ვაკეში კორპუსის მშენებლობისას ფერდი ჩამოიშალა და გზა ჩაანგრია

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში, რაზმაძის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას ფერდი ჩამოიშალა, მიწის მასამ კი გზა ჩაანგრია. შემთხვევა გუშინ, 5 აგვისტოს, საღამოს საათებში მოხდა. ნგრევის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, შეზღუდულია გადაადგილებაც. მრავალბინიან კორპუსს აშენებდა რაზმაძის ქუჩაზე მცხოვრებთა ამხანაგობა “რაზმაძე 54-56”. გაერთიანება თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ 30 000 ლართ დააჯარიმა. გარდა ამისა, მას დაევალა დაზიანებული ფერდის აღდგენა. მუნიციპალური ინსპექციის […]
აშშ-ის მედია: კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად შეარჩია ტიმ უოლზი

აშშ-ის მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტობის პრეტენდენტია, ნოემბრის არჩევნებისთვის ვიცეპ-რეზიდენტის პოსტის კანდიდატად შეარჩია მინესოტის შტატის გუბერნატორი ტიმ უოლზი. CNN-ი, Associated Press-ი და Reuters-ი წყაროების მიხედვით იტყობინებიან, რომ ჰარისმა უოლზის თაობაზე გადაწყვეტილება 6 აგვისტოს მიიღო და მოგვიანებით, დღის განმავლობაში, უკვე ოფიციალურად გამოაცხადებენ ამის შესახებ. 60 წლის უოლზი არის […]
კიევის განცხადებით, რუსეთის 4 რაკეტა და 15 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის განცხადებით, მისმა ძალებმა, გასული ღამის განმავლობაში რუსული ძალების მიერ გაშვებული ორი Iskander-M ან KN-23 ბალისტიკური რაკეტა და ორი ფრთოსანი რაკეტა Kh-59 ჩამოაგდო. ასევე, 15 თავდასხმის დრონი. საინფრომაციო სააგენტო „როიტერი“, თვითმხილველებზე დაყრდნმობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორშაბათს გვიან ღამით, კიევში განგაშისა და რამდენიმე აფეთქების ხმა იყო. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის შენაერთებმა, შემომავალი რაკეტები […]
რუსეთის აცხადებს, რომ საზღვარზე უკრაინის შეჭრის მცდელობა ჩაშალეს

სამშაბათს რუსეთის ძალებმა ჩაშალა უკრაინის საზღვარზე შეღწევის მცდელობა, მაგრამ სიტუაცია კვლავ “რთული” რჩება და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, თქვა რეგიონის გუბერნატორმა. რუსეთის სამხრეთ კურსკის რეგიონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ ჯარისკაცებმა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) სასაზღვრო ძალებმა მოიგერიეს უკრაინის თავდასხმა. რუსული მედია FSB-ს ციტირებს, რომ რუსული ძალები გაუმკლავდნენ უკრაინის შეიარაღებულ “პროვოკაციას”. კიევს […]
„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს – Corriere dello Sport

ხვიჩა კვარაცხელიასთან „ნაპოლი“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ანაზღაურებას გაუზრდის, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ავრცელებს. „ხვიჩა კვარაცხელიასა და მის გარემოცვას „ნაპოლი“ ახალი გრძელვადიანი კონტრაქტის გასაფორმებლად უახლოეს მომავალში შეხვდება. 23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ანტონიო კონტეს „პარტენოპეიში“ მისვლის შემდეგ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა. „პარი სენ-ჟერმენი“ კვარაცხელიას შეძენით სერიოზულად ინტერესდებოდა და თითქოს ქართველიც მზად იყო […]
როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილის გეგმა იყო მიხეილ სააკაშვილის შეწყალება
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის მიერ, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების სავარაუდო გეგმის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული საწინააღმდეგო განცხადებებისა, მისი გეგმა თავიდანვე ექს პრეზიდენტის შეწყალება იყო. „იძულებული გახდნენ ეღიარებინათ, რომ საქმე ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების სტრატეგიულ გეგმას, რადგან სამართლებრივ ნაწილში არაფერი სადავო არაა. მას აქვს სასჯელი, რომელიც შთანთქავს სხვა […]
პარიზის ოლიმპიადაში ხუთი ქართველი არბიტრი მონაწილეობს

ოლიმპიადაზე, ქართველი სპორტსმენების გარდა ქართველი არბიტრებიც იმყოფებიან. ზედიზედ მესამე ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ვლადიმერ ნუცუბიძემ (ძიუდო), მსაჯებმა რუსუდან ხოფერიამ (ბატუტზე ხტომა) და ილია გიორგაძემ (სპორტული ტანვარჯიში). ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ პარიზში იმსაჯებს ელისო ბედოშვილიც (მხატვრული ტანვარჯიში). მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებამ პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მომუშავე მსაჯთა შორის დაასახელა უმაღლესი საერთაშორისო კატეგორიის ქართველი არბიტრი ზაზა ჯიბლაძეც. […]
უკრაინის ცნობით, ხარკოვის ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაიჭრნენ სამოქალაქო პირები

უკრაინის ხელისუფლებამ სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთმა დარტყმა განახორციელა ხარკოვზე, რის შედეგადაც მინიმუმ რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის 8 თვის ბავშვი. დაზიანდა ქალაქის კლინიკაც. უკრაინის ეროვნული პოლიცია უახლეს მონაცემებს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქალაქში რამდენიმე შენობა დაინგრა, მათ შორის კლინიკა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსების ფასადები და ფანჯრები, დაზიანდა მინიმუმ 25 სამოქალაქო ავტომობილი. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ […]
“ჰეზბოლამ” ისრაელს დრონებით შეუტია

6 აგვისტოს, ლიბანში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფება “ჰეზბოლამ” ჩრდილოეთ ისრაელზე დრონებით მიიტანა იერიში. თუმცა, ჯგუფმა იქვე განაცხადა, რომ ეს არ არის შურისძიება ისრაელის მიერ გასულ კვირას მათი უმაღლესი მეთაურის მოკვლის გამო, რაც სამომავლოდ იგეგმება. უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე ისრაელის ორი სამხედრო ობიექტი იყო. ისრაელის თავდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ მიერ ლიბანის მხრიდან გადმოსული რამდენიმე მტრული დრონის […]
რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინის მიერ კურსკის ოლქი დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 13 კი – დაშავდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქის მასიური დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 13 კი – დაშავდა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსეი სმირნოვი იუწყება. „ორი ადამიანი დაშავდა გლუშკოვსკის რაიონში, ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, ქალაქ სუჯაში. მოგვიანებით, სამედიცინო დაწესებლეაბას კიდევ სამმა მოქალაქემ, მათ შორის ერთმა ბავშვმა, მიმართა. ორი ადამიანი დაშავდა ბოლშესოლდაცკის რაიონში, ერთი […]