სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტის მინიმალური მოთხოვნები განისაზღვრა

სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტის მინიმალური მოთხოვნები განისაზღვრა, რამაც შესაძლოა, პაკეტების ფასის ზრდა გამოიწვიოს. სამოგზაურო დაზღვევის მინიმალური მოთხოვნები ძალაში 2024 წლის 15 იანვრიდან შევიდა. როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, დადგენილი მოთხოვნების ამოქმედების შედეგად, გაიზრდება სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტიდან გამომდინარე მომხმარებლის დაცულობა და მომხმარებლის ინფორმირებულობის ხარისხი. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველოს უფროსის, მარიამ კოშორიძის თქმით, […]
სს “ენერგო-პრო ჯორჯია“ – 16 იანვარს, მესტიაში ელექტროენერგიის დღიური მოხმარების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

16 იანვარს, მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარების ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა. პირველად, დღიურმა მოხმარებამ 500 ათასი კილოვატსაათი შეადგინა. ხაზგასასმელია, რომ იმავე დღეს სრულად ,,ენერგო-პროს“ აბონენტთა მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 14 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ 14 მილიონი კილოვატსაათი მოიხმარეს ყველა კატეგორიის მომხმარებლებმა, მათ შორის, დიდმა კომერციულმა თუ საბიუჯეტო აბონენტებმა, ხოლო მხოლოდ მოსახლეობამ მოიხმარა დაახლოებით 6 მილიონი კილოვატსაათი. “გთხოვთ, ყურადღებით […]
ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ვახშამს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ვახშამს, სახელწოდებით – “ვაშენებთ ხვალინდელ ევროპას”. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა სიტყვით მიმართა მიწვეულ სტუმრებს. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა. მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ასევე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტმა ბრენდე ბორგემ, ბელგიის […]
ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დიალოგში, სახელწოდებით – “დიალოგი დიპლომატიაზე დასავლეთ ბალკანეთში” მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დიალოგში, სახელწოდებით – “დიალოგი დიპლომატიაზე დასავლეთ ბალკანეთში”. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა სიტყვით მიმართა დიალოგის მონაწილეებს. “დიალოგის მონაწილეებმა ევროკავშირში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების დაჩქარებული ინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს. ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის გაფართოებისა და ამ პროცესში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ ახალი […]
საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ დაუბრუნდება შედარებით დაბალ ნეიტრალურ დონეს – ნათია თურნავა

„ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ დაუბრუნდება შედარებით დაბალ ნეიტრალურ დონეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარანტირებული არაა, რადგან რისკები მაინც არსებობს”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე “ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები” სიტყვით გამოსვლისას. „ახლა გამოწვევა […]
მუნიციპალურმა ინსპექციამ გარემოს დაბინძურებისა და მწვანე ნარგავების დაზიანების 2600 ფაქტი გამოავლინა

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, დედაქალაქში გარემოს დაცვის მიზნით, მწვანე ნარგავების დაზიანების, გარემოს სხვადასხვა სახის ნარჩენებით დანაგვიანებისა და ჰაერის სამშენებლო მტვრით დაბინძურების მიმართულებებით მონიტორინგი მიმდინარეობს. უწყების ცნობით, 2023 წელს თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოვლენილია 2600 სამართალდარღვევის ფაქტი და გატარებულია შესაბამისი ღონისძიებები, სამართალდამრღვევებს დაევალათ მიყენებული ზიანის გამოსწორება.
“ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია” | თურნავა

“ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია” | თურნავა „ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ დაუბრუნდება შედარებით დაბალ ნეიტრალურ დონეს, თუმცა რა თქმა უნდა, ეს გარანტირებული არაა, რადგან რისკები მაინც არსებობს“, – განაცხადა ნათია თურნავამ Euromoney Conferences-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის […]
“მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას” | ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნა “ვივა მედზე” და მიხეილ სააკაშვილზე

“მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას” | ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნა “ვივა მედზე” და მიხეილ სააკაშვილზე ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი კლინიკა “ვივა მედის” დაცული პალატების შესახებ, სადაც მსჯავრდადებულები სამედიცინო მომსახურებას იღებენ, ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კლინიკა პაციენტებს ვერ სთავაზობს შესაბამის თერაპიულ გარემოს, რადგან “საბოლოო სიტყვა არა […]
გაფართოვდა ქუთაისის აეროპორტის ავტოსადგომი – პარკინგი უკვე 700 მანქანას დაიტევს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებით 450 ავტომობილზე დათვლილი ავტოსადგომი მოეწყო. აეროპორტის პარკინგზე უკვე 700 მანქანის ერთდროულად გაჩერება იქნება შესაძლებელი. აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავტოსადგომის გაფართოებისთვის დაიხარჯა 3.9 მილიონი ლარი. გარდა ამისა, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები და საფეხმავლო ბილიკები. ჯამში, დაიგო 20 000 კვადრატული მეტრი ასფალტი. ასევე, მოეწყო წყალარინების სისტემა, გაკეთდა ახალი სანიაღვრე კანალიზაცია და დეკორატიული ღობე. […]
ისრაელის პრეზიდენტი – ახლა ისრაელის მოსახლეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ფიქრი არ შეუძლია

ახლა ისრაელის მოსახლეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ფიქრი არ შეუძლია, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. „ახლა არავის არ სურს იმაზე ფიქრი, თუ რა იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებებით სწორი გადაწყვეტა. ყველას იმის გაგება სურს, რომ იმავე მეთოდებით, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან ან აღმოსავლეთიდან არ დაესხმებიან თავს“, – განაცხადა იცხაკ ჰერცოგმა. ჰერცოგმა აღნიშნა, რომ […]