გვარამია პრეზიდენტზე: მზად ვართ, ლეგიტიმაციის ეს ბოლო ფორპოსტი დავიცვათ ნებისმიერი გზით

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ 29 დეკემბერს პრეზიდენტ ზურაბიშვილის უფლებამოსილება არ შეწყდება, რადგან მისივე თქმით, არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, რომელსაც ლეგიტიმური პრეზიდენტის არჩევა შეუძლია. გვარამიას თქმით კოალიცია მზადაა, პრეზიდენტის ლეგიტიმაცია ნებისმიერი გზით დაიცვან. “მე გეტყვით, რა არ მოხდება და არც უნდა მოხდეს არავითარ შემთხვევაში 29 დეკემბერს – სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილება არ შეწყდება. რატომ? […]

„გახარია საქართველოსთვის“ – მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე თანმდევი სოციალური კრიზისები იკვეთება – ამის მაგალითია, ტყიბულში პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები და „აგარის შაქრის“ თანამშრომლების მასობრივი გაფიცვა

ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკვე ბევრი მიმართულებით, აშკარად იკვეთება თანმდევი სოციალური კრიზისები – ამის მაგალითია, ტყიბულში ათეულობით თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება და „აგარის შაქრის“ თანამშრომლების მასობრივი გაფიცვა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, ისინი მზაობას აცხადებენ, „ერთიანი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ბერკეტების შემუშავებისთვის საჯარო ინტერესის და თითოეული თანამშრომლის ღირსებისა […]

შალვა პაპუაშვილი – მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია საქართველოს პარლამენტში, 29 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია საქართველოს პარლამენტში, 29 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება. მისივე თქმით, ცერემონიაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მიწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები. „29 დეკემბერს, კვირას საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონის შესაბამისად ცერემონია პარლამენტის სასახლეში იმართება. კერძოდ, სხდომათა დარბაზში. […]

ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ელექტრონულ სიგარეტებს ამჟამად მოსწავლეთა 11.3%, თამბაქოს კი – 11.6% მოიხმარს – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას ინფორმაციით, ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ელექტრონულ სიგარეტებს ამჟამად მოსწავლეთა 11.3%, თამბაქოს კი – 11.6% მოიხმარს. უფრო კონკრეტულად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ჩატარებული კვლევის GYTS (თამბაქოს გლობალური კვლევა ახალგაზრდებში) თანახმად, სიგარეტს ამჟამად ეწევა მოსწავლეთა 5.2%, უკვამლო/არა-მოსაწევ თამბაქოს კი ამჟამად მოიხმარს მოსწავლეთა […]

ბიტკოინის ღირებულება $100 000-მდე გაიზარდა, რაც MicroStrategy-მა დამატებითი აქციების გამოშვება დააანონსა

ბიტკოინის ფასი მას შემდეგ გაიზარდა, რაც პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელმა და კრიპტოვალუტის უმსხვილესმა კორპორაციულმა მფლობელმა MicroStrategy-მა დამატებითი აქციების გამოშვების გეგმის შესახებ განაცხადა, რაც მას საშუალებას მისცემს შეიძინოს კიდევ უფრო მეტი ტოკენი, წერს Bloomberg სავაჭრო მონაცემებზე დაყრდნობით. Binance-ის მონაცემებით, მაქსიმუმ 26 დეკემბერს, ბიტკოინი 99,884.57 დოლარად ივაჭრებოდა. თუმცა შემდეგ ზრდა შენელდა და ბიტკოინი $97,981.06 (+0.01%) ღირდა. MicroStrategy-მა 23 […]

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში 2022 წლიდან მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში, ცალკეულ პირთა დანაშაულებრივ საქმიანობის ფაქტზე პროკურატურის მიერ, სასამართლოს […]

შალვა პაპუაშვილი – დღეს რომ ზოგი გვიბედავს ბრიუსელიდან, ასეთ რაღაცას მოსკოვიდან ყველა ვერ გვიბედავდა – ბევრს უნდა ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ „ბანანის რესპუბლიკად“ წარმოგვადგინოს

დღეს რომ ზოგი გვიბედავს ბრიუსელიდან, ასეთ რაღაცას მოსკოვიდან ყველა ვერ გვიბედავდა. ერთმა რუსმა მწერალმა გადაბრუნებული სიტყვა თქვა ქართველებზე და ნახევარი საქართველო ჩაადგა მოსკოვში და ბოდიშები ახდევინა. დღეს ყოველ მეორე დღეს ბრიუსელიდან უარესები გვესმის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ბევრს უნდა ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ წარმოგვადგინოს „ბანანის რესპუბლიკად“. „საბჭოთა კავშირში […]

შალვა პაპუაშვილი – ანა დოლიძეს ისე უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, რომ ქალბატონი სალომე რომც გამოვიდეს პრეზიდენტის სასახლიდან, ის დარჩება იმ შენობაში და არ გამოვა

ანა დოლიძეს ისე უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, რომ დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე რომც გამოვიდეს [პრეზიდენტის სასახლიდან], ის დარჩება იმ შენობაში და არ გამოვა – ამ ადამიანს ასეთი დაუოკებელი სწრაფვა აქვს ხელისუფლებისკენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ანა დოლიძის განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ყველა სასაცილოდ გაიხდის თავს, ვინც ასეთ ნაბიჯზე წავა, რომ ასეთი […]

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე უცხოელი ელჩები დაპატიჟებულები არ არიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები არ არიან. მისი თქმით, ინაუგურაციაზე უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მოწვევა განსაზღვრული არც ჰქონდა. „ელჩები დაპატიჟებულები არ არიან… მე არც მქონდა განსაზღვრული, რომ მოგვეწვია უცხო ქვეყნის წარმომადგენლები ამ ინაუგურაციაზე. ამავე დროს, რა თქმა უნდა, დარბაზსაც აქვს გარკვეული შეზღუდვები, თუმცა ეს არის […]

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების ნაწილი სხდომის დანიშვნას ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი წევრი: ლაშა ტუღუში, ლიკა ბასილაია-შავგულიძე და ზაზა აბაშიძე საბჭოს სხდომის დანიშვნას ითხოვენ, რათა „უამრავ კითხვას გაეცეს პასუხი“. ამის შესახებ საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ლაშა ტუღუშმა საბჭოს სხვა წევრებთან ერთად ტელევიზიასთან ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ტუღუში აღნიშნავს, მათ რამდენჯერმე მიმართეს მაუწყებელს საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით, თუმცა ის ამ დრომდე არ გამართულა. მისი თქმით, სამეურვეო […]