არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი “ნაპოლიში” გადადის – ის ნეაპოლში თავის თვალწარმტაც მეგობარ გოგონასთან ერთად ჩავა

“ნაპოლი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე უჩვეულოდ აქტიურობს – ელიფ ელმასის “ლაიფციგში” გაყიდვისა და ალესიო ძერბინის “მონცაში” განათხოვრების შემდეგ, ლაზარ სამარჯიჩი (უდინეზე) ვერ შეიძინა, სამაგიეროდ პასკუალე მაცოკი (სალერნიტანა), ჰამედ ტრაორე (ბორნმუთი) და სირილ ნგონჟი (ვერონა) დაიმატა და მალე კიდევ ორ ტრანსფერს განახორციელებს. ნეაპოლური კლუბი “ასტონ ვილასა” და ბელგიის ნაკრების 28 წლის ნახევარმცველ ლეანდერ დენდონკერს (სიმაღლე 188 სმ) […]

სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება და ტექნიკით აღჭურვა – CCIIR-ის კვლევის მიგნებები

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) 25 იანვარს გამოაქვეყნა ანალიტიკური ბიულეტენი საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობისა და მათი ტექნიკით აღჭურვის შესახებ. სასკოლო ინფრასტრუქტურა ინფორმაცია ინფრასტრუქტურის შესახებ 2 086 საჯარო სკოლიდან მიღებულია 1 561 სკოლაზე, რაც 75%-ზე მეტს წარმოადგენს. კვლევის მიხედვით, საქართველოს საჯარო სკოლების 59% – საჭიროებს სრულ ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას ან რემონტს, 28% არის […]

ტრამპი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს არჩევს

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის 5 ახლო პირზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” წერს, რომ დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის თაობაზე მოკავშირეებსა და დონორებს აზრს ეკითხება. აიოვასა და ნიუ-ჰემფშირში გამარჯვების შემდეგ, დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო ნომინაციასთან ახლა უფრო ახლოსაა, შესაბამისად, ცდილობს გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს ბიულეტენზე ნომერ მეორე რესპუბლიკელი. მართალია პარტიული არჩევნები ჯერ კიდევ ათობით შტატში უნდა ჩატარდეს და საპრეზიდენტო […]

გენდერული სტერეოტიპები ომგამოვლილ საზოგადოებაში

კომპლექსური ხასიათის გამოწვევები, რაც მთელი ქვეყნის წინაშე დგას, კიდევ უფრო მწვავედ წარმოჩინდება ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან. შიდა ქართლში ეს პერიმეტრი ადმინისტრაციულ საზღვრებს მიუყვება, გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის მუნიციპალიტეტებს, მცხეთა-მთიანეთისა და ცხინვალის რეგიონს შორის. ომი, ძალადობრივი ფონი, ერთგვარად აირეკლა აქაურობამ და გამოიხატა ოჯახური და ქალთა მიმართ ძალადობის ზრდით. „ამერიკის ხმასთან“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შიდა ქართლის ორგანიზაციის […]

26 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება – ქუჩების ჩამონათვალი

26 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. “თელასი” მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, კახეთის გზატკეცილის, ზემო ალექსეევკის დასახლების, გივი ამილახვარის, ქართველიშვილისა და კონსტანტინე ანდრიაძის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 04:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), […]

რამდენ ლარს შეადგენს 1 აშშ დოლარისა და ევროს ღირებულება – ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6769 ლარი გახდა. კურსი, რომელიც 25 იანვარს მოქმედებდა, 2.6692 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0077 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9168 ლარია. მაშინ, როცა 25 იანვარს მოქმედი კურსი 2.9089 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0079 ლარი შეადგინა.

GWP წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს. “26 იანვარს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ვაკის რაიონში, სოფ. თხინვალა, კეჭაყმაძის ქ. N8-თან მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 26 იანვარს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკის რაიონში: კეჭაყმაძის […]

ეროდოანმა ხელი მოაწერა დოკუმენტს ნატოში შვედეთის მიღების თაობაზე

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ეროდოანმა ხელი მოაწერა დოკუმენტს ნატოში შვედეთის მიღების თაობაზე, რომელსაც ორი დღის წინ თურქეთის პარლამენტმა გაუკეთა რატიფიკაცია. შვედეთმა ფინეთთან ერთად გადაწყვიტა, 2022 წლის გაზაფხულზე ნატოში წევრობის განაცხადი შეეტანა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს. მანამდე ორივე ქვეყანა ათწლეულობით იცავდა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, თუმცა მჭიდროდ თანამშრომლობდა ნატოსთან. ნატოს უმეტესმა წევრმა რატიფიკაცია გაუკეთა ალიანსში […]

Reuters/Ipsos: საარჩევნო გამოკითხვით ტრამპი ბაიდენს 6 პროცენტით უსწრებს

25 იანვარს აშშ-ში Reuters-ის მიერ გამოქვეყნებული Ipsos-ის კვლევის შედეგების მიხედვით, წინასაარჩევნოდ დონალდ ტრამპი აშშ-ს ამჟამინდელ დემოკრატ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, 6 პროცენტით უსწრებს. კვლევა 22-24 იანვარს ჩატარდა და მისი ცდომილება +/-3%-ს შეადგენს. მკვლევრებმა მთლიანად აშშ-ში 1 250 ზრდასრული ამერიკელი გამოჰკითხეს. როგორც გაირკვა, ბაიდენსა და ტრამპს შორის ამერიკელი მოსახლეობის 40% ტრამპს ამჯობინებს, 36% კი ბაიდენს, ხოლო დანარჩენები […]

სააკაშვილის მდგომარეობა სომატურად გაუმჯობესებულია, ფსიქოლოგიურად იგივე რჩება – წულაძე

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა კლინიკა ვივამედში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. კონსილიუმის წევრის, ნევროლოგი თენგიზ წულაძის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა სომატურად გაუმჯობესებულია, რაც გამოიხატება წონაში მატებაში, თუმცა მისივე თქმით, ფსიქოლოგიური მდგომარეობა იგივე რჩება. “ბატონი მიხეილის მდგომარეობა სომატურად გაუმჯობესებულია, ფსიქოლოგიური მდგომარეობა ისევ იგივე რჩება, ნევროლოგიურიც, მაგრამ სომატური სტატუსი გაუმჯობესებულია, რაც ნიშნავს, რომ წონაში მოიმატა ცოტა, 77 […]