სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერი, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. სოფლებში განსახორციელებელ პროექტებს, ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით თავად ირჩევს. 10 000-დან 20 000 ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ყველა სოფელში ფინანსდება. ამისთვის, 2024 წელს, გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი. მსგავსი სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება.
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით […]
უკრაინაში ომი გრძელდება – ოკუპანტებმა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები დაბომბეს
უკრაინაში ომი გრძელდება – ქვეყნის სამხრეთიდან ბალისტიკური რაკეტებით შესაძლო თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში ჩაირთო. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფრონტზე თავდაცვის ძალებსა და რუს სამხედროებს შორის 65 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა წელს 4 ბირთვული რეაქტორის მშენებლობას დაიწყებს. გერმან გალუშჩენკოს თქმით, რეაქტორების მშენებლობა არაუგვიანეს შემოდგომისა დაიწყება, […]
ჰუმანიტარული ტვირთის მოლოდინში მყოფ პალესტინელებზე განხორციელებული იერიშისას 20 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 150
ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება – ანკლავში, ჰუმანიტარული ტვირთის მოლოდინში მყოფ პალესტინელებზე განხორციელებული იერიშისას 20 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 150. ჰუმანიტარული მდგომარეობა ღაზაში კვლავ უარესდება, ანკლავში არსებული 36 საავადმყოფოდან მხოლოდ 14 ფუნქციონირებს და ისიც არასრულფასოვნად. ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური ინფორმაციით, შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი უახლოეს დღეებში ისრაელის, ეგვიპტისა და კატარის შუამავლებს შეხვდება, რადგან “ჰამასის” მიერ დაკავებული […]
შეიარაღებული გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდების მომზადების ბრალდებით უნგრეთში 11 ადამიანი დააკავეს
უნგრეთში, შეიარაღებული გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდების მომზადების ბრალდებით, სპეცოპერაციის შედეგად 11 ადამიანი დააკავეს. რეიდები ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე, პარალელურ რეჟიმში ჩატარდა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო აღჭურვილობა, პნევმატიკური იარაღი და სხვა მასალა, ასევე დაჯგუფება “სკვითურ უნგრეთთან“ დაკავშირებული დოკუმენტები. შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ადამიანთა ჯგუფი “სკვითური უნგრეთის” ჩამოყალიბებისა და თავისუფალი სამხედრო […]
დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს 6%-ით უსწრებს – Reuters/Ipsos
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგების თანახმად, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს 6%-ით უსწრებს. გამოკითხვამ, რომელშიც 1,250-მა ზრდასრულმა ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა 40% უჭერს მხარს, ბაიდენს 34%, გამოკითხულთა დარჩენილი ნაწილი კი არ არის დარწმუნებული, დაუჭერს თუ არა მხარს რომელიმე კანდიდატს. გამოკითხვის ცდომილება სამ პროცენტს შეადგენს. საერთო ჯამში, გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა უკმაყოფილებას გამოთქვამს ორივე კანდიდატის […]
თურქეთმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიკაცია ოფიციალურად დაასრულა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელიც შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირებას ახდენს. ოქმი თურქეთის ოფიციალურ გაზეთში 25 იანვარს გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში შევიდა. ამრიგად, თურქეთმა სრულად დაამტკიცა შვედეთის ნატო-ში შესვლა. „მივესალმებით თურქეთის მიერ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირებას. ჩვენ ახლა მივაღწიეთ გადამწყვეტ ეტაპს ნატო-ში სრულფასოვანი წევრობის გზაზე”, […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – სკრინინგის პროცესი დაიწყო, რაც საფუძველს უყრის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბრიუსელში ოფიციალურად დაიწყო სკრინინგის პროცესი, რაც საფუძველს უყრის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზემოლაპარაკებებს. “მივესალმები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის არსებითი მზადების დაწყებას. ბრიუსელში ოფიციალურად დაიწყო სკრინინგის პროცესი, რომელიც საფუძველს უყრის მოლაპარაკებებს”, – აცხადებს ზელენსკი. მისი თქმით, წინ რთული სამუშაოა უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის, უკრაინული დელეგაციის ფორმირებისა და მოლაპარაკებების პოზიციის შესაფასებლად. „იმედია, სამთავრობო […]
უკრაინის დახმარების ბედი და ტრამპი-ჰეილის დაპირისპირება

რა ეტაპზეა უკრაინის დახმარების თაობაზე კონგრესში მიმდინარე მოლაპარაკებები და როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი? ასევე, როგორია წინასაარჩევნო პროგნოზები რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ნომინანტის შესარჩევად. “ამერიკის ხმის” ჩართვა “მთავარ არხზე”.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი შეიძლება იტალიურ გუნდში გადავიდეს
meczyki.pl-ის ცნობით, არაა გამორიცხული, საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველმა ოთარ კაკაბაძემ “კრაკოვია” დატოვოს. გამოცემის ჟურნალისტი ტომაშ ვლოდარჩიკი წერს, რომ კაკაბაძეს პოლონურ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გახანგრძლივებაზე აწარმოებს მოლაპარაკებას, მაგრამ მისი სამსახურით სერია A-ში გადასვლისთვის მებრძოლი “კრემონეზე” დაინტერესდა და მოხარული იქნება, თუ გადაიბირებს. კაკაბაძე “კრაკოვიაში” 2021 წელს გადავიდა და მას შემდეგ 61 მატჩში 5 გოლი […]