“შახტარმა” სუდაკოვი “ნაპოლის” 40 მილიონად არ მიჰყიდა

“ნაპოლიმ” “შახტარის 21 წლის ნახევარმცველის, გიორგი სუდაკოვის შეძენა ვერ შეძლო, – იტყობინება ჟურნალისტი ანტონიო პეტრაცუოლო. “ნაპოლიმ” “შახტარს” სუდაკოვში 40 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ დონეცკურმა კლუბმა უფრო დიდი თანხა მოითხოვა. თუმცა მხარეები მოლაპარაკებებს ზაფხულში განაახლებენ. ტრანსფერი რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული და მთავარი “ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა. რატომ იყო პარადოქსი კვარას ათ მილიონად გაყიდვა? იმიტომ რომ ნაკრები […]
რუსეთში, ტუაფსეში ნავთობის საცავში ცეცხლი გაჩნდა, აქამდე დრონები შენიშნეს

25 იანვრის გამთენიისას რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ტუაფსეში ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გამო სოჭის აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერებული იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა. ხანძრის გაჩენამდე და შემდეგ ადგილობრივებმა შენიშნეს უპილოტო საფრენი აპარატები. სოციალურ ქსელებში ვრცელდება როგორც ხანძრის, ისე დრონების გამოჩენის ამსახველი ვიდეოები. შემთხვევაზე არაფერს ამბობენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. […]
დღეიდან ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება – 25-27 იანვრის მოსალოდნელი ამინდი რეგიონების მიხედვით

25-26 იანვარს საქართველოში შედარებით ცივი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. 27 იანვრიდან კვლავ ნალექიანი ამინდი იქნება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. თბილისში 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 იანვარს თოვლჭყაპია შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25-26 იანვარს უნალექო […]
საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაცია FIM-ის (საერთაშორისო მოტოფედერაციის) სრულუფლებიანი წევრია

რის საშუალებას აძლევს ფედერაციას FIM-ის წევრობა, რა გამოწვევების წინაშე დგანან მოტოკლუბები და სამომავლოდ რა მიმართულებით აპირებს ფედერაცია აქტიურობას, ამ ყველაფერზე გიორგი ჩიქოვანი, ელოს მოტო ფედერაციის პრეზიდენტი საუბრობს: გიორგი, რომელ წელს დაფუძნდა და რას ემსახურება საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაცია? – საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაცია დაფუძნდა 2013 წელს, 2019 წელს ფედერაციამ მოახდინა რეორგანიზაცია მმართველობაში და ახალი მმართველობის […]
„შეთანხმება შედგა“ – კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინას პირობებით დააბრუნებენ

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინის ახალი მფლობელი, დარეჯან დვალის ადვოკატი, გიორგი სუხიტაშვილი აცხადებს, რომ ყოფილ მფლობელთან, მარინა ხატიაშვილთან შეთანხმება შედგა და მას უძრავ ქონებას გარკვეული პირობების სანაცვლოდ დაუბრუნებენ. ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბრისას ადვოკატი აღნიშნავს, რომ წერილობითი შეთანხმება რამდენიმე საათის წინ გააფორმეს და მასში აღსრულების ეროვნული ბიუროც იყო ჩართული. “ჩვენს შორის შედგა წერილობითი შეთანხმება, ე.წ. მორიგება”, – […]
დღეს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, დაბა კიკეთის, დაბა ბეთანიას, სოფელი დიდების, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბაშიძის, ფალიაშვილის და არაყიშვილის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჯანელიძის, გეთიას, […]
„14-ს ნაცვლად 16 სართული“ – ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში „ჰუალინგ ბუტიკ სასტუმროს“ მშენებლობა სექტემბერში დასრულდება

თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 2024 წლის 30 სექტემბერს უნდა დასრულდეს. „ჰუალინგ ჯგუფმა“ შენობა პირობებიან აუქციონზე 2015 წელს 9.45 მლნ დოლარად იყიდა და აქამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების გადავადება სახელმწიფოსგან რამდენჯერმე ითხოვა. როგორც არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ბოლო ინფორმაციით ირკვევა, ობიექტი 14 სართულის ნაცვლად 16 სართულიანი იქნება, […]
უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი – გვაქვს ინსტრუმენტები და შესაძლებლობა, მივწვდეთ მტერს იქ, სადაც ის ამას არ ელის

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, ნიკოლაი ოლეშჩუკის განცხადებით, სამხედროებს სულ უფრო მეტი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა აქვთ იმისთვის, რომ მისწვდნენ მტერს იქ, სადაც ის არ ელის. „საჰაერო ძალები არტყამდა, არტყამს და დაარტყამს მტერს სადაც არ უნდა იყოს ის, რათა დაიცვას ჩვენი მოქალაქეები მტრის ტერორისტული თავდასხმებისგან! ხარკოვი, ხერსონი, დნეპრი, ზაპოროჟიე და ფრონტის ხაზის სხვა რეგიონები ყოველდღიურად და ყოველ […]
უკრაინა მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებამ დაადგინოს, რატომ ჩამოვარდა ილ-76

უკრაინის სახელმწიფო მოითხოვს, რომ საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს რუსეთის ბელგოროდის ოლქში სამხედრო თვითმფრინავ ილ-76-ის ჩამოვარდნის მიზეზების დასადგენად. ამის შესახებ 24 იანვარს, ღამით განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. რუსეთი ილ-76-ის ჩამოგდებასა და 74 ადამიანის, მათ შორის 65 უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილში უკრაინას ადანაშაულებს. პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, გამოიძახა თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის, საჰაერო ძალების, სამხედრო დაზვერვის და […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 იანვარს 06:00-დან 06:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს მცხეთის რაიონის და თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუხათწყარო, ნაფეტვრები, თხინვალა, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. „11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ქსანი, ძველი ქანდა, ციხისძირი, არაშენდა, გალავანი, შანკევანი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ, ხოლო 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს სოფელ […]