სადაზღვევო კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას”100%-იანი ზრდა

რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ 2023 წელს დადებითად აფასებს. 2023 წელი ბენეფიტსისთვის გამორჩეულად წარმატებული აღმოჩნდა, რაზეც 100%-იანი ზრდის მაჩვენებლები ნათლად მეტყველებს: 2023 წელს კომპანიის მიერ მოზიდულმა პრემიამ – 39 921 077 ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შედეგებთან შედარებით 100%-იანი ზრდის მაჩვენებელია. აღნიშნული წლიური პროცენტული ზრდა ნებისმიერი ქართული თუ საერთაშორისო კომპანიისთვის სამაგალითო და […]

საქართველო „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს

საქართველო „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს. ვაშინგტონში გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე, რომელსაც „ვენდისის“ აშშ-სა და 30 სხვა ქვეყნის ფრანჩიზების 2000-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, საქართველოს „ვენდისი“ რესტორნების ქსელის დინამიური განვითარების, გაყიდვების რეკორდული ზრდის, სტუმრების ნაკადის მნიშვნელოვანი მატების, სწრაფი მომსახურების და სურსათის უსაფრთხოების უახლესი სტანდარტებისთვის დააჯილდოვეს. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე არსებული „ვენდისის“ რესტორნის გენერალური მენეჯერი ნათია […]

ბენ ჰოჯესი – ვინც ყირიმს გააკონტროლებს, ამ ომში ის გაიმარჯვებს

ყირიმი უკრაინის ტერიტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, – ამის შესახებ გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა, ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯსმა გამოცემა Sestry-თან ინტერვიუში განაცხადა. „ეს არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით „გადამწყვეტ ტერიტორიას“ და ვინც ყირიმს გააკონტროლებს, ჩემი აზრით, ის მოიგებს ამ ომს. არა მგონია, უახლოეს მომავალში მოხდეს სახმელეთო შეტევითი ოპერაცია ნახევარკუნძულზე, […]

ოლეგ ჟდანოვი – უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე პოზიციური ომი მიმდინარეობს და, სამწუხაროდ, მოწინააღმდეგეს აქვს უპირატესობა, მაგრამ უკრაინაში ვითარება სტაბილურია და ქვეყანა შეძლებს მორალურად და ფსიქოლოგიურად გაუძლოს

უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე რუსეთის ტაქტიკასა და სტრატეგიაზე უკრაინასთან მიმართებაში, უკრაინისთვის ამერიკისა და ევროპის დახმარებაზე, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ დასავლეთის ბანკებში რუსული აქტივები რუსეთს ჩამოერთვას და უკრაინის აღდგენას მოხმარდეს „ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ სამხედრო ექსპერტს, ოლეგ ჟდანოვს ესაუბრა. – ბატონო ოლეგ, 2024 წელი ახალი დაწყებულია, მაგრამ, ვხედავთ, რომ გასული წლის ბოლოდან მოყოლებული რუსეთის შეიარაღებული […]

გივი მიქანაძე – პოლიტიკოსები, რომელთაც ახალი ოპოზიციური გაერთიანების წარმოდგენა უნდათ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები არიან – ეს პირდაპირი მნიშვნელობით არის პროექტი „ნაციონალური მოძრაობა-2“

პოლიტიკოსები, რომელთაც ახალი ოპოზიციური გაერთიანების წარმოდგენა უნდათ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები არიან – ეს პირდაპირი მნიშვნელობით არის პროექტი „ნაციონალური მოძრაობა-2“, – აღნიშნული განცხადება პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააკეთა. მიქანაძე იმასაც ამბობს, რომ მათი კოორდინაცია, გადაჯგუფება არაფრის მომტანი იქნება, რასაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები დაადასტურებს. “ნიკა მელიას, ლელო-ხაზარაძის, სავარაუდოდ, გიორგი გახარიასა და შემდგომ […]

ღაზიდან ისრაელის ქალაქ ნეთივოთის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა ისროლეს

ღაზიდან ისრაელის ქალაქ ნეთივოთის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. ისრაელის სამხრეთში მდებარე ქალაქ ნეთივოთის ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ნეთივოთზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველაზე დიდი მასშტაბის სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. მაგენ დავიდ ადომის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიუღიათ.

ილია დარჩიაშვილმა იტალიის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მასიმილიანო დ’ანტუონოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მიულოცა იტალიელ დიპლომატს საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. „მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ კავშირებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც ეფუძნება […]

ლევან იოსელიანი ანკარაში გაემგზავრება

16-17 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ანკარაში მიემგზავრება, სადაც ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს თურქეთის რესპუბლიკის მთავარ ომბუდსმენთან შერეფ მალკოჩთან, ადამიანის უფლებათა და თანასწორობის ინსტიტუტის თავმჯდომარესთან პროფესორ, მუჰამერ კილიჩთან და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებთან. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართება ოფიციალური შეხვედრები იუსტიციის მინისტრთან, ილმაზ თანჩთან, პარლამენტის ქალთა და მამაკაცთა თანაბარი შესაძლებლობების კომიტეტის თავმჯდომარესთან, […]

დღეიდან უცხოელებისთვის აია-სოფიაში შესვლა ფასიანი გახდა – რა თანხის გადახდა მოუწევთ ტურისტებს?

იანვრიდან აია-სოფიაში უცხოელი ტურისტების შესვლა ფასიანი გახდა. თურქული მედიის ინფორმაციით, აია- სოფიაში შესვლის საფასური 25 ევროს ექვივალენტი იქნება. ამასთან, მედიის ინფორმაციით, 15 იანვრიდან აია-სოფიაში უცხოელი ტურისტებისა და თურქეთის მოქალაქეებისთვის ცალკე შესასვლელები მოეწყო. შეგახსენებთ, რომ 2020 წლიდან, მას შემდეგ, რაც აია-სოფიას მუზეუმის სტატუსის ნაცვლად მეჩეთის სტატუსი აქვს, ტაძარში შესვლა ყველასთვის, მათ შორის ტურისტებისთვისაც უფასო იყო.

ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი […]