ვაკეში კორპუსის მშენებლობისას ფერდი ჩამოიშალა და გზა ჩაანგრია

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში, რაზმაძის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას ფერდი ჩამოიშალა, მიწის მასამ კი გზა ჩაანგრია. შემთხვევა გუშინ, 5 აგვისტოს, საღამოს საათებში მოხდა. ნგრევის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, შეზღუდულია გადაადგილებაც.
მრავალბინიან კორპუსს აშენებდა რაზმაძის ქუჩაზე მცხოვრებთა ამხანაგობა “რაზმაძე 54-56”. გაერთიანება თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ 30 000 ლართ დააჯარიმა. გარდა ამისა, მას დაევალა დაზიანებული ფერდის აღდგენა.
მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, აღნიშნული კორპუსის მშენებლობის პროექტი ერთხელ უკვე იყო დაკორექტირებული. ამჯერად ის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა. კორპუსის მშენებლობა ამ ეტაპზე შეჩერებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

საგარეო უწყება – მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა გერმანიის ელჩთან – განიხილეს საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები, საუბარი შეეხო ასევე ევროკავშირთან ურთიერთობებს