თეიმურაზ ლეჟავამ პროექტის „ღვინის დიპლომატია – 47 გაუმარჯოს“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა

საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ პროექტის „ღვინის დიპლომატია – 47 გაუმარჯოს“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა და ქართული ღვინო “ლაკვაჟი” ჰიოგოს პრეფექტურის გუბერნატორს, მოტოჰიკო საიტოს გადასცა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი იაპონიის 47 პრეფექტურისათვის საგანგებოდ შერჩეული 47 სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს და მიზნად ჩვენი ქვეყნის მეღვინეობის კულტურის იაპონიის რეგიონებში პოპულარიზებას ისახავს.
ჰიოგო 22-ე პრეფექტურაა, რომელსაც პროექტის ფარგლებში ქართული ღვინო გადაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…