აშშ და ევროკავშირი გმობენ ბოსნიელი სერბების ძალისხმევას, დაბლოკონ ბოსნია-ჰერცეგოვინის ინტეგრაცია ევროკავშირში

აშშ-მა და ევროკავშირმა 25 დეკემბერს დაგმეს ბოსნია-ჰერცეგოვინის ეთნიკური სერბების გეგმები, დაიბლოკოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია. ქვეყნის სერბთა მიერ მართული ერთეულის, რეპუბლიკა სრპსკას დეპუტატებმა 24 დეკემბერს, გვიან საღამოს სახელმწიფო ინსტიტუტებში სერბთა წარმომადგენლებს დაავალეს, დაბლოკონ გადაწყვეტილებების მიღების ნაბიჯები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საჭიროა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ამის პასუხად, აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის საელჩოებმა და ბოსნიაში ევროკავშირის დელეგაციამ […]

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 დეკემბრიდან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. „მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო […]

სემეკის გადაწყვეტილებით, „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინვესტიციები ორჯერ გაიზარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სემეკის 2024 წლის საქმიანობა შეაჯამა. მისი თქმით, ელექტროენერგიის მიმწოდებელ ქსელურ კომპანიებს ინვესტიციები ორჯერ გაეზარდათ, რაც მომავალში ავარიების რიცხვს შეამცირებს. „მარეგულირებელი კომისიისთვის, როგორც წესი, 2024 წელიც საკმაოდ დატვირთული იყო. მთავარი გამოწვევა ჯერ კიდევ ქსელში მომხდარი ავარიებია, აქედან გამომდინარე, კომისია აქტიურად მუშაობდა, რათა ავარიების რიცხვი შემცირდეს. ეს […]

სერგეი ლავროვი – საფრანგეთმა რუსეთს უკრაინის კონფლიქტზე დიალოგის კიევის გვერდის ავლით გამართვა შესთავაზა

რუსეთმა საფრანგეთისგან მიიღო წინადადებები უკრაინის კონფლიქტზე დიალოგის კიევის მონაწილეობის გარეშე დაწყებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „რამდენჯერმე იყო ჩვენი ფრანგი კოლეგების მხრიდან დახურული არხებით მომართვა: „მოდით, ხელი შევუწყოთ, დავამყაროთ დიალოგი უკრაინის საკითხზე“, სხვათა შორის, ყოველგვარი უკრაინის გარეშე“, – აღნიშნა ლავროვმა. მისი თქმით, პარიზიდან მისული ასეთი სიგნალები არღვევს […]

პრეზიდენტი: ბევრი ქვეყანა არაა, სადაც ეთნიკური უმცირესობების მარშია ევროპული მომავლისთვის

ფოტო: MOSE საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 25 დეკემბრის ეთნიკური უმცირესობების მარშს გამოეხმაურა: “არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია იხილოს ეთნიკური უმცირესობების გაერთიანებული მარში საკუთარი ევროპული მომავლისთვის. საპროტესტო აქციები ერთთვიან ვადას უახლოვდება, რადგან მოქალაქეები მნიშვნელოვან ცვლილებებს ითხოვენ”.

“საინაუგურაციო კონსტიტუცია” სამ ცალად – რას ამბობს პაპუაშვილი ყაველაშვილი ინაუგურაციაზე

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ივანიშვილის პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართება. “ინაუგურაცია გაიმართება პარლამენტში, კერძოდ, სხდომათა დარბაზში ცერემონია დაიწყება 11 საათზე და მისი ხანგრძლივობა იქნება 40 წუთი, დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობების, ასევე აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს […]

შობა დღეს რუსეთმა მასშტაბური დარტყმები განახორციელა უკრაინაზე, ბაიდენი გამოდის კიევისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელების პირობით

25 დეკემბერს რუსეთის ძალებმა მასშტაბური შეტევები განახორციელეს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, რასაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უწოდა “არაადამიანური თავდასხმა” კრემლის ძალების მხრიდან. ასი ათასობით მოსახლე სიცივეში გათბობის გარეშე დარჩა, კიევში ბევრგან გაითიშა ელექტროენერგიის მიწოდება. “დღეს [რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ] პუტინმა საგანგებოდ შეარჩია შობა დღე თავდასხმისთვის” – თქვა ზელენსკიმ 25 დეკემბერს და დასძინა, რომ მოსკოვი ცდილობს მიაღწიოს ელექტროენერგიის გათიშვას […]

გახარია საქართველოსთვის: სოლიდარობას ვუცხადებთ მეშახტეებსა და აგარის ქარხნის თანამშრომლებს

პარტია გახარია საქართველოსთვის განცხადებით, ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკვე აშკარად იკვეთება თანმდევი სოციალური კრიზისები ბევრი მიმართულებით. პარტია სოლიდარობას უცხადებს მეშახტეებსა და აგარის ქარხნის თანამშრომლებს. “ტყიბულში, ათეულობით თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლება, რაც კონკრეტულ ადამიანებსა და მათ ოჯახებს მძიმე სოციალური რისკების ქვეშ აყენებს. ასევე, მასობრივად გაიფიცნენ “აგარის შაქრის” თანამშრომლები კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით. სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტებისა […]

ეკონომიკა კრიზისში შედის, განვითარების პროექტები შეჩერებულია და ხალხი რამდენიმე თვეში შიმშილს დაიწყებს – რესან ქიქავა

“ხელისუფლებასთან” მაქვს ასეთი შეთავაზება. მოდით, სანამ “ტრამპი ებრძვის დიფ სთეითს”, შევაჩეროთ თქვენი ხელფასების და პრემიების გაცემა და თქვენი ხარჯების ანაზღაურება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ექსპო ჯორჯიას” დირექტორი რესან ქიქავა წერს. მისი თქმით, ეკონომიკა კრიზისში შედის, განვითარების პროექტები შეჩერებულია და ხალხი რამდენიმე თვეში შიმშილს დაიწყებს. „არაღიარებული, სანქცირებული და კონსტიტუციიდან გასული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ხელისუფლებობანას თამაშობთ, […]

„გალათასარაიმ“ „ლიონს“ მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართა – ფაბრიციო რომანო

გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით „ლიონსა“ და „გალათასარაის“ შორის ურთიერთობა აქტიურ ფაზაში შევიდა – ინფორმაციას ცნობილ იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, სატრანსფერო ბაზრის ექსპერტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. „გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე „ლიონმა“ „გალათასარაისგან“ ოფიციალური შეთავაზება მიიღო. თურქული კლუბი ფრანგებს 17 მილიონ ევროს და დამატებით ბონუსებს სთავაზობს, რაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ფრანგულმა კლუბმა მიქაუტაძის გაშვების გადაწყვეტილება მიიღოს“, – […]