დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში რუსებისთვის ქონების გადაცემა გრძელდება | პანსიონატი “შიცკვარა” რუს ბიზნესმენს მიჰყიდეს

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში რუსებისთვის ქონების გადაცემა გრძელდება, რის გამოც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის პროტესტი ამჯერად შესაძლოა ეშერაში დაიწყოს. საუბარია პანსიონატ “შიცკვარაზე”, რომელიც ჯერ რუსეთის სახელმწიფო კომპანიას გადაეცა, შემდეგ კი ამ კომპანიამ ის ხაბაროვსკელ ბიზნესმენზე გაყიდა. ობიექტი, რომლის ფართობიც 3 ჰექტარია, ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. პანსიონატი რუს ბიზნესმენს 11 მილიონი რუბლი დაუჯდა. ახლა კი ის ადგილობრივებს სასამართლოში […]

საქპატენტი „ყვარელის“ შესახებ შესახებ სტატიას აქვეყნებს

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი ადგილწარმოშობის დასახელება „ყვარელის“ შესახებ შესახებ სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ყვარელი“ საქპატენტში 2007 წლის 10 დეკემბერს არის რეგისტრირებული. „ამჟამად, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ყვარელი“ არ იზიარებს ყვარლის მხარეში გაბატონებული „ქინძმარაულის“ ისტორიულ წარსულს, დაყენების ხანგრძლივ ტრადიციასა და ლეგენდებს, რომლებიც ყვარლის ციხეზე აშენებულ მარანს უკავშირდება. […]

Apple-ის ნეობანკი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მცირე ბანკი გახდა

Apple-მა განაცხადა, რომ მისმა მაღალ შემოსავლიანმა საბანკო ანგარიშმა აპრილში გაშვების შემდეგ 10 მილიარდი დოლარი დააგროვა. ეს ნიშნავს, რომ კომპანია ახლა მართავს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ნეობანკს. შეგახსენებთ, Apple-მა აპრილის შუა რიცხვებში გამოუშვა Goldman Sachs-ით აღჭურვილი Apple Card-ის შემნახველი ანგარიში 4.15% წლიური საპროცენტო განაკვეთით, რაც 10-ჯერ აღემატება ქვეყანაში არსებულ საშუალო წლიური განაკვეთის მაჩვენებელს. გამოშვების დროს ექსპერტებმა იწინასწარმეტყველეს, […]

ლიტერატურული პრემიის ლაურეატმა იაპონელმა მწერალმა აღიარა, რომ წერისას AI-ს იყენებდა

პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულმა იაპონელმა მწერალმა რიე კუდანმა აღიარა, რომ წიგნის წერისას ხელოვნურ ინტელექტს იყენებდა. კუდანის წიგნის ტოკიოს თანაგრძნობის კოშკის მოქმედება მომავალში ხდება. ფანტასტიკური რომანის მთავარი გმირი პატიმარი ქალია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მზარდ გავლენას ებრძვის. ტოკიოს თანაგრძნობის კოშკმა რიუნუსკე აკუტაგავას სახელობის ლიტერატურული პრემია მიიღო. “რომანის წერის გამოვიყენე ტექსტის გენერირებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიები, ისეთები, როგორიც მაგალითად არის […]

რონალდო: საუდის არაბეთის ჩემპიონატი უკეთესია, ვიდრე ლიგა 1

დუბაიში, Globe Soccer Awards-ის დაჯილდოებაზე, “ალ ნასრის” ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატი საფრანგეთის ლიგა 1-ზე უკეთესია. “ჩემი აზრით, პროლიგა ლიგა-1-ს არაფრით ჩამოუვარდება. მეტიც, საუდის არაბეთის ჩემპიონატში უფრო დიდი კონკურენციაა და საერთო ჯამში, მათზე უკეთესები ვართ”, – განაცხადა რონალდომ. შეგახსენებთ, კრიშტიანომ მიმდინარე სეზონში ჯამში 25 მატჩი გამართა, თავი კი 24 გატანილი […]

ვის შეხვდა პრემიერი დავოსში და რაზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს დელეგაცია იმყოფებოდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა შემდეგ პანელურ დისკუსიებსა და ორმხრივ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა:

Kernel-ის მმართველი პარტნიორი, გიორგი ტუხაშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა

ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე სრიალისას, ტრაგიკულად გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპის, Kernel-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, გიორგი ტუხაშვილი, რომელიც, ამასთან, წლების განმავლობაში Startup Grind Tbilisi-ის თანადირექტორის თანამდებობას იკავებდა. Kernel-ი ქართული სტარტაპია, რომელიც, ძირითადად, ინდოეთში ოპერირებს, სადაც მრავალმილიონიან აუდიტორიას ემსახურება. Kernel-ის ძირითად მიზანს მცირე და საშუალო ბიზნესების დოკუმენტებისა და პროცესების გაციფრულება წარმოადგენს. BMG-ის გუნდის სახელით თანავუგრძნობთ […]

უცნაურია ტრამპის განცხადება, როგორ აპირებს კონფლიქტის ერთ დღეში დასრულებას, როცა მას უკრაინასთან საუბრისა და თანამშრომლობის ინტერესი არ აქვს – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში ომი გრძელდება – 696-ე დღეს აგრესორი ომში მყოფი ქვეყნის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას აქტიურად ბომბავს. ბოლო 24 საათის განმავლობაში 23 საჰაერო და ერთი სარაკეტო დარტყმა განახორციელა დონეცკის ოლქში, არის მსხვერპლიც.განადგურებულია საცხოვრებელი სახლები. კრიტიკულ მომენტში კი ცნობილი ხდება, რომ თეთრი სახლი უკრაინისთვის გამოყოფილ დახმარებას დროებით ბლოკავს. მიზეზად შტატების პრეზიდენტი საკუთარი სასაზღვრო პოლიტიკის მოგვარებას ასახელებს. შტატების […]

ანსამბლმა “დიდგორმა” სიმღერების ალბომის პრეზენტაცია გამართა, რომელიც კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის “ამღერებული მუზეუმის” ფარგლებში ჩაიწერა

ანსამბლ “დიდგორის” სიმღერების ალბომის პრეზენტაცია. წარმოდგენილია მეგრული და აფხაზური სიმღერები. “დიდგორი” 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ალბომი კი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის “ამღერებული მუზეუმის” ფარგლებში ჩაიწერა. პრეზენტაციას კულტურის მინისტრი დაესწრო.

მოვუწოდებ ყველა დონორს, გადაამოწმონ, ხომ არ მიემართება მათი მოქალაქეების თანხები ისეთი პროექტების დაფინანსებაში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ადამიანის უფლებების სფეროში საერთო ღირებულებებს და მიმართული არიან რადიკალიზაციისკენ – შალვა პაპუაშვილი

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით თვალში საცემია, რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნის პარალელურად, პარტიული და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტების, ისევე როგორც, “ნაციონალური მოძრაობის” და “ლელოს” კუთვნილი მედიის მხრიდან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმა. საკმაოდ მყარად იქმნება აღქმა, რომ ეს შეტევა, რომელიც დღემდე გრძელდება, წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებულია. დეზინფორმაციის, მანიპულაციის და ისტერიის ის ნაზავი, რომელიც საზოგადოებამ ეკლესიაზე და მის მრევლზე თავდასხმისას იხილა, […]