თურმე აქ ჩამოვედით მოსკოვის დავალებით – ჩინეთს აყენებენ შეურაცხყოფას – ნიკოლოზ სამხარაძე

ქართული ოცნების წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ოპოზიციას საერთაშორისო ურთიერთობების “ანალიზის გაკეთების უნარი არ აქვს”. ამის შესახებ მან ჩინეთში ვიზიტის პარალელურად ისაუბრა. “ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში საგარეო პოლიტიკის და ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის გაკეთების უნარი არავის არ აქვს, უბრალოდ სასაცილო კი არა სატირალია იმის გაგება, რომ თურმე ჩვენ აქ ჩამოვედით მოსკოვის დავალებით. […]

ლაზარე გრიგორიადისი პროცესზე არ დაიკითხება და არც საბოლოო სიტყვით არ ისარგებლებს – ადვოკატი

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. უფლებადამცველი თათია მანიჟაშვილი დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე არ საუბრობს, რატომ მიიღო გრიგორიადისმა ეს გადაწყვეტილება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიონ

ვახტანგ ცინცაძე – ბოლო სამი წელია, საქართველოში საგარეო ვაჭრობის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება

ბოლო სამი წელია, საქართველოში საგარეო ვაჭრობის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს რეკორდული იყო როგორც საგარეო სავაჭრო ბრუნვის, ასევე ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლები“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა. მისი თქმით, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული ტენდენციები – 2023 წლის განმავლობაში ექსპორტის 9.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ექსპორტის […]

ივანე ჩხაიძე – გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები დეკემბრის ბოლო კვირაში 28% იყო, იანვრის პირველ კვირაში კი – 52%-ია

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელისა და „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები დეკემბრის ბოლო კვირაში 28% იყო, იანვრის პირველ კვირაში კი – 52%-ია. როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ შემთხვევების რაოდენობას გასული წლის ანალოგიურ პერიოდს (2023 წლის დასაწყისს) შევადარებთ, წლევანდელი წელი გრიპისა და გრიპისმაგვარი […]

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი – დაველოდებით და ვნახავთ, რა მოხდება წითელ ზღვაში, თუ მოგვიწევს შემდგომი ზომების მიღება, განვიხილავთ

გაერთიანებულ სამეფოს არ აქვს ინტერესი მონაწილეობა მიიღოს იემენში რაიმე ფართო კონფლიქტში, მაგრამ ელოდება და ნახავს, რა მოხდება წითელ ზღვაში, სანამ გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა შემდგომი სამხედრო დარტყმები „ჰუსიტების“ წინააღმდეგ, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა განაცხადა. „ჩვენ ყოველთვის გარკვევით ვაცხადებდით, რომ ჩვენი მიზანია არა იემენში შესვლა ან რაიმე მსგავსი, არამედ უბრალოდ ძალიან […]

ქეთევან თურაზაშვილი ნათია თურნავას მიმართავს და იმედს გამოთქვამს, რომ ის პარლამენტში ინტერპელაციის წესით პირველივე სასესიო კვირას მივა

საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას მიმართავს და იმედს გამოთქვამს, რომ ის პარლამენტში ინტერპელაციის წესით პირველივე სასესიო კვირას მივა. თურაზაშვილის თქმით, ნათია თურნავას პარლამენტში ინტერპელაციის საკითხი „მოქალაქეებმა“ პარლამენტის თავმჯდომარესთანაც დააყენეს. საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეები“ თურნავას ინტერპელაციის წესით მისვლას პენსიონერების პრობლემებთან დაკავშირებით ითხოვს. „მივმართავ ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტს, ნათია […]

ფარავნის უღელტეხილზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საფრანგეთიდან ინგლისში ლა-მანშის სრუტის გადალახვის მცდელობისას 5 მიგრანტი დაიღუპა

საფრანგეთიდან ინგლისში ლა-მანშის სრუტის გადალახვის მცდელობისას ხუთი ადამიანი დაიღუპა. ეს 2024 წელს ლა-მანშის სრუტეში დაღუპული მიგრანტების პირველი დაფიქსირებული შემთხვევაა. ექვსი მიგრანტი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. დაღუპული მიგრანტები 72 წევრიანი ჯგუფის ნაწილი იყვნენ, რომლებიც ნავით ლა-მანშის სრუტის გადალახვას ცდილობდნენ. ნავზე ბავშვებიც იმყოფებოდნენ. საძიებო სამუშაოებში საფრანგეთის საზღვაო ვერტმფრენი და სამაშველო ხომალდები იყვნენ ჩართული. 72-ვე მიგრანტი, […]

ზალუჟნი უკრაინის მიერ რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავი А-50-ის ჩამოგდებას ადასტურებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ მათმა ძალებმა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების რადიოლოკაციური დაზვერვისა და სამეთაური დანიშნულების თვითმფრინავი А-50-ი ჩამოაგდეს. ზალუჟნი ადასტურებს საჰაერო-სამეთაურო პუნქტი Ил-22-ის ჩამოგდებასაც. “უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სამხედროებმა გაანადგურეს მტრის А-50-ის ტიპის შორ მანძილზე რადიოლოკაციური ძებნის დანიშნულების თვითმფრინავი და საჰაერო მართვის პუნქტი, თვითმფრინავი Ил-22. მადლობა საჰაერო ძალებს აზოვის რეგიონში შესანიშნავად […]

ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია.