კალაძე ხაზარაძეზე: ჩემი ვიდეო მოჭრა – ერთი ადგილი არ ეყო, ის ბოლომდე დაედო

თბილისის მერი, კახა კალაძე ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ Facebook-ზე მისი ვიდეოს გამოქვეყნებას გამოეხმაურა. კალაძის თქმით, ხაზარაძემ ვიდეო მოჭრა და იმის “ერთი ადგილი არ ეყო”, რომ ის სრულად დაედო. “მამუკა ხაზარაძის პიროვნება მაგაშიც იკვეთება, თუ რა ადამიანია და როგორი წარსულის მქონე პიროვნებაა. ჩემი ვიდეო განათავსა და ერთი ადგილიც არ ეყო, ის ბოლომდე დაედო. მიჭრა-მოჭრა და […]

მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგის მიღმა | ღარიბაშვილმა დავოსის ფორუმი სისხლში ტყვიის შემცველობაზე საუბრისთვის გამოიყენა

დავოსის ეკონომიკური ფორუმი დასასრულს უახლოვდება, სადაც პრემიერი ღარიბაშვილი მხოლოდ ერთადერთ ფორუმზე იყო წარდგენილი. ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც განხილვის მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარეო ომი იყო, ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ჰაერში ტყვიის შემცველობაზე, როგორც გლობალურ პრობლემაზე ისაუბრა. ღარიბაშვილი აღნიშნულ პანელზე ტანზანიის ინვესტიციების მინისტრთან და USAID-ის ხელმძღვანელთან ერთად იყო წარმოდგენილი. “ტყვიით მოწამვლა ნამდვილად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალური გამოწვევა […]

პირველი შემთხვევა არაა, რომ კონტრაქტორები ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა | კალაძე წერეთელზე

მესმის, რომ მცირე დროა დარჩენილი, მაგრამ იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგება, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, დათქმულ ვადებში დასრულდება მიმდინარე სამუშაოები, – ამბობს კახა კალაძე და ირწმუნება, რომ წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგება. მერის თქმით, ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობაა, რის გამოც, მასშტაბური პროექტების განხორციელებისას, მათი მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები ხშირად […]

“ევრაზიის ახალი განთიადი“ – დავოსში დღეს დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას

“ევრაზიის ახალი განთიადი” – ასეთი სახელწოდება აქვს დავოსში დღეს დაგეგმილ პანელურ დისკუსიას, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმის მონაწილეები მთავარ აქცენტს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე გააკეთებენ. კიდევ ერთ პანელურ დისკუსიაზე ერთ-ერთ სპიკერად იყო წარმოდგენილი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. განხილვის თემა ამჯერად ადამიანის სისხლსა და ჰაერში ტყვიის შემცველობის გლობალური პრობლემები იყო. საქართველოს პრემიერი შეხვედრაზე USAID-ის […]

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მომსახურება კიდევ უფრო კომფორტული გახდა – მარიამ ქვრივიშვილი

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მომსახურება კიდევ უფრო კომფორტული გახდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მოგზაურებისთვის. დღეიდან უკვე ფუნქციონირებს 700 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი, თვის ბოლომდე კი სრულად ამოქმედდება ტერიტორიის განათების განახლებული სისტემა. ჩვენი მიზანია, რომ ქუთაისის აეროპორტი სრულად პასუხობდეს მომსახურების საუკეთესო საერთაშორისო მოთხოვნებს,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტი […]

საქართველოში ბიზნეს სექტორის ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია – ეროვნული ბანკი

საქართველოში ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებიდან ხდება ცნობილი. სებ-ის მიერ დეკემბერში ბიზნეს სექტორთან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ინფლაციური მოლოდინები არის შემცირებული. ეს ქვეყანაში ინფლაციის კლებას უკავშირდება, რამაც დეკემბერში 0.1% შეადგინა, ეს უკანასკნელი წლების მინიმალური მაჩვენებელია. „ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. კერძოდ, მნიშვნელოვნად დაკლებულია იმ […]

ბაზისბანკმა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტისთვის სახელობითი სტიპენდია დააწესა

ბაზისბანკმა, პროექტის “დააფინანსე შესაძლებლობა” ფარგლებში და თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდთან პარტნიორობით, უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მიზანდასახული და შედეგებზე ორიენტირებული სტუდენტისთვის სახელობითი სტიპენდია დააწესა. ბაზისბანკის სტიპენდიანტი ყოველთვიურ, 300-ლარიან სტიპენდიას მთელი აკადემიური წლის განმავლობაში მიიღებს. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, მიღებული სტიპენდიით პროგრამირების კურსის გავლას გეგმავს, რაც მას პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება. „ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური […]

ნაციონალურმა მოძრაობამ წერეთლის რეაბილიტაციის პროცესის გამოსაძიებლად პროკურატურას მიმართა

ნაციონალურმა მოძრაობამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. პარტიის წევრებმა დღეს საგამოძიებო უწყებაში წერილი მიიტანეს. ისინი დედაქალაქის მერს კახა კალაძეს კორუფციაში ადანაშაულებენ. “კახი კალაძის კორუფციული სქემები არის სისხლის სამართლის დანაშაული. როდესაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყებოდა, მან გარდაბნის ქართული ოცნების საკრებულოს წევრის მამას გაუფორმა ათეულობით მილიონიანი ლარის კონტრაქტი და დღეს ეს თანხა უბრალოდ მიითვისეს, […]

ნატა ფერაძე სამების ტაძარზე: ეს არის კორუფციის მთავარი ტაძარი საქართველოში … ის მე შეურაცხმყოფს

ეს არის კორუფციის მთავარი ტაძარი საქართველოში… ის მე შეურაცხმყოფს – ასე მოიხსენიებს სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სამების საკათედრო ტაძარს ინტერნეტ გამოცემა Sova.news-სთან ინტერვიუში. შეკითხვაზე, როდესაც ქვეყნის მთავარ ტაძარში მივიდა და სტალინის გამოსახულებით ხატს საღებავი შეასხა, ალბათ ესმოდა, რომ ხდებოდა რადიკალური ჯგუფების სამიზნე, როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება და დაფიქრდა თუ არა რისკებზე, ნატა ფერაძე პასუხობს: „ვერ […]

ცნობილია იმ პირთა კატეგორია, ვისაც საპენსიო დანამატი გაეზარდა

ჩერნობილის ბირთვულ ობიექტზე კატასტროფის დროს დაზარალებულებისა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრების საპენსიო შემწეობა გაიზარდა, – ამის შესახებ „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 იანვრის დადგენილებაშია აღნიშნული. აღნიშნული კატეგორიის პირებისთვის პენსია 7 ლარს შეადგენდა. დადგენილების თანახმად კი, 40 ლარამდე გაზრდილ პენსიას შემდეგი კატეგორიის პირები მიიღებენ: ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის გამო […]