დავოსში ვიზიტი უკრაინის პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრით დაიწყო

დავოსში ვიზიტი უკრაინის პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრით დაიწყო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ და იენს სტოლტენბერგმა შეხვედრაზე ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები განიხილეს. საუბარი შეეხო უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომ გაძლიერებას, ნატოს ვაშინგტონის სამიტისთვის მზადებასა და პარტნიორებთან მუშაობას უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებზე, რომელიც გასულ ზაფხულს, G7-ის ფარგლებში გაფორმდა და ძალაში იქნება უკრაინის ნატოში გაწევრიანებამდე. ზელენსკიმ ჩრდილოატლანტიკური […]

მერიას 11 მილიონ ლარზე მეტი აქვს გადახდილი წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებისთვის, რომლებთანაც ხელშეკრულებები გაწყვიტა

თბილისის მერიას იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ევალებოდათ და რომლებთანაც ხელშეკრულებები გაწყვიტა, ჯამში 11 მილიონ ლარზე მეტი აქვს გადახდილი [11 613 964]. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მერიას შპს “ერ ტე დე”-სთან 9 017 949.94-ლარიანი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. მას ცაბაძის ქუჩიდან გვეტაძის ქუჩამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობა ევალებოდა. კომპანიამ თანხის მხოლოდ 34% – […]

ჯუღელი ერ-რიადშია და “ნაპოლის” წარმომადგენლებს ხვდება – ფეხბურთელის ახალი კონტრაქტის დეტალები ცნობილია

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადშია და “ნაპოლის” წარმომადგენლებს ხვდება, ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს. წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და მალე ხვიჩა “პარტენოპეისთან” ხელს ახალ ხელშეკრულებას მოაწერს. “კვარაცხელია წელიწადში 1.3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც იტალიურ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასია. ეჭვგარეშეა, რომ ქართველის კონტრაქტი გადახედვას საჭიროებს, ჩვენი ინფორმაციით, აურელიო დე […]

“მანჩესტერ იუნაიტედის“ ბოლო კომბინაცია ვან გაალის დროს ვნახე” – გარი ნევილმა ტენ ჰაგი გააკრიტიკა

“მანჩესტერ იუნაიტედის’ ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა “მანკუნიანელთა” შესახებ ისაუბრა და ერიკ ტენ ჰაგი გააკრიტიკა. ნევილის თქმით, ნიდერლანდელი სპეციალისტი “იუნაიტედში” საკუთარი იდეების განხორციელებას ვერ ახერხებს. “ბოლოს, როცა “იუნაიტედის” თამაშში კომბინაცია და ზუსტი პასების სერია ვნახე, ვან გაალის დროს იყო. ახლა კი უმეტესწილად ფეხბურთელი ბურთს უმისამართოდ იგერიებს. ამით გაკვირვებული ვარ, რადგან ტენ ჰაგმა “აიაქსში” ფანტასტიკური გუნდი შექმნა, […]

ოფიციალურად: “რომამ” ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა

“რომამ” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა, ამის შესახებ ინფორმაცია რომაულმა კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, “ჯალოროსი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-9 ადგილს იკავებდა. “რომას” პრესსამსახურის ცნობით, გუნდის დროებითი მწვრთნელის ვინაობას კი უახლოეს მომავალში გავიგებთ. ცნობისთვის, მოურინიო “მგლებს” 2021 წლიდან წვრთნიდა. რომას გულშემატკივარი ვარ მაურინიო როგორც მწვრთნელი კარგი მწვრთნელია მაგრამ ძაან წვალობდა […]

ჩინეთი და შვეიცარია სავაჭრო კავშირების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

ჩინეთი და შვეიცარია სავაჭრო კავშირების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ, – ინფორმაციას “დოიჩე ველე” ავრცელებს. “ჩინეთმა და შვეიცარიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაძლიერებლად და ორმხრივი კავშირების გაღრმავების მიზნით”, – განაცხადა შვეიცარიის მთავრობამ. როგორც მედია წერს, ჩინეთი თანახმაა შვეიცარიის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლაზე. ამასთან, შვეიცარიის მთავრობა გაამარტივებს სავიზო რეჟიმს როგორც ჩინეთის მოქალაქეებისთვის, ისე – საწარმოებისთვის, რომლებიც […]

საქართველო „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს

საქართველო „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს. ვაშინგტონში გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე, რომელსაც „ვენდისის“ აშშ-სა და 30 სხვა ქვეყნის ფრანჩიზების 2000-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, საქართველოს „ვენდისი“ რესტორნების ქსელის დინამიური განვითარების, გაყიდვების რეკორდული ზრდის, სტუმრების ნაკადის მნიშვნელოვანი მატების, სწრაფი მომსახურების და სურსათის უსაფრთხოების უახლესი სტანდარტებისთვის დააჯილდოვეს. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე არსებული „ვენდისის“ რესტორნის გენერალური მენეჯერი ნათია […]

საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ასეთ ფორუმში უაღრესად მნიშვნელოვანია – რევაზ ლომინაძე დავოსის ფორუმზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რევაზ ლომინაძის განმარტებით, დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა, უაღრესად მნიშვნელოვანია. “დავოსის წლევანდელ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, საქართველოს […]

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართველი ფეხბურთელი FIFA-ს საუკეთესო ფეხბურთელების ათეულშია

ლონდონში ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია – „The Best FIFA Football Awards 2023“ გაიმართა. საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის მოხვდა ხვიჩა კვარაცხელიაც, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის სამინისტრო ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს. საქართველოს ნაკრებისა და კლუბ „ნაპოლის“ წევრი 7 ქულით სიაში მე-10 ადგილზე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფინალშიც გავიდა და […]

„თეგეტა მოტორსი“ აზერბაიჯანში MOTUL-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

„თეგეტა მოტორსი“ ფრანგულ ბრენდს, MOTUL-ს საქართველოს შემდეგ აზერბაიჯანშიც ოფიციალურად წარმოადგენს. სადილერო ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და MOTUL-ის პროდუქცია იანვრიდან ხელმისაწვდომია როგორც „თეგეტას“ წარმომადგენლობაში, ისე კორპორაციული და საბითუმო გაყიდვების საშუალებით. „თეგეტა მოტორსი“ MOTUL-ს საქართველოში 2010 წლიდან წარმოადგენს და მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით ლიდერის პოზიციას იკავებს. 2021 წელს კომპანიამ MOTUL-ის 310 ტონა ზეთი გაყიდა, 2022-ში – 400 ტონა, გასული […]