ვინ მონაწილეობდა თბილისის მერიის საახალწლო კონცერტში – სია

ვინ მონაწილეობდა თბილისის მერიის იმიტირებულ საახალწლო კონცერტში, რომელიც, როგორც მედია იუწყება 31 დეკემბრამდე 4 დღით ადრე ჩაიწერა. ღონისძიებას, რომელიც 85 წუთამდე გაგრძელდა, 23:59 საათზე დაიწყო. მას ლიზა ბაგრატიონი და კახა მიქიაშვილი უძღვებოდნენ. თავდაპირველად მაყურებელმა თბილისის მერის, კახა კალაძის სიტყვას მოუსმინა, შემდეგ კი უკვე საკონცერტო ნომრები იხილა. მონაწილეების სიას “რადიო თავისუფლება“ აქვეყნებს: · ანსამბლი „ერისიონი“; · […]

სსრკ-ს ნაკრების მეკარემ კალაძეს და ყაველაშვილს შესთავაზა, 2025 წელს ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთთან ითამაშოს

სსრკ-ს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის“ მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა RB Sport თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “კარგი იქნებოდა მომავალ წელს თუ რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის მოეწყობოდა.“ მისი თქმით, მან უკვე გაუგზავნა წერილი თბილისის მერს კახა კალაძეს და “ოცნების“ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს. გადადგით მშვიდობიანი და აუცილებელი ნაბიჯი კეთილმეზობლური ურთიერთობების გასაძლიერებლად. ჩვენ ერთიანები ვართ მე-18 საუკუნის […]

უნგრეთმა ევროკავშირის დაფინანსებიდან დაკარგა 1 მილიარდი ევრო

უნგრეთს ოფიციალურად ეთქვა უარი 1 მილიარდ დოლარზე ევროკავშირის დაფინანსებიდან – ეს თანხა ბლოკმა გაყინა კორუფციის შესახებ ბრალდებების გამო. ეს ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირმა 31 დეკემბერს, საღამოს დაადასტურა, არის პირველი ასეთი ზომა, რომელსაც ბლოკი თავისი წევრის მიმართ გაატარებს. ბუდაპეშტს ჯერჯერობით ამ საკითხზე განცხადება არ გაუვრცელებია. ეს ფული იყო ნაწილი უფრო დიდი თანხისა, 19 მილიარდი ევროსი – რომელიც […]

1 იანვრიდან პოლიციაში დასაქმება კონკურსის გავლის გარეშეა შესაძლებელი

დღეიდან, 2025 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს პოლიციაში სამუშაოდ ადამიანები კონკურსის გარეშე დაასაქმოს. კანონი, რომელიც სამინისტროს ამ უფლებას აძლევს, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული სახით მიიღო. ამ დრომდე, კანონში ეწერა, რომ „პოლიციაში სამუშაოდ პირი მიღებული უნდა იქნეს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად“. „პოლიციაში სამუშაოდ პირი, როგორც წესი, მიღებული უნდა იქნეს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. […]

აშშ-ში ავტომობილი ხალხში შევარდა- დაღუპულია 10, ხოლო დაშავებული 30 ადამიანი

აშშ-ში, ნიუ ორლეანში ავტომობილი ხალხში შევარდა- დაღუპულია 10, ხოლო დაშავებული 30 ადამიანი. როგორც CNN-ი ქალაქის საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის სააგენტოზე დაყრდნობით წერს, შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში მოხდა. დაშავებულები ნიუ ორლეანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ნიუ ორლეანის პოლიციის განყოფილების უფროსის, ენ კირკპატრიკის თქმით, თავდასხმის დროს ავტომობილის მძღოლი ცდილობდა რაც […]

გზისპირა ზონებში გადამზიდველების საგზაო ინსპექტირება განხორციელდება

2025 წლიდან, გზისპირა ზონებში, გადამზიდველების საგზაო ინსპექტირება განხორციელდება. იანვრიდან ძალაში შედის “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის თანახმად, გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირებას “M2“, “M3“, “N1“, “N2“, “N3“, “O3“, “O4“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება. შემოწმდება შემდეგი საკითხები: – სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დაცვა; მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა და საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) ელექტრონული ბარათის […]

კონგრესმენი უილსონი ტრამპის ადმინისტრაციას ივანიშვილის ოჯახისა და ახლობლების სანქცირებისკენ მოუწოდებს

„ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარემ, შეერთებული შტატების რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ამერიკის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ახლობლების სანქცირებისკენ მოუწოდა. წერილი, რომელიც უილსონმა ამერიკის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატს, სენატორ მარკო რუბიოსა და კანდიდატს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტზე, მაიკლ უოლცს გაუგზავნა, ამერიკულმა ტელეკომპანია Fox News-მა მოიპოვა. იმავე დღეს სოციალურ ქსელ X-ზე […]

ნიუ ორლეანის პოლიციის განყოფილების უფროსი – თავდასხმის დროს ავტომობილის მძღოლი ცდილობდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დასჯახებოდა

თავდასხმის დროს ავტომობილის მძღოლი ცდილობდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დასჯახებოდა, – ამის შესახებ ნიუ ორლეანის პოლიციის განყოფილების უფროსმა, ენ კირკპატრიკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მამაკაცი, რომელიც პიკაპს მართავდა ბურბონის ქუჩაზე ძალიან სწრაფად გადაადგილდებოდა და ეს წინასწარგანზრახული საქციელი იყო. ეს კაცი ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის დაერტყა“, – განაცხადა ნიუ ორლეანის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელმა. მისი თქმით, თავდამსხმელმა ორ […]

ახალი ორლეანის მერი “ტერორისტულ თავდასხმას” უწოდებს ახალი წლის დილას მომხდარ შემთხვევას, რომელსაც 10 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, ქალაქ ახალი ორლეანის მერმა, ლატოია კანტრელმა “ტერორისტული თავდასხმა” უწოდა ახალი წლის დილას მომხდარ შემთხვევას, რომლის შედეგადაც დაიღუპა 10 ადამიანი, დაიჭრა 30 პირი – იუწყება სააგენტო ასოშიეიტედ პრესი (AP). ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI) იძიებს ოთხშაბათს დილით მომხდარ ინციდენტს – როცა ახალი წლის პირველ საათებში მანქანა შეეჯახა ქალაქის ცნობილ ქუჩაზე, Canal and Bourbon Street-ზე თავშეყრილ ხალხს. […]

“აი, მამობაც ასეთი უნდა…” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე: ცხადია, ახალი წელი მომავლის იმედების დღესასწაულია, ყველა წინ იყურება და ღმერთს ახალ, სიკეთის მომტან თავგადასავლებს შესთხოვს. ჩვენთან ახალი წელი ძველი, კეთილი, განსაკუთრებული ამბების გახსენების დღეც არის. მაგალითად გუშინ ჩვენს სუფრაზე ასეთი სცენა გაცოცხლდა: საღამოა, მრგვალი ბაღიდან დაღმართზე ეშვება ერთი დაბალი, სრულად გაჭაღარავებული, ნაომარი სამოცი წლის კაცი, ძალიან ჩქარობს, ჭავჭავაძის პროსპექტი გადაკვეთა და […]