მედია: რუსეთის მოქალაქემ რუსეთიდან საქართველოში კვერცხუჯრედების უკანონოდ გადატანა სცადა

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის მოქალაქე ქალმა რუსეთიდან საქართველოში სინჯარებით 2.5 მილიონი რუბლის ღირებულების კვერცხუჯრედების გადმოტანა სცადა, ის ვლადიკავკაზში საბაჟო შემოწმებისას დააკავეს. 36 წლის ქალი ბიოლოგიური მასალის საქართველოში ჩამოტანას ინ ვიტრო განაყოფიერების გასაკეთებლად ცდილობდა, თუმცა არ ჰქონდა ლიცენზია ფედერალური სამსახურისგან სინჯარების ლეგალურად ტრანსპორტირებისთვის. მედიის ინფორმაციით, ქალმა ბიოლოგიური მასალა პეტერბურგის ერთ-ერთი კლინიკისგან მიიღო და საქართველოში გადმოტანას ცდილობდა, […]
ვაკე-საბურთალოს და მთაწმინდა-კრწანისის ნაწილს წყლის მიწოდება სულ მცირე 31 საათით შეუწყდება

ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება სულ მცირე 31 საათით შეუწყდება. GWP მიზეზად წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე აუცილებელ გადაერთებით სამუშოებს ასახელებს. ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 17 იანვარს, ღამის 01:00 საათზე დაიწყებენ. “აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 17 იანვარს, ღამის 01:00 საათიდან, 18 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის და ყაზბეგის გამზირების […]
რესპუბლიკელი ვივეკ რამასვამი აშშ-ს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოეთიშა

აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რბოლას რესპუბლიკელი ვივეკ რამასვამი გამოეთიშა. 38 წლის რამასვამიმ, რომელიც ახალბედა პოლიტიკოსად ითვლება, არჩევნებში მონაწილეობის შეწყვეტის გადაწყვეტილება აიოვას კოკუსის შემდეგ მიიღო, სადაც რესპუბლიკელების შიდაპარტიულ კენჭისყრაზე იგი, ხმების 7.7%-ით, მეოთხე ადგილზე გავიდა. რბოლის შეწყვეტის შემდეგ რამასვამიმ მხარდაჭერა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გამოუცხადა. ბიოტექნოლოგიის სფეროს ანტრეპრენერმა და ახალბედა პოლიტიკოსმა რამასვამიმ მეტწილად საკუთარი […]
ტექინსპექტირების საფასური შესაძლოა 50%-ით გაიზარდოს

ტექინსპექტირების საფასური შესაძლოა 50%-ით გაიზარდოს ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი შიოლაშვილის განცხადებით, დადგა დრო, რომ ტექინსპექტირების საფასური გადაიხედოს. როგორც მან „კომერსანტთან“ განაცხადა, სექტორი სხვადასხვა მიზეზის გამო ტექინსპექტირების მომსახურების საფასურის 50%-ის ფარგლებში გაზრდას მოითხოვს. მისი თქმით, აღნიშნული მომსახურება სათანადო დონეზე რომ ჩატარდეს, აუცილებელია ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური აღჭურვილობის განახლება, რაც დიდ ინვესტიციებთანაა დაკავშირებული. ამავდროულად ბოლო პერიოდში […]
აზერბაიჯანში აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა – საგარეო

აზერბაიჯანში აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა – საგარეო ბაქოში, ხანძარში დაღუპულთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა. – ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ “დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან”. – ნათქვამია განცხადებაში. 15 იანვარს ბაქოში, მდებარე ავეჯის სახელოსნოში აფეთქება მოხდა. შემთხვევის დროს დაიღუპა სულ მცირე 6 და დაშავდა 24 ადამიანი.
La Gazzetta Dello Sport Georgia-ს ოფიციალური პრეზენტაცია, იტალიელ სტუმრებთან ერთად, 31 იანვარს “რესპუბლიკაში” გაიმართება

როგორც 2 თვის წინ გახდა ცნობილი, SMH Sports-ი ევრაზიის ქვეყნებსა და საქართველოში მსოფლიოს ნომერ პირველი სპორტული მედიაპლატფორმის, La Gazzetta Dello Sport-ის ექსკლუზიური ფრანჩიზის მფლობელი გახდა. 31 ინვარს “რესპუბლიკაში” მსოფლიოს უძველესი და ისტორიული სპორტული მედიის, La Gazzetta Dello Sport-ის ქართული ვერსიის, La Gazzetta Dello Sport Georgia-ს პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას ცნობილი სპორტსმენები, მედიის, სპორტის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები […]
„საქართველოსთვის“ პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება „ჯორჯიან მანგანეზთან“ დაკავშირებით

პარტია „საქართველოსთვის“ გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართავს, რომ დაიწყოს გამოძიება „ჯორჯიან მანგანეზთან“ დაკავშირებით, რომელიც, თითქმის, 7 წელია სპეციალური მართვის რეჟიმში ოპერირებს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა, დღეს, 16 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც დაუშვილი ამბობს, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი სპეციალური მმართველის არაეფექტიან მართვაზე, რითაც მისი თქმით, ილახება სახელმწიფოს და ასევე მოქალაქეების კანონიერი ინტერესები, რადგან შესაძლოა, ადგილი […]
ნინო კალანდაძე – ჩინეთთან ურთიერთობის საწინააღმდეგო არაფერია, მაგრამ აქ კითხვის ნიშანს აჩენს, რატომ დღეს?

ჩინეთთან ურთიერთობის საწინააღმდეგო არაფერი არ არის, აქ კითხვის ნიშანს აჩენს, რატომ დღეს? – როდესაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში იყო, ძალიან ღიად აკრიტიკებდა ჩინეთთან არა სტრატეგიულ, არამედ ეკონომიკურ ურთიერთობებს, მაშინ სტრატეგიულ ურთიერთობებზე საუბარი არ იყო, – ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ თანადამფუძნებელმა, ნინო კალანდაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი […]
საბა ბუაძე – კალაძე და თბილისის მერია ჩვენი ქალაქის ბიუჯეტს ეპყრობა, როგორც საკუთარ ჯიბეს – ჰგონიათ, როგორც თავად გადაწყვეტენ, შეუძლიათ ვიღაცას გაუფორმონ ხელშეკრულება და ვიღაცას შეუწყვიტონ

კალაძე და თბილისის მერია ჩვენი ქალაქის ბიუჯეტს ეპყრობა, როგორც საკუთარ ჯიბეს და ჰგონიათ, რომ როგორც თავად გადაწყვეტენ, შეუძლიათ ვიღაცას გაუფორმონ ხელშეკრულება და ვიღაცას შეუწყვიტონ, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის საკრებულოს წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა, რითაც თბილისის მერიის მიერ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტას გამოეხმაურა. მისივე თქმით, თბილისის მერიამ […]
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მაღაზიათა ქსელ „მეგატექნიკის“ მიერ მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევა დაადგინა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მაღაზიათა ქსელ „მეგატექნიკის“ მიერ მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევა დაადგინა. ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, შესწავლის შედეგად დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან – მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების და ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს […]