მასწავლებლებისთვის ორგანიზებული კონკურსის, “ფინანსური განათლება სკოლაში”, დასკვნითი ღონისძიება შედგა

მასწავლებლებისთვის ორგანიზებული კონკურსის – “ფინანსური განათლება სკოლაში”, დასკვნითი ღონისძიება შედგა. გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები. მასწავლებელთა კონკურსი გასული წლის ივნისში გამოცხადდა. პირობების თანახმად, დაინტერესებულ მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხების შესასწავლად საინტერესო სასწავლო აქტივობები უნდა შეექმნათ. კონკურსის მიზანი, მოსწავლეებში ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესების გაზრდა და თემის ეფექტურად სწავლების ხელშეწყობაა. კონკურსის ორგანიზატორთა შორის არიან ეროვნული […]

რა გახდა ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი – გარემოებების გარკვევის მიზნით, ზელენსკიმ დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა

რა გახდა ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი – გარემოებების გარკვევის მიზნით, უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა; მომხდართან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა. “ილ-76”-ში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა. უკრაინული მედიის ცნობით, იგეგმებოდა მათი გაცვლა. ბელგოროდის გუბერნატორის თქმით, ბორტზე მყოფი […]

საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, აგრძელებს პროგრესს ევროკავშირის გაფართოების გზაზე, ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება – ოლივერ ვარჰეი

საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, აგრძელებს პროგრესს ევროკავშირის გაფართოების გზაზე, ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა. “საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, აგრძელებს პროგრესს ევროკავშირის გაფართოების გზაზე. მინისტრ ოთარ შამუგიასთან განვიხილეთ სოფლის მეურნეობაში და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლაში ევროკავშირთან […]

გივი მიქანაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს. ქვეკომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი გივი მიქანაძის კანდიდატურას და დადებითად შეაფასა 2023 წელს მისი ხელმძღვანელობით განხორციელებული ქვეკომიტეტის საქმიანობა.

ვითარება ახლო აღმოსავლეთში – ხან-იუნისში გაეროს სასწავლო ცენტრი დაიბომბა, სადაც ლტოლვილთა თავშესაფარი იყო მოწყობილი

ვითარება ახლო აღმოსავლეთში – დაბომბილია ქალაქ ხან-იუნისში მდებარე გაეროს ერთ-ერთი სასწავლო ცენტრი, სადაც ლტოლვილთა თავშესაფარი იყო მოწყობილი. გაერო-ს დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიას ორი სატანკო ჭურვი მოხვდა. დაიღუპა 9 ადამიანი, ათობით დაშავდა. სააგენტოს ცნობით, ცენტრს 800-ზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს. მომხდარზე ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია. თავშესაფარზე იერიშს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატები. თეთრმა სახლმა გაერო-ს სასწავლო ცენტრზე […]

ვის წარადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად – კანდიდატების შერჩევის პროცედურა დღეიდან იწყება

ვის წარადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად – პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა დღეიდან იწყება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სამ ვაკანსიაზე განცხადებები ელექტრონული ფორმით მიიღება. პროცესი 15 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სამთავრობოთაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება

საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სამთავრობოთაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება – შეთანხმებას ორი ქვეყნის მთავარმა დიპლომატებმა ხელი უკვე მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში, საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე შეიქმნება ასევე სამუშაო ჯგუფები, რომლებიც პერიოდულად სხდომებს და კონსულტაციებს გამართავენ. პირველი საინაუგურაციო შეხვედრის გამართვა საქართველოში დაიგეგმა. შემდგომში შეხვედრები როტაციის პრინციპით, მონაცვლეობით გაიმართება. ილია დარჩიაშვილის თქმით, აღნიშნული შეთანხმება საუდის არაბეთსა და საქართველოს […]

ოლაფ შოლცი – უკრაინა და გერმანია უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმებასთან ახლოს არიან

გერმანია და უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე, შესაძლოა, მალე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩემი ვარაუდით, ამას მალე დავასრულებთ. საკითხის ბუნება მოითხოვს, რომ ორივე მხარემ ვისაუბროთ მასზე მაშინ, როცა დოკუმენტს ერთად დავასრულებთ და არა მის დასრულებამდე. მაგრამ მაქვს განცდა, რომ ჩვენ მოლაპარაკებების დასრულების ზღვარზე […]

შეთანხმება გარკვეული პირობებით – კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინის ახალი პატრონი თანახმაა 90 000 დოლარის გადახდის შემთხვევაში ხატიაშვილებს უძრავი ქონება დაუბრუნოს

შეთანხმება შედგა – კეკელიძის პირველ ნომერში მდებარე ბინის ახალი პატრონი, დარეჯან დვალი თანახმაა, 90 000 დოლარის გადახდის შემთხვევაში, ხატიაშვილებს უძრავი ქონება დაუბრუნოს, იმ პირობით თუ – “ანგაჟირებული, აგრესიული ჯგუფები” შეწყვეტენ მის წინააღმდეგ მოქმედებას. ადვოკატის განმარტებით, არსებობს კიდევ ერთი პირობა – დარეჯან დვალს ერთი თვის განმავლობაში უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება უნდა ჰქონდეს. კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი […]

“ლელომ” ამერიკელ პიარ-კონსულტანტ ჯერემი როზნერთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა

პარტია “ლელომ” ამერიკელ პიარ-კონსულტანტ ჯერემი როზნერთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. პარტიაში კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ წლების წინ, როზნერის “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტად ყოფნა არ ნიშნავს იმ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან “ლელოს” რაიმე აკავშირებს. პარტიის საერთაშორისო მდივანი ასევე აცხადებს, რომ ისინი არც მომავალში გეგმავენ ამ მიმართულებით რაიმეს. მიუხედავად ამისა, მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კონსულტანტი ოპოზიციურ პარტიაში […]