,,წინასანათლისღებო ანეკდოტი…“ – დავით ქართველიშვილი

,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი:
,,წინასანათლისღებო ანეკდოტი…
სამოთხეში, ედემის ბაღში შემოსასვლელ ჭიშკართან ფულადი კუპიურების რიგია: ლარიანები, ორლარიანები, ხუთლარიანები, ათლარიანები…ალაგალაგ ოცლარიანებსაც წააწყდა თვალი. ამ გრძელ რიგში ვიღაცას ისიც აქვს მოყოლილი, რომ პირადად უნახავს რამდენიმეჯერ 50 და 100-ლარიანებიცო. ამ პროცესიას მიუახლოვდა ორი 100-დოლარიანი კუპიურა, რომლებმაც სიცოცხლეშივე დამახასიათებელი “ნაგლობით” ურიგოდ განიზრახეს სამოთხეში მოხვედრა, თუმცა ჭიშკართან მკაცრად გააჩერეს და შიგნით აღარ შეუშვეს. გაუკვირდათ, აღელდნენ, შეშფოთდნენ – “რათაო! აბა ამათ რატომ უშვებთო?”. ესენიო, საეკლესიო შემოწირულობების ყუთებიდან არიანო, თქვენ კი მანდ მის დღემში არავის უნახიხართო…”

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა