თეთრი სახლი: “ახლა სწორი დროა” ისრაელის მხრიდან ღაზაში ომის მასშტაბის შესამცირებლად

თეთრი სახლის განცხადებით, “ახლა სწორი დროა” საიმისოდ, რომ ისრაელმა შეამციროს ღაზაში თავისი ომის მასშტაბი – ისრაელის ლიდერები კი ამბობენ, რომ გააგრძელებენ ოპერაციას ღაზის მმართველი ჰამასის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული. 14 იანვარს 100 დღე შესრულდა ღაზაში ისრაელის მიერ წარმოებული ომის დაწყებიდან. და ამ განცხადებებმა გამოავლინა პოზიციების მზარდი განსხვავება ორ ახლო მოკავშირეს […]
გენერალმა ზალუჟნიმ დაადასტურა რუსული მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო ძალების სამხედროებმა გაანადგურეს რუსეთის არმიის თვითმფრინავი А-50. გენერალ ზალუჟნის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე დღეს, 15 იანვარს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, განადგურებულია მოწინააღმდეგის Ил-22-ის მართვის საჰაერო პუნქტიც. უკრაინის არმიის მთავარსარდალი საჰაერო ძალებს მადლობას უხდის აზოვის ზღვის რაიონში შესანიშნავად დაგეგმილი და ჩატარებული ოპერაციისთვის. А-50 ტიპის თვითმფრინავებს რუსეთი იყენებს შორ მანძილზე […]
ადვოკატი: გრიგორიადისი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს, არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს

მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტი ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე გრიგორიადისის ადვოკატმა განუცხადა. ლაზარე გრიგორიადისს პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. დაცვის მხარეს მტკიცებულებები უნდა წარედგინა, თუმცა სხდომაზე მოხსნა საკითხი და გააუქმა მოწმეთა დაკითხვა. “ბრალდების მხარემ მოცემულ საქმეზე დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა. […]
აეროპორტების გაერთიანება – 2023 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეკორდულ მაჩვენებელს – 1 671 016 მგზავრს მოემსახურა

2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის არსებობის მანძილზე ისტორიული იყო. გასულ წელს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მგზავრთნაკადი 2022 წელთან შედარებით, 103%-ით გაიზარდა და 1,671,017 მგზავრს მოემსახურა (2022 წელი 822,486 მგზავრი). ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, 2023 წელი რეკორდული იყო ქუთაისის აეროპორტისთვის რეისების რაოდენობის კუთხითაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის იანვარ-დეკემბერში 5,040 რეისს მოემსახურა, რაც […]
საქართველოში ზამთრის საბურავების დეფიციტია

საქართველოში ზამთრის საბურავების დეფიციტია საქართველოს ბაზარზე როგორც ახალი, ასევე მეორადი ზამთრის საბურავების დეფიციტია. მიუხედავად ამისა, როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას იმპორტიორები აცხადებენ, ფასები არ გაზრდილა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით, პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს. ცვლილებების თანახმად, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება […]
სამხარაძე: სამწუხაროა, რომ ოპოზიციურ სპექტრში საგარეო პოლიტიკის ანალიზის უნარი არავის აქვს

ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში საგარეო პოლიტიკის და ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის გაკეთების უნარი არავის აქვს. უბრალოდ, სასაცილო კი არა, სატირალია იმის გაგება, რომ თურმე ჩვენ აქ ჩამოვედით მოსკოვის დავალებით. ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ კი არ გვაყენებენ რაიმე ტიპის შეურაცხყოფას, არამედ შეურაცხყოფას აყენებენ ჩინეთს, რომელიც მშოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი […]
გურჯაანში კაცი დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში კაცი დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტაბულას უთხრა, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
გურჯაანში მეგობარმა მეგობარი დაჭრა

გურჯაანში მეგობარმა მეგობარი დაჭრა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო, ხოლო შემდეგ ქუჩაში, ფიზიკური დაპირისპირებით გაგრძელდა, რა დროსაც, 40 წლამდე კაცმა 24 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსშია” მოთავსებული, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. “პაციენტი ჩვენთან შემოყვანილ იქნა უკიდურესად მძიმე მდგომარეობით. აღენიშნებოდა ოთხი შემავალი ჭრილობა […]
ცხოველზე ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი გორში | რამდენიმე დღის წინ, ძაღლს ესროლეს

გორში ცხოველზე ძალადობის კიდევ ერთი ფაქტის შესახებ ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ძაღლს იარაღიდან ესროლეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა ახლახან გახდა ცნობილი. ცხოველი გადარჩა და ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. გამოძიება კი 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. იხილეთ ასევე: · გორში კატას სცემეს | ძაღლის დაჭრისთვის დაკავებულს, ბრალი წაუყენეს
ბაქოში ძლიერი აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი

აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბინაგადის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახელოსნოში ძლიერი აფეთქება მოხდა. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, დაღუპულია ორი ადამიანი. არიან დაშავებულებიც. შემთხვევის ადგილზე 15 სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. ამ ეტაპზე, დამატებითი ცნობები არ ვრცელდება.