ჰუმანიტარული ტვირთის მოლოდინში მყოფ პალესტინელებზე განხორციელებული იერიშისას 20 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 150

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება – ანკლავში, ჰუმანიტარული ტვირთის მოლოდინში მყოფ პალესტინელებზე განხორციელებული იერიშისას 20 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 150.
ჰუმანიტარული მდგომარეობა ღაზაში კვლავ უარესდება, ანკლავში არსებული 36 საავადმყოფოდან მხოლოდ 14 ფუნქციონირებს და ისიც არასრულფასოვნად.
ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური ინფორმაციით, შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი უახლოეს დღეებში ისრაელის, ეგვიპტისა და კატარის შუამავლებს შეხვდება, რადგან “ჰამასის” მიერ დაკავებული დარჩენილი მძევლების გათავისუფლების შეთანხმება განიხილონ. შეხვედრები, სავარაუდოდ, ევროპაში გაიმართება.
ჰააგის სასამართლო, დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას დროებითი ზომების შესახებ – შეჩერდება თუ არა სამხედრო ოპერაცია. დღევანდელი გადაწყვეტილება, სამხრეთ აფრიკის მიერ აღძრული საქმის ნაწილია, რომელიც ისრაელს ღაზაში პალესტინელების მიმართ გენოციდში ადანაშაულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს