სავარაუდოდ, სირიაში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ოფიციალური პირი დაიღუპა

სავარაუდოდ, სირიაში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ოფიციალური პირი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სირიის მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დამასკოში, მრავალსართულიან შენობაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად, რომლის უკან, სავარაუდოდ, ისრაელი დგას, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. სირიის სახელმწიფო მედია დამასკოში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს. გავრცელებულ ინფორმაციას ისრაელი ჯერჯერობით არ ადასტურებს.
შალვა პაპუაშვილი – დეზინფორმაციის, მანიპულაციის და ისტერიის ის ნაზავი, რომელიც საზოგადოებამ ეკლესიაზე და მის მრევლზე თავდასხმისას იხილა, გაცდა ეკლესიაზე აქამდე ნანახი შეტევების მასშტაბს

დეზინფორმაციის, მანიპულაციის და ისტერიის ის ნაზავი, რომელიც საზოგადოებამ ეკლესიაზე და მის მრევლზე თავდასხმისას იხილა, გაცდა ეკლესიაზე აქამდე ნანახი შეტევების მასშტაბს – კამპანიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე „სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილია – ის USAID-ის ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში ფინანსდება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, აქვს მოლოდინია, […]
კახეთში 14 წლის გოგო ბიძამ გააუპატიურა – მოგვიანებით, კაცი გოგოს ნათესავმა დაჭრა

კახეთში 14 წლის გოგო ბიძამ, მამიდის ქმარმა გააუპატიურა. მომხდარის გამო, მამაკაცი არასრულწლოვანი გოგოს ბიძამ დაჭრა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული, რომელმაც კაცს ჭრილობა მიაყენა, დაკავებულია, ხოლო თავად დაშავებული ჯერჯერობით საავადმყოფოში იმყოფება. როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რომლებიც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
რუსი ოკუპანტები დროებით ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან სანგრებს თხრიან

რისთვის ემზადებიან ოკუპანტები? – საოკუპაციო ძალა სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს. არარსებული საზღვრის თითქმის მთელ პერიმეტრზე, რუსები პერიოდულად სანგრებს თხრიან. მსგავსი უკანონო აქტივობები რამდენჯერმე დაფიქსირდა ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის სიახლოვეს. ოკუპირებულ ორჭოსანთან, რუსული სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე კი სამოქალაქო აქტივისტებმა ახალი თხრილები აღმოაჩინეს. “მთავარი არხი” ესაუბრა გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას, რომლებიც ამბობენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის გააქტიურება მათ […]
პუტინი სსრკ-ის კუთვნილი უძრავი ქონების დასაკუთრებას გეგმავს | მან ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა

რუსეთის დიქტატორის იმპერიალისტური მიზნები – ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის კუთვნილი უძრავი ქონების დასაკუთრებას გეგმავს. რუსეთის პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი ორ ბრძანებას, რომელიც საბჭოთა კავშირისა და რუსეთის იმპერიის კუთვნილი უძრავი ქონების მართვას ითვალისწინებს. სპეციალურმა სამსახურმა ეს ქონება უნდა მოიძიოს, მასზე უფლებები გაიფორმოს და იურიდიულად დაიცვას. ასევე, ასეთი ქონება შეინახოს და მას ექსპლუატაცია გაუწიოს. აღნიშნული გადაწყვეტილება საფრთხის […]
ღაზის სექტორში ომის დასრულების ერთადერთი გზა პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაა – ჯო ბაიდენი

აქტიურ ფაზაშია ისრაელ-ჰამასის ომი. საკითხი საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე მთავარი განხილვის თემაა. ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა. ეს მაშინ, როცა გაეროს წევრი ქვეყნები ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, თუმცა მოწოდებაზე უარია. ამ პოზიციას იზიარებს ამერიკის შეერთებული შტატებიც. მაგრამ, თეთრი სახლი მწვანე შუქს უნთებს ჰუმანიტარულ პაუზას. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი […]
აშშ-ის ძალებმა იემენში ჰუსიტების სამხედრო ობიექტებზე სამი წარმატებული დარტყმა განახორციელეს – ჯონ ქირბი

ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი შეტევა ჰუსიტების სამხედრო ობიექტებზე. იერიშის სამიზნე ამჯერად “ჰუსიტი” მებრძოლების რაკეტების გამშვები დანადგარები იყო. იქამდე კი ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დარტყმების შემდეგ ჰუსიტებს წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები არ შეუჩერებიათ და შესაბამისად, შტატები მათ პოზიციებზე იერიშებს გააგრძელებს. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ ქირბი აცხადებს, რომ ეს […]
უკრაინაში ომმა დაგვანახა, რომ ტექნიკის, საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის გარდა, საზღვრებზე საჭიროა ფიზიკური თავდაცვითი ობიექტები – ესტონეთის თავდაცვის მინისტრი

ევროპა თავდაცვით გეგმაზე მუშაობს. ნატოს მასშტაბური წვრთნების დააანონსების შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები თავდაცვითი ხაზის მშენებლობას იწყებენ. შეთანხმება გაფორმებულია. ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან ერთობლივი თავდაცვის ზონის შექმნის შესახებ საბოლოოდ შეთანხმდნენ. მიზანი სამხედრო საფრთხის შეკავებაა. ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჰანო პევკური საზღვრებზე ფიზიკური თავდაცვითი ობიექტებია საჭირო. “უკრაინაში ომმა დაგვანახა, რომ ტექნიკის, საბრძოლო […]
“გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრები, პოტენციალი არის ძალიან დიდი, ჩვენი მიზანია გავაღრმავოთ ჩინეთთან თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით” – ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით დელეგაციის ჩინეთში ვიზიტი დასრულდა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დასრულდა. დღეს დელეგაციის წევრები შანხაის ახალ, ლინ-განგის რაიონში მდებარე თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელს ჭაო იხუაის და შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ჩენ ძინგს შეხვდნენ, თავისუფალი ეკონომიკური ზონა დაათვალიერეს და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. “დღეს დავასრულეთ ვიზიტი ჩინეთში, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები მმართველი პარტიის საგარეო […]
თეიმურაზ ლეჟავამ პროექტის „ღვინის დიპლომატია – 47 გაუმარჯოს“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა

საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ პროექტის „ღვინის დიპლომატია – 47 გაუმარჯოს“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა და ქართული ღვინო “ლაკვაჟი” ჰიოგოს პრეფექტურის გუბერნატორს, მოტოჰიკო საიტოს გადასცა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი იაპონიის 47 პრეფექტურისათვის საგანგებოდ შერჩეული 47 სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს და მიზნად ჩვენი ქვეყნის მეღვინეობის კულტურის იაპონიის რეგიონებში პოპულარიზებას ისახავს. ჰიოგო 22-ე […]