ტყუილები პრეზიდენტზე – კრემლის და ქართული “ანტი-მაიდანის” მთავარი სამიზნე

გამოცემა მითების დეტექტორის ცნობით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ევროპარლამენტში კრემლის პროპაგანდისტების და პროსახელისუფლებო მედიასაშულაბების გააქტიურება მოჰყვა. მითების დეტექტორი, წერს: საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, 18 დეკემბრის გამოსვლა ევროპარლამენტში საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა. პრეზიდენტი ევროპარლამენტარებს საქართველოს მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაზე და პროევროპული პროტესტის მხარდასაჭერი ნაბიჯების საჭიროებაზე ესაუბრა. ამავე დღეს ევროპარლამენტმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის შესახებ […]
“ცემეს ბიჭები, გოგოებსაც დაარტყეს, გვაგინეს” – პროფკავშირებში პროფკავშირების წარმომადგენლებს არ უშვებენ

ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება სახის არეში აღენიშნება. ნაცემი მოქალაქეები სასწრაფოს მანქანებით კლინიკაში გადაიყვანეს. დაპირისპირება სხდომაზე დასწრების გამო დაიწყო. პროფკავშირებში დღეს გაფიცულების საკითხზე უნდა ემსჯელათ, მაგრამ ირკვევა, რომ ორგანიზაცია “ლაბორის” წარმომადგენლებს, რომლებიც გაფიცულების ინტერესებს იცავენ, შენობაში გამგეობის სხდომაზე არ შეუშვეს, რასაც ადგილზე ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური […]
ქალთა მარშის მონაწილეებზე თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო, დაკავებული არავინაა

ათონელის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალთა მარშის მონაწილეებზე თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლით დაიწყო. ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. გუშინ, ორბელიანზე, საახალწლო სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალთა მარშის აქციის მონაწილეებს უცნობი პირები დაუპირისპირდნენ. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ისინი აგინებენ აქციის მონაწილეებს, ერთი კაცი კი ხელს ურტყამს აქციის მონაწილე ქალს. მიმდინარე აქციების განმავლობაში […]
საჯარო მოხელე ადიგენიდან: ვემიჯნები ოცნების 28 ნოემბრის განცხადებას და მოქალაქეებზე ძალადობას

ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი, მიხეილ ბუცხრიკიძე, ქვეყანაში მიმდინარე მიმდინარე მოვლენებს, „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირისკენ სვლის შეჩერებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ემიჯნება ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას ამის შესახებ და გმობს საქართველოს მოქალაქეებზე „ოცნების“ ძალადობას. ამის შესახებ საჯარო მოხელემ სოციალურ ქსელში პირად გვერდზე დაწერა. „მიმაჩნია,რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ […]
გურიელიძის თქმით, ბოკვერი ზოოპარკში ბექაურმა და სამინისტროს წარმომადგენელმა მიუყვანეს

ლომის ბოკვერი, რომელსაც ძიუდოისტი ლაშა ბექაური პორშეთი ასეირნებდა, თბილისის ზოოპარკს გადაეცა. ლაშა ბექაურმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის ბოკვერს ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს გადასცემს, წარწერით: “ბოკვერი უკვე ზოოპარკშია”. თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ბოკვერი ზოოპარკში ბექაურმა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ერთად მიიყვანეს. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესში სავარაუდოდ ჩართული იყო გარემოს […]
ანჩელოტი იტალიაში დაბრუნდება? – “რომას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამი კანდიდატურა ჰყავს

Calciomercato-ს ინფორმაციით, იტალიის სერია A-ს ბინადარ “რომას” მომავალი სეზონისთვის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამი კანდიდატურა ჰყავს. მოგეხსენებათ, “ჯალოროსის” ამჟამად კლაუდიო რანიერი ავარჯიშებს, რომელიც დაკავებულ პოსტზე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ აუცილებლად დატოვებს. “მგლების” სამიზნეები კარლო ანჩელოტი, მასიმილიანო ალეგრი, ან ჯან პიერო გასპერინი არიან. ამ დროისთვის უმუშევარი მხოლოდ ალეგრია, რომელიც გასულ ზაფხულს “იუვენტუსიდან” წამოვიდა და ამჟამად კლუბის გარეშეა. […]
ოფიციალურად: ლისაბონის “სპორტინგს” ახალი მწვრთნელი ჰყავს

ლისაბონის “სპორტინგმა” გვაუწყა, რომ გათავისუფლებული ჟოაო პერეირას შემდეგ გუნდის ახალი მწვრთნელი 43 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი რუი ბორხესი გახდა. ის მიმდინარე სეზონში “გიმარაეშს” წვრთნინა და ამას საკმაო წარმატებითაც აკეთებდა. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ ლისაბონური გრანდი 11 ნოემბერს რუბენ ამორიმმა დატოვა და “მანჩესტერ იუნაიტედს” მიაშურა, რის შემდეგაც “სპორტინგის” ახალი მწვრთნელი მეორე გუნდის დამრიგებელი ჟოაო პერეირა […]
შალვა პაპუაშვილი – 20-25 წლის წინ, გალექსილი ხუმრობა იყო ერთ-ერთ მაშინდელ ხელმძღვანელზე – „მისი ფიქრები არის ვიქნები და ვიქნებიო“ და სალომე ზურაბიშვილის ფიქრებიც არის „ვიქნები და ვიქნებიო“

შეიძლება ზოგიერთს ახსოვს 20-25 წლის წინ გავრცელებული გალექსილი ხუმრობა ერთ-ერთ მაშინდელ ხელმძღვანელზე – „მისი ფიქრები არის ვიქნები და ვიქნებიო“ და სალომე ზურაბიშვილის ფიქრებიც არის „ვიქნები და ვიქნებიო“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის სამშობლოდ საქართველო ვერ იქცა. „საერთო ჯამში, ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ ამხელა პასუხისმგებლობა […]
ყაზახეთის სენატის თავმჯდომარე – „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, – ამის შესახებ ყაზახეთის სენატის თავმჯდომარემ, მაულენ აშიმბაევმა განაცხადა. „არც ერთი ქვეყანა, არც აზერბაიჯანი, არც რუსეთი და არც ყაზახეთი, ინფორმაციის დამალვით დაინტერესებული არ არის. საზოგადოებისთვის ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება“, – განაცხადა მაულენ აშიმბაევმა. შეგახსენებთ, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი ყაზახეთის ქალაქ აქთაუში გუშინ ჩამოვარდა. ყაზახეთის ვიცე-პრემიერის ცნობით, კატასტროფის შედეგად 38 […]
ნინო ლაცაბიძე – პრემიერ-მინისტრის და სამთავრობო გუნდის მხარდაჭერით, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის დაწყების შესაძლებლობა გვაქვს

რუსთავში, ქალაქის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის ფარგლებში, 2025 წელს, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა და პროექტის მესამე ეტაპის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ქალაქის მერმა საცხოვრებელ კორპუსებში არსებული პრობლემები, მათთან ერთად განიხილა. „პრემიერ მინისტრის და სამთავრობო გუნდის მხარდაჭერით, ჩვენ რუსთაველის ქუჩის […]