გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბაკურიანის „საზაფხულო ბანაკში“ ახალგაზრდებს შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ბაკურიანის „საზაფხულო ბანაკში“ ახალგაზრდებს შეხვდნენ და დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ბანაკის მონაწილეებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს და თვითმმართველობის პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „ახალგაზრდები „საზაფხულო ბანაკში“ ესწრებიან ტრენინგებს ეფექტური კომუნიკაციის, პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის, ადგილობრივი […]

აშშ-ის სასამართლომ კორპორაცია „გუგლი“ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში დამნაშავედ ცნო

როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, შესაბამისი დადგენილება კოლუმბიის ოლქის მოსამართლემ, ამიტ მუჰთამ გამოსცა. მოსამართლის თქმით, „გუგლი“ ყოველწიურად მილიარდობით დოლარს უხდიდა სხვა მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს, მათ შორის „სამსუნგსა“ და „ეფლს“, რათა მათ მოწყობილობებში „გუგლის“ საძიებო სისტემა წინასწარ ყოფილიყო დაყენებული. „გუგლის“ მიერ ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გადახდილი თანხა 26 მილიარდ დოლარს აღწევდა. მოსამართლის დადგენილებით, ეს ხელს უშლიდა კონკურენტებს, „გუგლისთვის“ […]

ტიმ უოლცი – ვინ არის კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი?

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა – შტატ მინესოტას გუბერნატორი, ტიმ უოლცი. რა ვიცით ტიმ უოლცზე სკოლის მასწავლებლის, ტიმ უოლცის პოლიტიკური კარიერა 2006 წელს დაიწყო – მაშინ იგი მინესოტას პირველი ოლქიდან წარმომადგენელთა პალატი წევრად აირჩიეს. კონგრესში მან 12 წელი გაატარა, 2018 წელს კი მინესოტას გუბერნატორი გახდა. 2022 წელს მეორეჯერ […]

რატომ ახორციელებენ მერეტზე ზეწოლას? – “ნაპოლიმ” შეიძლება მეკარე დაიმატოს

“ჟირონასთან” ამხანაგურ მატჩში შეცდომის შედეგად გაშვებული გოლის შემდეგ იტალიურ მედიაში დაიწყო საუბრები “ნაპოლის” მეკარის, ალექს მერეტის სხვა გუნდში გაშვების თაობაზე. შეცდომა ვის არ დაუშვია და მით უმეტეს, ამჟამად რატომღაც რაღაც მოდადქცეულ საჯარიმოში ბურთის გათამაშების შედეგად, როდესაც პრობლემას ძალად იგონებენ, თუმცა მერეტის შემთხვევაში სულ სხვა სიტუაციაა. საქმე ისაა, რომ მას ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში […]

აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტები ოჯახებს გადაეცათ

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით, ოჯახებს გადაეცათ აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტები. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, დაკარგულთა ოჯახების წევრებს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მიაწოდეს ინფორმაცია ახლობლების მოძიებისა და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებით. იდენტიფიცირების შემდეგ ნეშტები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. „16 ოჯახს, ვისაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში გაურკვევლობაში უწევდა ცხოვრება, […]

Amnesty International საქართველოს მოუწოდებს, შეწყვიტოს სადიგოვის ექსტრადირების პროცედურა

Amnesty International-ის განცხადებით, ჟურნალისტ აფგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში ექსტრადიცია დაუშვებელია. როგორც Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორის მოადგილემ დენის კრივოშეევმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აფგან სადიგოვის ექსტრადირების მცდელობები, — საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებებისა და არგაძევების პრინციპის (non-refoulement) მოთხოვნის შესაბამისად, — და უზრუნველყოს სადიგოვისა და მისი მეუღლის საერთაშორისო დაცვა, თუ ისინი […]

სერგეი შამბა ოკუპირებული აფხაზეთის “საგარეო საქმეთა მინისტრად” დაინიშნა

სერგეი შამბა დაინიშნა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრად, „უშიშროების საბჭოს მდივანი“ კი რაულ ლოლუა გახდა. შამბა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 1997 წლის მაისიდან 2004 წლის ივნისამდე. 2004 წლის 15 დეკემბერს იგი კვლავ ჩაუდგა სათავეში დე ფაქტო უწყებას. 2010-2011 წლებში ის ე.წ. პრემიერ-მინისტრი იყო, 2020 წლის ივლისიდან კი – „უშიშროების საბჭოს […]

გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და თურქეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების ხელმძღვანელი ბორან ჯან ქოჩბოღანი ესწრებოდნენ. გაცნობითი ხასიათის […]

მარიამ ქვრივიშვილი – საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით,საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქვრივიშვილის თქმით, თბილისის აეროპორტი ივლისში 519,275 მგზავრს მოემსახურა. „რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 29% – ით მეტია, ხოლო ბათუმის აეროპორტმა წინა წელთან შედარებით 48% – ით მეტი მგზავრი გადაიყვანა. ისტორიული მაქსიმუმია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც, სადაც 2024 წლის 7 თვეში […]

გაერომ 9 თანამშრომელი გაათავისუფლა ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობისთვის

გაერომ პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს (UNRWA) 9 თანამშრომელი გაათავისუფლა ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობის გამო. გაეროს შიდა ზედამხედველობის სამსახურმა დაასრულა გამოძიება 7 ოქტომბრის თავდასხმებში UNRWA-ს 19 თანამშრომლის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, რომელთაგან ორი გარდაიცვალა. „ცხრა ადამიანის შემთხვევაში საკმარისი მტკიცებულებაა, დავასკვნათ, რომ ისინი შესაძლოა მონაწილეობდნენ შვიდი ოქტომბრის თავდასხმებში. დანარჩენების საქმეები გადაიხედება”, — განაცხადა გაეროს […]