დღეიდან დეპუტატების ხელფასები 2,5-ჯერ გაიზარდა

დღეიდან, 2025 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა 2023 წელს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც დეპუტატების ხელფასები ორნახევარჯერ გაიზრდება. გარდა ამისა, “პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს აგრეთვე პარლამენტის წევრის სატრანსპორტო უზრუნველყოფის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევისა და მის მიერ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯების ანაზღაურების პირობებს” – ვკითხულობთ დოკუმენტში.
მსხვერპლი მოჰყვა ახალი წლის ღამით რუსეთის მიერ კიევზე მიტანილ იერიშს

1 იანვრის დილას რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა კიევზე მიიტანეს იერიში. ნაწილობრივ დაინგრა პეჩერსკის რაიონის ერთ-ერთი სახლის ზედა ორი სართული, ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს თქმით, დაიღუპა ორი ადამიანი. ტკაჩენკო აცხადებს, რომ სამაშველო ოპერაცია კვლავაც გრძელდება. ბოლო მონაცემებით, დაშავდა შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ორსული ქალი – იუწყება გენერალური პროკურატურის ოფისი. ორი დაჭრილი საავადმყოფოშია მოთავსებული. […]
“ბიძინა არიფია სინამდვილეში” – ჩერგოლეიშვილი

“ფედერალისტების” თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი: ქოცებო გადმოდით ნათელ მხარეს და ჩვენთან ერთად შეცვალეთ სტატუს კვო. აი რა უნდოდა? რატომ ჩააგაგდოთ ამ დღეში ივანიშვილმა. ვინც ჯერ ვერ მიმხვდარხართ, თქვენც გილოცავთ ახალ წელს და მიხვედრას გისურვებთ, იმიტომ რომ თქვენთვის ცუდი არ მინდა – სამართლიანი თამაშის წესები მინდა და სისტემა, რომელიც ამ წესების აღსრულებას უზრუნველყოფს, რომ თხამ და მგელმა […]
ნატოს ოფიციალური პირის თქმით, მარკ რუტეს ახალი წლის მილოცვა ირაკლი კობახიძისადმი “რუტინული პრაქტიკაა“

ჟურნალისტი, ია მეურმიშვილი ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს, წერილის მნიშვნელობაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ახალ წელს ულოცავდა, ნატოს ოფიციალური პირის განცხადებას აქვეყნებს, სადაც ის აღნიშნავს, რომ ასეთი წერილის გაგზავნა რუტინული პრაქტიკაა და რაიმე სხვა დატვირთვას არ ატარებს. ნატო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს მთავრობის მხიდან ევროპული გზიდან გადახვევის გამო და მმართველ პარტიას მოუწოდებს დაუბრუნდეს კონსტიტუციურ გზას. არის […]
დღეიდან ზედმეტი ხმაურის შემთხვევაში ავტომობილები დაჯარიმდებიან

დღეიდან ავტომობილები, ზედმეტი ხმაურის შემთხვევაში დაჯარიმდებიან. აღნიშნულს გულისხმობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. განმეორებით შემთხვევაში ჯარიმა 200 ლარი იქნენა, ხოლო კიდევ შემდეგ ჯერზე 300 ლარით დაჯარიმდება. ეს წესი 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა.
1-ელი იანვრიდან დეპუტატების ხელფასები ორმაგდება

დღეიდან, 2025 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა 2023 წელს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც, დეპუტატების ხელფასებთან დაკავშირებით პირველ ეტაპად დადგენილი იყო 7-დან 8.5-მდე კოეფიციენტი, უფრო კონკრეტულად კი, ქართული ოცნების კანონპროექტით, პარლამენტარების შრომითი ანაზღაურება 7 000-დან 8 500 ლარამდე უნდა ყოფილიყო, თუმცა საბოლოოდ, როგორც რადიო თავისუფლება წერს, ხელფასების ორნახევარჯერ ზრდა მივიღეთ და დღეიდან ყველაზე დაბალი […]
მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავლები ლარში აქვთ 500 000 ლარამდე სესხს სხვა ვალუტაში ვეღარ აიღებენ

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 400 000-დან 500 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება, იმას გულისმხობს, რომ მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავლები ლარში აქვთ 500 000 ლარამდე სესხს სხვა ვალუტაში ვერ აიღებენ. ცვლილება ძალაში დღეიდან შევა. საქართველოს ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ აქტიურად ადევნებენ თვალყურს დეპოზიტების დოლარიზაციის დინამიკას, რომლის დონეც ოქტომბერში არსებული გაურკვევლობის ფონზე გაიზარდა და […]
რუსებს ეშინიათ თავისუფალი ხალხის, მხარი უნდა დავუჭიროთ მათ, ვინც თბილისში იბრძვის – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსებისთვის თავისუფლება უცხოა და ამიტომ მათ თავისუფლების ეშინიათ. მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მხარი დაუჭირონ თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს, მათ შორის მათ, ვინც თბილისის ქუჩებში იბრძის თავის მომავლისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ საახალწლო მიმართვისას განაცხადა. „რუსებს ეშინიათ თავისუფალი ხალხის. იმის, რაც მათთვის უცხოა. მათ ეშინიათ თავისუფლების. ისინი დაიბადნენ პუტინის მმართველობის […]
აშშ-ში, ნიუ ორლეანში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაიღუპა 10 და დაშავდა 30 ადამიანი

აშშ-ში, ნიუ ორლეანში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაიღუპა 10 და დაშავდა 30 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ქალაქის საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში მოხდა. დაშავებულები ნიუ ორლეანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
გორის მოსახლეობის ნაწილი ახალ წელს სასმელი წყლის გარეშე შეხვდა

გორის მოსახლეობის ნაწილი ახალ წელს სასმელი წყლის გარეშე შეხვდა. ვერხვების დასახლებას წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება. ადგილობრივი მოსახლეობა წყლის მოთხოვნით მეორე დღეა საპროტესტო აქციებს მართავს, თუმცა წყალმომარაგების კომპანია მათ ვერ ეუბნება, როდის განახლდება წყლის მიწოდება. ბოლო ცნობებით, 31 დეკემბრის 22:00 საათზე უნდა აღდგენილიყო დაზიანებული მილსადენი, თუმცა პირობა დაირღვა. ახლა მოსახლეობის ნაწილი სოფელ კარალეთში სასმელი წყლის […]