“იმ ადამიანთა შორის ხარ, ვისი გაცნობაც ჩემმა ნიკომ მოასწრო…” – იზა ომაძე გიორგი კეკელიძეზე

“არც მე გამიშვებს სინდისი სამშვიდობოს გიორგი კეკელიძე, ნიკოს სახელით, ჩემი ოჯახის სახელით მადლიერება არ გითხრა…“ – ასე იწყებს სტატუსს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე. ქალბატონი იზა, მწერალი გიორგი კეკელიძის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან გაშვებას ეხმაურება. “არც მე გამიშვებს სინდისი სამშვიდობოს გიორგი კეკელიძე, ნიკოს სახელით, ჩემი ოჯახის სახელით მადლიერება არ გითხრა. ერთ-ერთ იმ ადამიანთა […]
საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს სავალდებულო აღრიცხვა მოუწევთ – მედია

რუსული მედიის ცნობით, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს სავალდებულო აღრიცხვა მოუწევთ. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, როგორც რუსეთის მთავრობის მიერ დამტკიცებულ საიმიგრაციო პოლიტიკის გეგმაშია აღნიშნული, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს სავალდებულო აღრიცხვა საკონსულოებში მოუწევთ. ასევე, იურიდიულად განისაზღვრება ცნება – „მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს რუსეთის საზღვრებს გარეთ“ და დადგინდება მისი სამართლებრივი სტატუსი. ამასთან, მედიის ცნობით, კონკრეტული ზომები, რომლითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ […]
კახეთში არასრულწლოვნის გაუპატიურების საქმეზე გამოძიება დაიწყო

კახეთში არასრულწლოვნის გაუპატიურების საქმეზე გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, 14 წლის გოგონაზე ნათესავმა იძალადა, რის შემდეგაც თავდამსხმელი გოგონას ბიძამ დაჭრა. მსხვერპლი და მოძალადე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან არიან, თუმცა შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა. დაჭრილი კაცი საგარეჯოს საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გოგონას ბიძა კი პოლიციამ დააკავა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება როგორც დაჭრის, ასევე გაუპატიურების მუხლებით.
„დღეს ხელისუფლება უფრო ყოჩაღად გამოიყურება, ვიდრე ჩვენ, ოპოზიცია“ – ალეკო ელისაშვილი

„ღარიბაშვილს ვურჩევ, რომ სხვის პროცენტებზე ფიქრს, ქვეყანაზე იფიქროს. ეგ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კი არ არის,“ – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ხელისუფლება არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ხმების 60%-ს აიღებს. ამასთან, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციას ნამდვილად აქვს პრობლემები და დაქსაქსულად გამოიყურება. „ობიექტურად ვთქვათ, დღეს […]
ირაკლი ბენდელიანი – მოსახლეობას დავპირდით, რომ წერეთლის გამზირზე საგზაო მიმართულებით მუშაობა იანვრის ბოლოს უნდა დავასრულოთ, ეს პირობა შესრულდება – სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების იანვრის ბოლოსთვის დასრულების შესახებ მოსახლეობისთვის მიცემული პირობა შესრულდება. როგორც ბენდელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ტარდება. ამასთან, მისივე თქმით, დღეიდან ორი დღის განმავლობაში ცაბაძის ქუჩაზე და მიმდებარე მოედანზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეიზღუდება. „ჩვენ ახლა, ვიმყოფებით წერეთლის გამზირზე, სადაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ახლა […]
ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დასრულდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს დელეგაციის წევრები შანხაის ახალ, ლინ-განგის რაიონში მდებარე თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელს ჭაო იხუაის და შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, ჩენ ძინგს შეხვდნენ, თავისუფალი ეკონომიკური ზონა დაათვალიერეს და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. „დღეს დავასრულეთ ვიზიტი […]
გიორგი ვაშაძემ და თინა ბოკუჩავამ ლონდონში, ბრიტანეთის პარლამენტში, ადამ ჰოლოვეისთან და როისტონ სმიტთან შეხვედრები გამართეს

„გამარჯვების კოალიციის“ ლიდერები, გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა ლონდონში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს, როისტონ სმიტსა და ადამ ჰოლოვეის შეხვდნენ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის თქმით, ბრიტანელი პარტნიორები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. „საინტერესო შეხვედრები გავმართეთ ბრიტანელ პარლამენტარებთან, რომლებიც ძალიან დაინტერესებულნი არიან საქართველოს თემატიკით. მთავარ განსახილველ საკითხებს, რა თქმა უნდა, 2024 წლის არჩევნები და […]
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში ხანძარი გაჩნდა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის რეზიდენციაში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის ეზოში ხანძარი დილით გაჩნდა და მისი ლოკალიზება სწრაფად მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე 24 მეხანძრე და შვიდი მაშველი მუშაობდა. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.
ბაკურიანში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა წარმატებული სტარტაპერი გიორგი ტუხაშვილია

გუშინ ბაკურიანნის სათხილამურო ტრასაზე უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 36 წლის გარდაცვლილი წარმატებული სტარტაპერი გიორგი ტუხაშვილია. ის წლების განმავლობაშ კონსალტინგის მიმართულებით მუშაობდა, კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებს ეხმარებოდა და წარმატებით აშენებდა სტარტაპ ეკო-სისტემას. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Startup Grind Tbilisi-ის ზრდაში. გიორგი ტუხაშვილი 2 წლის წინ მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების სტარტაპ Kernel-ის […]
რომელი კომპანიების შემოსავალი გაიზრდება წელს ყველაზე მეტად – Bloomberg-ის პროგნოზი

Bloomberg Intelligence (BI) ანალიტიკოსებმა შეადგინეს 50 გლობალური კომპანიის სია, რომელთა აქციების ფასები 2024 წელს ყველაზე მეტად გაიზრდება. ამის შესახებ Bloomberg წერს. „კომპანიებზე გავლენას მოახდენს ხელოვნური ინტელექტის განვითარება და გლობალური დათბობის მზარდი დრამატული ეფექტი. ასევე მნიშვნელოვანია ინფლაციისა და დაბალი საპროცენტო განაკვეთების გახანგრძლივება, ისევე – ომები უკრაინასა და ღაზას სექტორში, ელექტრომობილებზე გადასვლა და ჩინეთში უძრავი ქონების პრობლემური […]