თურნავა: ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია, თუმცა, რისკები მაინც არსებობს

ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ დაუბრუნდება შედარებით დაბალ ნეიტრალურ დონეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარანტირებული არაა, რადგან რისკები მაინც არსებობს… ახლა გამოწვევა ისაა, რომ გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს ზრდის გაგრძელების საშუალება არ მივცეთ და ისინი მიზნობრივთან ახლოს დარჩეს. ზომიერად მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნება კი ცენტრალური ბანკის პოლიტიკის მიმართ მეტ […]

კალაძე წერეთლის რეაბილიტაციაზე: ზოგადად, პრობლემაა კვალიფიციური მუშახელის

მესმის, რომ მცირე დროა დარჩენილი, მაგრამ იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგება, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, დათქმულ ვადებში დასრულდება მიმდინარე სამუშაოები… სამწუხაროა, რომ კონტრაქტორმა კომპანიებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ეს მხოლოდ მერიას არ ეხება. ზოგადად, პრობლემაა კვალიფიციური მუშახელის. გარკვეული დრო დასჭრდება, რომ ამ მიმართულებით […]

უკრაინული მედია: უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგში ნავთობბაზას დაარტყეს

“უკრაინსკა პრავდა” უკრაინის სპეცსამსახურებში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღამით უპილოტო საფრენი აპარატების მიერ რუსეთის ლენინგრადის ოლქსი ნავთობის საცავზე თავდასხმა თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო. “ეს არის თავდაცვის სადაზვერვო ოპერაცია, უკრაინის თანამედროვე საშუალებების ჩართულობით. მონაცემთა შეგროვება გრძელდება, დადასტურებულია სამიზნეებზე დარტყმები. ამიერიდან სამხედრო ობიექტები სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის რეგიონში – უკრაინული ძალების ხელმისაწვდომობის ფარგლებშია”, – […]

პუტინმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს “დაპყრობილი” უწოდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებს “დაპყრობილს” უწოდებს და ამბობს, რომ მათი დაბრუნებას არ აპირებს. პუტინმა განცხადება მისივე შეფასებით, “ე.წ. მშვიდობის ფორმულებზე” საუბრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება შეუძლებელია. “რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესს, ეს არის მცდელობა რომ უარი გვათქმევინონ იმ დაპყრობებზე, რომელიც ამ დროის განმავლობაში განვახორციელეთ. ყველას ესმის რომ ეს შეუძლებელია: მათ, […]

პეტერბურგზე დრონით შეტევა სავარაუდოდ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოპერაცია იყო

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოპერაცია იყო. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს სპეცსამსახურებში ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. გამთენიისას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ერთი „უკრაინული“ დრონი მოსკოვის ოლქში „გაანადგურეს“, ერთი კი „გზად დაიჭირეს“ ლენინგრადის ოლქში. რუსეთის ხელისუფლებას, განსხვავებით ქალაქ სანქტ-პეტერბურგისგან, რომელსაც საბჭოთა […]

,, ერად ვიქეცით!” – თორნიკე შარაშენიძე

ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე: ,,კარგია როცა ერი ერთდღიანი თემებით ცხოვრობს (ოსიმენისა და ჯუღელის შერკინება, ანიტას ცეკვა). კარგია, რადგან ყველა ერთ თემაზე მსჯელობს. ერად ვიქეცით!”

,, ავდექი, საკუთარ მუცელს შევხედე და აშკარად ფეხი გამომდის მუცლიდან – სიგურნი უივერივით” – თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,გუშინწინ ალეს ვეთამაშებოდი და უცებ, მუცელში თითქოს ფეხი გამენასკვა, ეგეთი შეგრძნება დამეუფლა. ავდექი, საკუთარ მუცელს შევხედე და აშკარად ფეხი გამომდის მუცლიდან – სიგურნი უივერივით, Alien-ში. გაკვირვებულმა გიგას გავხედე – გაფითრებული მიყურებს, თითქოს ელოდება რომ უცხოპლანეტელს გავაჩენ. მაგრამ ნურას უკაცრავად – 15-20 წამში მუცელი გასწორდა. ეცა ტელეფონს, დაურეკა ვახო კალოიანს, მიშველე ეს […]

,,წინასანათლისღებო ანეკდოტი…“ – დავით ქართველიშვილი

,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი: ,,წინასანათლისღებო ანეკდოტი… სამოთხეში, ედემის ბაღში შემოსასვლელ ჭიშკართან ფულადი კუპიურების რიგია: ლარიანები, ორლარიანები, ხუთლარიანები, ათლარიანები…ალაგალაგ ოცლარიანებსაც წააწყდა თვალი. ამ გრძელ რიგში ვიღაცას ისიც აქვს მოყოლილი, რომ პირადად უნახავს რამდენიმეჯერ 50 და 100-ლარიანებიცო. ამ პროცესიას მიუახლოვდა ორი 100-დოლარიანი კუპიურა, რომლებმაც სიცოცხლეშივე დამახასიათებელი “ნაგლობით” ურიგოდ განიზრახეს სამოთხეში მოხვედრა, თუმცა ჭიშკართან მკაცრად გააჩერეს და […]

ფოლკნერის რომელ რომანს ისურვებდით სერიაში „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“?

ახალი პროექტის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ პირველი წიგნი ცნობილია, მაგრამ რა იქნება შემდეგი? ამის განსაზღვრა თქვენც შეგიძლიათ. მიეცით ხმა სასურველ ავტორსა და ნაწარმოებს და შექმენით თანამედროვე ბიბლიოთეკა საკუთარ თაროებზე. ხმის მიცემა კვლავ გრეძელდება. ამ ეტაპზე კი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მწერლად უილიამ ფოლკნერი სახელდება. ჩვენ გიზიარებთ საინტერესო ფაქტებს მწერლის შესახებ, თქვენ […]

უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგში ნავთობბაზას დაარტყეს

სანქტ-პეტერბურგში 18 იანვრის ღამით უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ეს არის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოპერაცია თანამედროვე უკრაინული საშუალებების გამოყენებით. მონაცემთა შეგროვება გრძელდება, დადასტურებულია სამიზნეებზე დარტყმები“, – განაცხადა მედიასთან საუბარში წყარომ, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენელია. კითხვაზე, პირველად შეუტიეს თუ არა უკრაინულმა დრონებმა ლენინგრადის ოლქს, […]