პარიზის ოლიმპიადაში ხუთი ქართველი არბიტრი მონაწილეობს

ოლიმპიადაზე, ქართველი სპორტსმენების გარდა ქართველი არბიტრებიც იმყოფებიან. ზედიზედ მესამე ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ვლადიმერ ნუცუბიძემ (ძიუდო), მსაჯებმა რუსუდან ხოფერიამ (ბატუტზე ხტომა) და ილია გიორგაძემ (სპორტული ტანვარჯიში). ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ პარიზში იმსაჯებს ელისო ბედოშვილიც (მხატვრული ტანვარჯიში).
მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებამ პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მომუშავე მსაჯთა შორის დაასახელა უმაღლესი საერთაშორისო კატეგორიის ქართველი არბიტრი ზაზა ჯიბლაძეც. ის ოლიმპიადაზე პირველად იმსაჯებს. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ედიშერ მაჩაიძისა და თემურ ყაზარაშვილის შემდეგ ზაზა ჯიბლაძე იქნება მესამე არბიტრი, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე მოჭიდავეთა შეხვედრებზე იმსაჯებს.
აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე ძიუდოში ორთაბრძოლებს უძღვებოდა ქართველი დიქტორი გიორგი ჭანიშვილი. ის ერთადერთი ქართველი დიქტორია, რომელიც პარიზის ოლიმპიურ თამაშებს გაუძღვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ