უცხოური გლობალური ომის პარტია ხვდება სად არის ქართული სახელმწიფოს ძალა, ამიტომ აქაური საცეცებით ებრძვის, მათ შორის, შეუმდგარი პიროვნებების ხელით – გურამ მაჭარაშვილი ნატა ფერაძის განცხადებაზე

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, “უცხოური გლობალური ომის პარტია” “აქაური საცეცებით ებრძვის” ეკლესიას. ამის შესახებ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ნატა ფერაძის განცხადების შეფასებისას ისაუბრა, რომელიც, თავის მხრივ აცხადებს, რომ სამების საკათედრო ტაძარი კორუფციის ბუდეა. მაჭარაშვილის თქმით, სარწმუნოება საქართველოში ერთ-ერით ძლიერი ინსტიტუციაა და ამის გამო ებრძვიან. “სინანულით შევხედავთ ხოლმე იმას, რაც ხდება ადამიანის თავს, რომელიც ებრძოდა ეკლესიას. ალბათ, […]

ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დიალოგში, სახელწოდებით – “დიალოგი დიპლომატიაზე დასავლეთ ბალკანეთში”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დიალოგში, სახელწოდებით – “დიალოგი დიპლომატიაზე დასავლეთ ბალკანეთში”. მთავრობის მეთაურმა სიტყვით მიმართა დიალოგის მონაწილეებს. დიალოგის მონაწილეებმა ევროკავშირში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების დაჩქარებული ინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს. ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის გაფართოებისა და ამ პროცესში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ ახალი ქვეყნების გაწევრიანება ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად […]

გრიპის ვირუსით ბოლო ერთ კვირაში 2 ადამიანი გარდაიცვალა – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ სეზონური ვირუსების გააქტიურებაზე ისაუბრა. მისი თქმით, იმის მიუხედავად რომ გრიპის ვირუსს მიმდინარე კვირაში 2 ადამიანი ემსხვერპლა, ეს მაჩვენებელი 2009-10 წლებთან შედარებით ბევრად ნაკლებია. თენგიზ ცერცვაძე ამას რამდენიმე მიზეზით ხსნის. „რატომ იყო 2009-10 წლებში მეტი სიკვდილიანობა და ახლა პრაქტიკულად არ არის? სამწუხაროდ, მაცნობეს, რომ გრიპის ვირუსით ორი […]

შევთანხმდით, რომ ჩინეთთან გავაღრმავებთ პარტნიორობას სტრატეგიულ დონემდე | ღარიბაშვილის გამოსვლა დავოსში

შევთანხმდით, რომ ჩინეთთან გავაღრმავებთ პარტნიორობას სტრატეგიულ დონემდე | ღარიბაშვილის გამოსვლა დავოსში პრემიერმა ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დიალოგში, სახელწოდებით – “დიალოგი დიპლომატიაზე დასავლეთ ბალკანეთში”. მან დიალოგის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა ოკუპაციაზე, “ათწლიან უწყვეტს მშვიდობაზე”, კანდიდატის სტატუსზე, ასევე ჩინეთში გამართულ ვიზიტებსა და ანაკლიის პორტზე. ღარიბაშვილს არაფერი უთქვამს უკრაინაში ომზე, არადა ეს თემა […]

დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს სათანადო მკურნალობას, უფრო მეტიც, ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია | ენმ CPT-ს ანგარიშზე

დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს სათანადო მკურნალობას, უფრო მეტიც, ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია | ენმ CPT-ს ანგარიშზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარტია ამბობს, რომ კომიტეტის შეფასება კიდევ ერთი დასტურია, რომ მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი “ვივამედში” ვერ იღებს […]

რატომ დაწვა იაკობ გოგებაშვილმა ოფიციალური დოკუმენტები და ვისთან ერთად შეუდგა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ორგანიზებას

იაკობ გოგებაშვილმა, ამ დინჯმა და დარბაისელმა კაცმა ბობოქარი ახალგაზრდობა განვლო. 1874 წელს, როდესაც იაკობი თბილისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორის მოვალეობას ასრულებდა, ე.წ. უწმიდესი სინოდის ობერპროკურორის რწმუნებულმა კერსკიმ დაწესებულების შემოწმება განიზრახა. იაკობს, სწორედ იმ დროს, დაავადებულმა ფილტვებმა შეახსენა თავი და სასწავლებელში ვერ გამოცხადდა. ამით ისარგებლა სასწავლებლის ადმინისტრაციამ და კერსკის რევიზიის შესახებ მოხსენებაში დააწერინეს, რომ „იაკობ გოგებაშვილი თავის […]

Le Monde: უკრაინის თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთში ვიზიტი გააუქმა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა გააუქმა ვიზიტი საფრანგეთში, სადაც დღეს, 18 იანვარს, უნდა ჩასულიყო. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde წერს საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. გამოცემის ინფორმაციით, ვიზიტი უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე გაუქმდა. დღეს პარიზში დაგეგმილია უკრაინის მხარდამჭერი „საარტილერიო კოალიციის“ პრეზენტაცია, რომელსაც უმეროვი უნდა დასწრებოდა. ის შეხვედრაში მონაწილეობას ონლაინ მიიღებს. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსტემ უმეროვის ვიზიტის […]

ხან-იუნისთან ბრძოლა საფრთხეს უქმნის ღაზაში კვლავ მოქმედ უდიდეს საავადმყოფოს

ისრაელის ძალებმა, რომლებიც იბრძვიან ღაზის სექტორის სამხრეთის მთავარ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ცეცხლი გაუხსნეს ანკლავში კვლავ მოქმედი ყველაზე დიდი საავადმყოფოს სიახლოვეს არსებულ არეალებს. ქალაქის ნანგრევებად გადაქცევის შიშით, საავადმყოფოს პაციენტებს და მოსახლეობას გაქცევა მოუწიათ. ხან-იუნისში მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე ინტენსიური ბრძოლაა. ეს არის ქალაქი, რომელსაც თავს აფარებდა ღაზის ჩრდილოეთიდან ომს გამოქცეული ასიათასობით ადამიანი. საქველმოქმედო ორგანიზაცია “ექიმები უსაზღვრებოდ”, […]

ირაკლი ქადაგიშვილი დავოსის ფორუმზე – როცა ეკონომიკაზეა საუბარი, იქ ლაპარაკობ ეკონომიკაზე – რუსეთზე, აგრესიაზე და ოკუპაციაზე ყველაფერი ნათქვამი გვაქვს

როცა ეკონომიკაზეა საუბარი, იქ ლაპარაკობ ეკონომიკაზე – რუსეთზე, აგრესიაზე და ოკუპაციაზე ყველაფერი ნათქვამი გვაქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პრემიერ-მინისტრის დავოსში სიტყვით გამოსვლის კომენტირებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დავოსის ფორუმზე ხელისუფლების მიზანია ქვეყანა საინვესტიციოდ მიმზიდველად წარმოაჩინოს. რაც შეეხება კითხვას იმის თაობაზე, თუ რატომ არ შეხვდა პრემიერ-მინისტრი ფორუმის ფარგლებში დასავლელ ლიდერებს, ქადაგიშვილი […]

„ნაციონალური მოძრაობა“ – ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის შეფასება დასტურია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი „ვივამედში“ ვერ იღებს სათანადო მკურნალობას და ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია

ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის შეფასება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ ვერ იღებს სათანადო მკურნალობას და უფრო მეტიც, ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია,- ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის პოლიტიკური პატიმრობა საფუძველშივე სპობს შესაძლებლობას, რომ 2024 წლის არჩევნებში ქართველმა ხალხმა თავისი ნება […]