლიგაში ასპარეზობს, სადაც ლიდერია და ექსტრაკლასაში გადასვლის მთავარი კანდიდატია.
,,აი რატომ ვართ ღარიბები და რატომ გარბის ხალხი ქვეყნიდან!“ – ზვიად ტომარაძე

,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე: ,,აი რატომ ვართ ღარიბები და რატომ გარბის ხალხი ქვეყნიდან! 2023 წელს ექსპორტ–იმპორტის უარყოფითი სალდო 9,4 მილიარდი დოლარია!!! ექსპორტზე 6 მილიარდის ღირებულების საქონელი გავიტანეთ და 15,4 მილიარდის შემოვიტანეთ, თან ამ 6 მილიარდიდან 3,2 მილიარდი რეექსპორტია!!! ქვეყანა ფაქტობრივად არაფერს აწარმოებს, დამოკიდებულია ტურიზმზე და ემიგრანტების ფულად გზავნილებზე! მომსახურე ერად აქციეს ქვეყანა, როდესაც […]
“ბარსელონა” 3:1 მოიგებს და ჩემი მეუღლე დუბლს შეასრულებს” – ამბობდა ლევანდოვსკის ცოლი ელ კლასიკოს წინ

დღეს სოციალური ქსელი რობერტ ლევანდოვსკის მეუღლის ანას განცხადებამ მოიცვა, სადაც ის ელ კლასიკომდე TV3-სთან საუბარში ამბობდა, რომ ესპანეთის სუპერთასის ფინალში “ბარსელონა” 3:1 გაიმარჯვებდა, მისი მეუღლე კი დუბლს შეასრულებდა. მოგეხსენებათ, “რეალმა” “ბლაუგრანა” 4:1 გაანადუგრა, პოლონელმა კი “სამეფო გუნდს” ულამაზესი გოლი გაუტანა. ლევანდოვსკის წელს არც თუ ისე კარგი სეზონი აქვს. ჯამში მან 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც […]