სერბეთის ქალაქ ნოვი-სადის პროკურატურამ რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის საქმეზე 13 პირს ბრალი წაუყენა

სერბეთის ქალაქ ნოვი-სადის პროკურატურამ რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის საქმეზე 13 პირს ბრალი წაუყენა. ნოვი-სადის უმაღლესი პროკურორის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალი წაუყენეს თანამდებობისა და ხელმძღვანელ პირებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრს, მის მოადგილეს, რეკონსტრუქციის პროექტის ავტორებსა და სამუშაოების ზედამხედველებს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოების არასათანადოდ წარმოებისთვის მათ საფრთხე შეუქმნეს საზოგადოების უსაფრთხოებას. ნოვი-სადის რკინიგზის ახლად […]
უკრაინამ დაასახელა ბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობასთან დაკავშირებული მეთაური

უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ განაცხადა, რომ მან დაადგინა რუსეთის სამხედრო მოსამსახურის ვინაობა, რომელიც მონაწილეობდა 2022 წელს ბუჩაში სამოქალაქო პირის მკვლელობაში. ამის შესახებ ბუჩის საკრებულო იტყობინება. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილს ჰქვია არტიომ ტარეევი, ის 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის 234-ე სადესანტო-საიერიშო პოლკის მეთაურია. პოლიცია ირწმუნება, რომ 2022 წლის 5 მარტს სწორედ ტარეევმა „გასცა ბრძანება, ესროლათ ყველა სამოქალაქო პირისთვის, ვინც კი […]
ნანუკა ჟორჟოლიანმა ,,ტვ პირველზე” დაიწყო მუშაობა

ნანუკა ჟორჟილიანი ,,ტვ პირველზე” იწყებს მუშაობას. ამის შესახებ ჟურნალისტი თავად აქვეყნებს ინფორმაციას: ,,დღეიდან, ყოველ ოთხშაბათს, შევხვდებით ტელეკომპანია პირველის ეთერში ბედნიერი ვარ.” შეგახსენებთ, ჟორჟოლიანმა ცოტა ხნის წინ დატოვა ,,მთავარი არხი”
მარკო მიხელსონი – ქართველი ხალხი ევროპული ქვეყნების მხრიდან მორალურ და რეალურ მხარდაჭერას იმსახურებს, როგორც სიტყვით, ისე საქმით

ქართველი ხალხი, რომელიც ზედიზედ 32 დღეა თავის მონდომებას აჩვენებს, ევროპული ქვეყნების მხრიდან მორალურ და რეალურ მხარდაჭერას იმსახურებს , – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მიხელსონის თქმით, ევროპული სახელმწიფოების „გაორებული დამოკიდებულება“ იმაზე მიუთითებს, რომ ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის საფასური უახლოეს მომავალში გაცილებით მაღალი იქნება. „რუსეთის მიერ […]
ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს. ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა ხმების 49,1% მიიღო. მეორე ადგილზე ხმების 19,4%-ით დამოუკიდებელი კანდიდატი, დრაგან პრიმორაკი გავიდა, რომელსაც მხარს ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი პლენკოვიჩი უჭერს. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მილანოვიჩმა განაცხადა, რომ „იბრძოლებს ხორვატიისთვის, რომელიც თავის ინტერესებზე ზრუნავს“. ხორვატიის […]
რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ტყვეობაში მყოფი 150 უკრაინელი ჯარისკაცი თანაბარი რაოდენობის რუს სამხედროში გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ტყვეობაში მყოფი 150 უკრაინელი ჯარისკაცი თანაბარი რაოდენობის რუს ჯარისკაცში გაცვალეს. მხარეებს შორის ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმება არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით შედგა. უკრაინულ მხარეს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სააპელაციო საბჭომ დააკმაყოფილა ილიაუნის საჩივარი – ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს საკითხი

სააპელაციო საბჭომ დააკმაყოფილა ილიაუნის საჩივარი, შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიას უნივერსიტეტის საკითხი. შესაბამის ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიას უნივერსიტეტის საკითხი. დღეს სააპელაციო საბჭომ დააკმაყოფილა ილიაუნის საჩივარი; მან არ გაიზიარა ავტორიზაციის საბჭოს 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიაუნის საკითხი. […]
ოფიციალურად – “მილანის” მწვრთნელად სერჟიო კონსეისაუ დანიშნეს

გადაყენებული პორტუგალიელი პაულო ფონსეკას ნაცვლად, “მილანის” მწვრთნელად მისი 50 წლის თანამემამულე სერჟიო კონსეისაუ დანიშნეს. სერჟიო კონსეისაუს “მილანმა” კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. ის 2017-2024 წლებში “პორტუს” ედგა სათავეში და გუნდი მისი ხელმძღვანელობით სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. სერჟიო კონსეისაუს დანიშვნამდე “მილანმა” პოსტი მაურიციო სარის შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. “როსონერი” 18 ტურის შემდეგ სერია A-ში მერვე ადგილზეა, […]
მარიო რუიმ “ნაპოლი” დატოვა

33 წლის მცველმა მარიო რუიმ “ნაპოლისთან” კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა, – ამის შესახებ იტალიური კლუბი საიტით იტყობინება. მარიო რუი ლუჩანო სპალეტის გუნდში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, ანტონიო კონტემ კი მის სამსახურზე უარი თქვა და არ ათამაშა. პორტუგალიელი უკვე თავისუფალი აგენტია და შეუძლია სხვა კლუბში გადავიდეს. მარიო რუი “ნაპოლიში” 2017 წლის ზაფხულში იჯრით გადავიდა, ხოლო იანვრის დასაწყისში […]
ილიას უნივერსიტეტზე სააპელაციო საბჭომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არ გაიზიარა

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭომ არ გაიზიარა ამავე ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ილიას უნივერსიტეტს 6-წლიანი ავტორიზაცია მიეცა დათქმით, ერთი წლის შემდეგ კვლავ შემოწმების პირობით. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიას უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხი – ინფორმაციას უნივერსიტეტის კანცლერი ქეთი დარახველიძე ავრცელებს. თავად საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ოქმი 10 სამუშაო დღის ვადაში […]