,, პირველივე დაძახებულზე გავარდა და მწამებელი, მოროდიორი, ცრუ მოწმეებად ქცეული პოლიციის შს მინისტრის მოადგილედ დაიწყო მუშაობა” – ნინო ლომჯარია

ყოფილი ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია შალვა თადუმაძის შს მინისტრის მოადგილედ დანიშვნაზე: ,,შალვა თადუმაძე, რომელიც აღშფოთებული იყო, როგორ შეიძლება ვეტინგით ჩემი მიუკერძოებლობა და ობიექტირობა ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოსო, პირველივე დაძახებულზე გავარდა და მწამებელი, მოროდიორი, ცრუ მოწმეებად ქცეული პოლიციის შსს მინისტრის მოადგილედ დაიწყო მუშაობა. რაც შეეხება მის კვალიფიკაციას, მისი დიპლომი რომ არ აკმაყოფილებდა მოსამართლის ცენზს, ამაზე ბევრი დაიწერა, მათ […]
უკრაინასა და რუსეთს შორის შედგა ტყვეების მორიგი გაცვლა

ორშაბათს რუსეთსა და უკრაინას შორის შედგა სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა. . გაცვლაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა არაბეთის გაერთიანებული საამიროების შუამავლობით. მხარეების მიერ დასახელებული რიცხვები განსხვავდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გაცვლა მოხდა ფორმულით „150 150-ზე“. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსი სამხედრო მოსამსახურეები ბელარუსის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მათ უტარდებათ სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება და შეუძლიათ ნათესავებთან დაკავშირება. ტყვეების დაბრუნების კადრები […]
თავისუფლების მოედნის მიმდებარედ „ემიგრანტების მარშის“ მიმდინარეობისას ხმაური იყო – მსვლელობის მონაწილეებს უცნობი პირები დაუპირისპირდნენ

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ ემიგრანტების მარშის მსვლელობის დროს უცნობი პირები აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირების დროს აგრესიული პირები ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა ტერიტორიიდან განარიდეს. ემიგრანტების მარშში მონაწილეები ახლა პარლამენტის მიმართულებით მიდიან, რათა აქციის სხვა წევრებს შეუერთდნენ.
ნინო წილოსანი – ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მძლავრი აქცენტი ღირებულებების, ამავდროულად წარმატებული, დამსახურებული ადამიანების გაუფასურებაა – მათი მიზანია, ტალახი ესროლონ, შეურაცხყონ, არაფერი წმინდა და ხელშეუხებელი არ დატოვონ

ლაშა ტალახაძეს აკიდებულ/გაკიდებული “აქტივისტის” ვიდეო ვნახე – ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მძლავრი აქცენტი ღირებულებების და ამავდროულად წარმატებული და დამსახურებული ადამიანების გაუფასურებაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს. წილოსანის თქმით, მათი მიზანია ტალახი ესროლონ, შეურაცხყონ და საბოლოოდ არაფერი წმინდა და ხელშეუხებელი არ დატოვონ. „ამ წელს, იმედი მაქვს, ბოლო პოლიტიკური პოსტი იქნება და […]
სახალხო დამცველის აპარატი ახალ მისამართზე გადავიდა

სახალხო დამცველის აპარატი ახალ მისამართზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. 2024 წლის 30 დეკემბრიდან თბილისის ოფისი მუშაობას ირაკლი ფაღავას 6 ნომერში განთავსებული შენობიდან განაგრძობს. მათივე ინფორმაციით, შენობა მეტროსადგურ “ავლაბრის” უკან მდებარეობს, ოფისს მთავარი შესასვლელი კი ცისკრის ქუჩის მხრიდან აქვს.
სამხრეთ კორეა ავიაკატასტროფაში დაღუპულებს გლოვობს, გამოძიება გრძელდება

ქალაქ მუანის აეროპორტთან მოწყობილ სახელდახელო მემორიალთან მისული სამხრეთ კორეელები ავიაკატასტროფაში დაღუპულ ადამიანებს გლოვობენ. შემთხვევამ ბორტზე მყოფი 181 ადამიანიდან 179 იმსხვერპლა, ორივე გადარჩენილი ეკიპაჟის წევრია. 30 დეკემბერს, მუანში ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ჩოი სანგ-მოკი ჩავიდა და მემორიალი ყვავილებით შეამკო. ქალაქი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულიდან სამხრეთით, დაახლოებით 290 კილომეტრში მდებარეობს. წინა დღით გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს სამხრეთ კორეის […]
„საბანკო სექტორი რუსეთშიც არსებობს და ირანშიც, რას წარმოადგენს, ეგაა საკითხავი“ – EY Georgia-ს მმართველი პარტნიორი

„საბანკო სექტორი რუსეთშიც არსებობს და ირანშიც, რას წარმოადგენს, ეგაა საკითხავი“ – ამის შესახებ EY Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა რუსლან ხოროშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ ისაუბრა. მისი თქმით, საერთო ჯამში დადებითი წელი იყო, თუმცა წლის ბოლოს ტრანზაქციებთან დაკავშირებულ მომსახურებებში კლება შეინიშნებოდა. „საერთო ჯამში საკმაოდ კარგი წელი იყო, მთელი წლის განმავლობაში კარგად ვითარდებოდა ბიზნესი, წლის ბოლოსკენ გარკვეული კლება შეინიშნებოდა […]
ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი რუსეთის გვერდის ავლით სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას იწყებენ

2025 წელს ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას იწყებენ, რომელიც ჩინეთსა და ევროპას შორის ახალი მოკლე მარშრუტი გახდება. პროექტი რუსეთის ფედერაციის გვერდის ავლით განხორციელდება. მისი მიზანია გააძლიეროს ცენტრალური აზიის როლი გლობალური მიწოდების ჯაჭვებში და განავითაროს ჩინეთსა და რეგიონის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირი. რკინიგზა ჩინეთის სინძიან-უიღურულ ავტონომიურ რეგიონში მდებარე ქალაქ ქაშგარიდან დაიწყება, ყირგიზეთის ტორუგარტის, მაქმალის, […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენმა გუნდმა 189 უკრაინელის სახლში დაბრუნება მოახერხა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 189 დამცველი დაიბრუნა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსული ტყვეობიდან ჩვენი ხალხის დაბრუნება ყოველთვის ძალიან კარგი ამბავია ყოველი ჩვენგანისთვის და დღეს ერთ-ერთი ასეთი დღეა. ჩვენმა გუნდმა 189 უკრაინელის სახლში დაბრუნება მოახერხა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე. უკრაინის „სამხედრო ტყვეთა საკითხების საკოორდინაციო შტაბის“ ცნობით, […]
როგორ ხვდება უკრაინა 2025 წელს

თებერვალში უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის მეოთხე წლის ათვლას დაიწყებს. როგორი იყო გასული, 2024 წელი უკრაინისთვის და რა რეალობით ხვდება ის ახალ წელს? ამერიკის მომავალი ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს. რამდენად მოსალოდნელია მშვიდობიანი შეთანხმება?