„დეკემბერში სასტუმროს დატვირთულობამ მოლოდინს გადააჭარბა“ – Gudauri Lodge

ამ ეტაპზე, მოთხოვნის კლებას ვერ ვგრძნობთ. დატვირთულობამ დეკემბერში მოლოდინს გადააჭარბა, სასტუმროს 50%-ზე მეტი შევსებულია, – ამის შესახებ სასტუმრო Gudauri Lodge-ს დირექტორმა ანდრო ვლასოვმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სტუმრების სეგმენტაცია შეიცვალა, რაც გულისხმობს იმას, რომ Gudauri Lodge-ს დამსვენებლების 99% უცხოელია. “ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდს რომ შევადაროთ […]

წლის ადამიანები 2024 – “ბანკები და ფინანსების” ვერსია

გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ ვერსია ეფუძნება ამა თუ იმ პიროვნების, ან ადამიანთა ჯგუფის საქმიანობის ზეგავლენას საქართველოსა და მსოფლიოში მომხდარ მოვლენებზე, მიუხედავად იმისა, დადებითი იყო ეს გავლენა, თუ უარყოფითი. გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ წლის ადამიანების ვერსიას 1999 წლიდან აქვეყნებს. ეს არის გაზეთის, ვებგვერდ www.bfm.ge-ის შემოქმედებითი ჯგუფის, მენეჯმენტისა და გაზეთის ტრადიციული რესპონდენტების თვალსაზრისი. წლის ადამიანად (წლის ადამიანებად) […]

ტრამპი მასკის მიერ მხარდაჭერილ საიმიგრაციო ვიზებს (H-1B) ემხრობა

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NEW YORK Post-ს განუცხადა, რომ მაღალკვალიფიციური მუშაკებისთვის საიმიგრაციო ვიზების მინიჭებას მხარს უჭერს. როგორც ჩანს, ტრამპი ამ საკითხში მიმდინარე დებატებში ილონ მასკის პოზიციას იზიარებს. „ყოველთვის მომწონდა ვიზები, ყოველთვის ვიზების მომხრე ვიყავი. სწორედ ამიტომ გვაქვს ისინი“, – განაცხადა ტრამპმა H-1B პროგრამაზე საუბრისას. პროგრამა კომპანიებს უფლებას აძლევს დაიქირაონ უცხოელი მუშები სპეციალიზებულ პროფესიებში. H-1B […]

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ემიგრანტები იკრიბებიან, რომლებიც პარლამენტამდე მსვლელობას გამართავენ

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ემიგრანტები იკრიბებიან. ჩიტაძის ქუჩაზე, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა მდებარეობს, ემიგრანტები და ემიგრანტების ოჯახის წევრები პროტესტის ნიშნად იკრიბებიან. მათი მოთხოვნაა ახალი არჩევნები და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება. პროტესტის მონაწილეებს მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები. „რუსეთი ჩვენი საერთო მტერია“. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე შეუერთდებიან საპროტესტო აქციას, რომელიც უკვე თვეზე […]

“ვარჯიშის დროს მიიღო ტრავმა”- ავერსის რადიოლოგიური სამსახურის უფროსი ხარებაზე

შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც საპროტესტო აქციებზე დარბევის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, ავერსის კლინიკაში იმყოფებოდა. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას კლინიკაში დაუდასტურეს. კლინიკის რადიოლოგიური სამსახურის უფროსი ირაკლი გახოკიძე გამოცემასთან საუბრისას ამბობს, რომ ხარაზიშვილმა ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო. კლინიკის ინფორმაციით, ის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული (მრტ) კვლევის ჩასატარებლად დღეს მივიდა. “აღნიშნავდა ტკივილს მხრის სახსრის არეში. ვარჯიშის დროს მიიღო ტრავმა. ჩაუტარდა ტომოგრაფია, […]

ილიაუნის სარჩელი დააკმაყოფილა – საბჭომ ავტორიზაციის საკითხი ხელახლა უნდა განიხილოს

ილიაუნის სააპელაციო სარჩელი დააკმაყოფილა – აპელაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი. ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ქეთი დარახველიძე Facebook-ზე წერს. “ილიაუნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. აპელაციის საბჭო არ იზიარებს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას. ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი. დიდი მადლობა აპელაციის საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის! მთავარი გამარჯვება წინ არის”- […]

ენტონი ბლინკენი – აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება TOW-ის ტიპის რაკეტებსა და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს მოიცავს

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება TOW-ის ტიპის რაკეტებსა და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი. ენტონი ბლინკენის ცნობით, უკრაინის დასახმარებლად ჯო ბაიდენის მიერ გამოცხადებული 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის ფარგლებში პენტაგონი საკუთარი მარაგებიდან უკრაინას 1.25 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას გადასცემს. სამხედრო დახმარების პაკეტი უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემებისთვის საბრძოლო […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ცნობილი მეცნიერისა და პედაგოგის, პროფესორ გოგი ჭირაქაძის ხსოვნის საღამო გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ორგანიზებით, ცნობილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ გიორგი (გოგი) ჭირაქაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, საყოველთაოდ აღიარებულ ქიმიკოსს 90 წელი შეუსრულდებოდა. ის, 1981 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრას უძღვებოდა. პროფესორ გოგი ჭირაქაძის ხსოვნის საღამო, […]

„ავერსის კლინიკა”: ზვიად ხარაზიშვილს ვარჯიშის დროს მხარი დაუზიანდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) „ავერსის კლინიკაში” გამოკვლევის ჩასატარებლად იმყოფებოდა – ინფორმაცია რადიო თავისუფლებას კლინიკაში დაუდასტურეს. კლინიკის რადიოლოგიური სამსახურის უფროსი ირაკლი გახოკიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხარაზიშვილს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული (მრტ) კვლევა დღეს, 30 დეკემბერს, შუადღის საათებში ჩაუტარდა. „აღნიშნავდა ტკივილს მხრის სახსრის არეში. ვარჯიშის დროს მიიღო ტრავმა. ჩაუტარდა ტომოგრაფია, შედეგები დამუშავების […]

მოსკოვში დააკავეს სომხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი არშაკ კარაპეტიანი

მოსკოვში დააკავეს სომხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი არშაკ კარაპეტიანი. ამის შესახებ იტყობინება ტელეგრამის არხი „112“, ასევე იუწყება RBC შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით. 112-ის ცნობით, დაკავება მოხდა ტვერსკაიას ქუჩაზე. წინასწარი ინფორმაციით, კარაპეტიანი სომხეთის ძალოვანი უწყებების თხოვნით დააკავეს. ყოფილი თანამდებობის პირი სამშობლოში რამდენიმე მუხლით იძებნება. ესენია: „სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა“, „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“ და „ძალაუფლების […]