ხატია დეკანოიძე – ოპოზიციამ უნდა აჩვენოს სრული კონტრასტი „ქართულ ოცნებასთან“ – თუ არ იქნება სრული კონტრასტი, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ძალიან გაგვიჭირდება

ოპოზიციამ უნდა აჩვენოს სრული კონტრასტი “ქართულ ოცნებასთან” – თუ არ იქნება სრული კონტრასტი, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ძალიან გაგვიჭირდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. როგორც ამ კონტექსტში დეკანოიძემ აღნიშნა, მისი ინტერესია ესაუბროს მათ და იმ ადამიანებთან ერთად იყოს, ვინც არის ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” კონტრასტი. ამასთან, დეკანოიძის თქმით, ოპოზიციის სამომავლო […]
კახა კალაძე – არ ვიცი რამდენად სწორი იქნება კომენტარის გაკეთება იმაზე, გახარია რამდენჯერაც გამოვა და რაღაცას იტყვის – ვიცით, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაშია

რეალურად ვიცით, რომ გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაშია და მათთან თანამშრომლობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, გახარიას ბოლოდროინდელი განცხადებები არის სპეკულაცია, რომელიც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ მისმა პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახოს. „არ ვიცი რამდენად სწორი იქნება კომენტარის […]
ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე – ალიანსს რუსული აგრესიისგან თავის დაცვა სრულად შეუძლია

ნატო-ს რუსული აგრესიისგან თავის დაცვა სრულად შეუძლია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ბორის რუგემ განაცხადა. „ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენ რუსეთის უკეთ შეკავებაზე ვმუშაობთ და საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის ნებისმიერი ტიპის აგრესიისგან დავიცავთ თავს“, – განაცხადა ბორის რუგემ. ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა ალიანსისთვის ნომერ პირველ […]
“იმის “ერთი ადგილიც” არ ჰქონდა, ჩემი ვიდეო ბოლომდე განეთავსებინა” – კალაძე ხაზარაძეზე

“იმის “ერთი ადგილიც” არ ჰქონდა, ჩემი ვიდეო ბოლომდე განეთავსებინა” – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ლელო – საქართველოსთვის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ გუშინ, 17 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კახა კალაძის ვიდეოს. საუბარია ძველ ვიდეოზე, რომელშიც კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილს აქებს. კალაძის მტკიცებით, ვიდეოში ის საუბრობს “პრობლემებზე და მძიმე ფაქტებზე, რომელიც მაშინ ხდებოდა”, თუმცა მისივე […]
პროტესტები ბაშკირეთში – ქუჩაში „ათასობით ადამიანი“ გამოვიდა

რუსეთის რეგიონ ბაშკირეთში, ქალაქ ბაიმაკში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მედიის ცნობით, ათასობით ადამიანი გამოვიდა ოპოზიცინერი აქტივისტის, ფაილ ალსინოვის სასამართლო განაჩენის გასაპროტესტებლად. გარდა ამისა, ისინი რეგიონის ხელმძღვანელის გადადგომასაც ითხოვენ. ადგილობრივი რუსული მედიის ცნობით, აქციაზე მობილიზებულნი არიან ძალოვნებიც, მათ შორის ОМОН – რუსული მილიციის სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელმაც ხალხის წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა. არიან დაკავებულებიც, მაგრამ მათი ზუსტი რაოდენობა […]
„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას ხელსაყრელ ფასად სთავაზობს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს გადაცემათა კოლოფში ორიგინალი ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას ხელსაყრელ ფასად – 225 ლარად სთავაზობს. ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეთავაზება ტოიოტას ბრენდის ნებისმიერ ჰიბრიდულძრავიან მოდელზე ვრცელდება, სარგებლობას კი მხოლოდ ფიზიკური პირები შეძლებენ. როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა, გადაცემათა კოლოფის ტიპიდან გამომდინარე, 40 000-დან 80 000-მდე კმ […]
19-20 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-20 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. 21 იანვარს დღის ბოლოდან გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21 იანვარს კი […]
პირველი შემთხვევა არაა, რომ კონტრაქტორები ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ წერეთლის გამზირზე დათქმულ ვადაში – იანვრის ბოლოს საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება. „მესმის, რომ მცირე დროა დარჩენილი, მაგრამ იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგება, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, დათქმულ ვადებში დასრულდება მიმდინარე სამუშაოები“, – აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ქვეყანაში კვალიფიციური […]
პური – 10 ლარი, ხაჭაპური 45 ლარი – სოციალურ ქსელში გუდაურში გაზრდილ ფასებზე წერენ

„გუდაურს დღეს ტურისტი აღარ ჰყავს!“ – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში კინორეჟისორი თამუნა სულამანიძე გუდაურში კვებისა და ტურისტებისთვის განკუთვნილ სხვა ობიექტებში არსებულ გაზრდილ ფასებს. მისი თქმით, მაღალი შემოსავლების მქონე ტურისტული სეგმენტი იგივე ხარჯით ალპებში ისვენებს, სადაც საფეხმავლო ბილიკებიცაა, შიდა საზოგადო ტრანსპორტიც, დასუფთავებაც, საბავშვო რეკრეაციული ზონებიც, კინოთეატრებიც და საახალწლო განწყობაც. მისი ინფორმაციით, კვების ობიექტებში პური 10 ლარი […]
ენმ-მ კახა კალაძე კორუფციაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის მერი კახა კალაძე კორუფციულ საქმიანობაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. “ჩვენ მივმართავთ კახა კალაძეს, თბილისის მერს, უახლოეს დღეებში ტარდება საკრებულოს სხდომა, ჩვენ მოვუწოდებთ მას, მოვიდეს და პასუხი გასცეს არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის კითხვებს მის მიმართ რომლებიც არსებობს, არამედ თბილისელების კითხვას წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მათ შორის, დიღმის ჭალებთან […]