რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20%, 2008 წელს ჩვენ გვქონდა ომი და დღესაც აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას – ირაკლი ღარიბაშვილი

“რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20%, ეს ჩვენ გუშინდელ შეხვედრებზეც განვიხილეთ. 2008 წელს ჩვენ გვქონდა ომი და ამ ომის შემდეგ რუსეთმა ააგო სამხედრო ბაზები და აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას,” – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მან, ასევე, ისაუბრა სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტზე და აღნიშნა, […]
„პუტინი კი არ უნდა დავაშოშმინოთ, ბოროტებას უნდა დავუპირისპირდეთ“ – კემერონი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დეივიდ კემერონი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა ევროპაში 1930-იან წლების, ნაცისტური გერმანიის აგრესიის დაწყების პერიოდის მსგავსია. კემერონის თქმით, უკრაინა მისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია, ხოლო მოსკოვის აგრესია თაობის გამოწვევაა. „ესაა გამოწვევა ჩვენი თაობისთვის. მსგავსია ვითარებისა, რომელშიც 1930-იან წლებში საგარეო უწყებების ხელმძღვანელები იყვნენ. პუტინი კი არ უნდა დავაშოშმინოთ, უნდა დავუპირისპირდეთ […]
„არც ერთი დიდი პროექტი, რომელიც თბილისში განხორციელდა, არ აშენებულა თავის დროზე და თავდაპირველ ფასებში“ – რომან გოცირიძე

„არც ერთი დიდი პროექტი, რომელიც თბილისში განხორციელდა, არ აშენებულა თავის დროზე და თავდაპირველ ფასებში“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს და ქვეყანაში ბოლო წლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხმაურება. მისი თქმით, „მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 23 მილიარდი ლარი იქნა დახარჯული ბიუჯეტიდან 2012 წლიდან დღემდე და არცერთი პროექტი დამთავრებულა ვადაში და თავის ფასებში“. […]
უცხოელების უნაღდო დანახარჯები წლიურად 26%-ით გაიზარდა – „თიბისი კაპიტალი“

დეკემბერში, როგორც ჯამური უნაღდო დანახარჯების მოცულობა, ასევე, უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა, წლიურად გაზრდილია. „თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები კვლავ მზარდია, თუმცა, ზრდა უფრო სუსტია, ვიდრე წინა სამი თვის განმავლობაში. 2023 წლის დეკემბერში, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად, 26%-ით გაიზარდა. 2023 წლის დეკემბერში, „თიბისი ბანკის“ არხებით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა და […]
“კომუნიკაციების კომისია კვლავ იყენებს Fake News-ების გავრცელების კლასიკურ ტექნოლოგიას” – მაგთიკომი

“კომისია კვლავ იყენებს Fake News-ების გავრცელების კლასიკურ ტექნოლოგიას”, – ამის შესახებ კომპანია “მაგთიკომი”, კომუნიკაციების კომისიის მიერ 2023 წლის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევის საპასუხოდ აცხადებს. BMG-სთვის გამოგზავნილ კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასები უმეტეს შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, მნიშვნელოვნად იაფია. “საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების (პაკეტების) ფასები უმეტეს შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებთან მიმართებით მნიშვნელოვნად იაფია. “მაგთიკომის” მომხმარებლების […]
იუსტიციის სამინისტრო ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნით კმაყოფილია და მასში მოყვანილ ხარვეზებზე არ საუბრობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ანგარიშში პატიმრების მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის არც ერთი ფაქტი არ ფიქსირდება. რაც შეეხება კლინიკა ვივა მედს, მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის თქმით, “ვივა მედში” მყოფი ყველა მსჯავრდებული, ექსპერტების შეფასებით, კმაყოფილია მიღებული სერვისებით. სამინისტრო CPT-ს ანგარიშში მოყვანილ ხარვეზებზე არ საუბრობს. “ექსპერტების შეფასებით, ყველა […]
ირაკლი ქადაგიშვილი „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ ანგარიშზე – პატიმარს სიმარტოვეს რა უმსუბუქებს? ალბათ, ცოლი ან ოჯახის წევრი და მეუღლემ მიაკითხოს ხოლმე სააკაშვილს – გასეირნების უზრუნველყოფა შეიძლება

ყველა რეკომენდაცია შეიძლება შვედეთსა და ნორვეგიაში არ იყოს გათვალისწინებული – გასეირნებას რაც შეეხება, ამის უზრუნველყოფა შეიძლება, – ასე ეხმიანება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის და სხვა პატიმრების პირობების შესახებ „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ დასკვნასა და გაცემულ რეკომენდაციებს. ქადაგიშვილის თქმით, დასკვნა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანას პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის კუთხით […]
თავდაცვის მინისტრმა და გერმანიის ელჩმა გერმანული გრანტით შეძენილი ახალი სპეციალური ტექნიკა დაათვალიერეს

საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ტექნიკა შეემატა. უწყებამ სპეციალური დანიშნულების ტექნიკა, მათ შორის გერმანული MAN-ის ტიპის მანქანები, გერმანიის ფედერაციული მთავრობის გრანტით შეისყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ვაზიანში, თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ახალი ტექნიკა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის […]
სანჩესი: მიხარია, რომ კარი გავუღეთ დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს

ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა დავოსში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ევროკავშირის მომავლისა და გაფართოების შესახებ ისაუბრა. სანჩესის თქმით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის დროს, ესპანეთმა გაფართოებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესი დაძრა. “ესპანეთის პრეზიდენტობის დროს ჩვენ დავიწყეთ გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკრაინასთან, მოლდოვასთან, დასავლეთ ბალკანეთთან. ეს გაფართოება მოითხოვს და საჭიროებს ჩვენი ინსტიტუტისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის რეფორმას, გადაწყვეტილების ერთხმად მიღებიდან ხმათა უმრავლესობაზე […]
იუსტიციის მინისტრმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელა

იუსტიციის მინისტრმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელა. რატი ბრეგაძემ და იესპერ მოლერმა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები განიხილეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ იუსტიციის სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობის შედეგად დღეს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მხოლოდ 54 არასრულწლოვანი იხდის სასჯელს, 2012 წლამდე კი, მათი რაოდენობა 200-ს აჭარბებდა. “ძირითადი აქცენტი გამახვილდება საქართველოში ბავშვთა უფლებების საკითხზე […]